www.imedi.ge /  24 იანვარი 2022, 13:24 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მივიღებთ

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ოკუპაცია მიუღებელია.

„ყოველგვარი ოკუპაცია მიუღებელია და ვგმობთ მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა ზარქუამ.

დეპუტატის ოპოზიციონერების კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოფიციალური თბილისი კიევს სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებს და აღნიშნა, რომ შემდეგ შეკრებაზე პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის და ჩვენი ცალკეული ლიდერების მხრიდან გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები. რადიკალურ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს თუ სჭირდებათ, თავი გამოიჩინონ, მათი პრეროგატივა და მათი უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია და გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები ჩვენს განცხადებებთან მიმართებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა სახელმწიფო, ვინც მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას, სუვერენიტეტს უგულებელყოფს, იქნება მკაცრად დასჯილი საერთაშორისო მეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას ფანტაზიები აქვთ, ხან ის და ხან ეს გადაკეტონ. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს ვუფრთხილდებით. ვუფრთხილდებით ჩვენი პარტნიორების ინტერესებს და ამიტომ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, რაც სამართლიანი, შესაბამისი და ადეკვატურია.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვაცხადებთ, რომ ოკუპანტია რუსეთი. საერთაშორიო ტრიბუნაზე, საერთაშირისო მისიებში ყველგან ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, რეზოლუციას მივიღებთ. ჩვენ გვქონდა 2008 წელი და მხდალი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა ჯარი, გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

14 ივლისი 2026, 17:18

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

ჯაბა ხუბუა

14 ივლისი 2026, 17:14

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივლისი 2026, 17:07

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს

„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.

14 ივლისი 2026, 16:24

საზოგადოება

წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 16:20

საზოგადოება

ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.

14 ივლისი 2026, 16:19

ეკონომიკა

FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.

14 ივლისი 2026, 16:00

საზოგადოება

Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა

პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).

14 ივლისი 2026, 15:51

პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს" ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.

რუმენ რადევი

14 ივლისი 2026, 15:39

მსოფლიო

ბულგარეთმა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ დატოვა

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ითხოვს. ამ კონფლიქტის გადაჭრა მდგომარეობს არა მის სამხედრო საშუალებებით გაჭიანურებაში, არამედ ძლიერ დიპლომატიურ მისიაში, რომელიც ბოლოს მოუღებს ესკალაციას“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2026, 15:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში თავიდან ავირიდოთ გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა

მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი

უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2026, 15:24

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის

როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2026, 15:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით, მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა, მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის

ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2026, 15:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა

დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2026, 15:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, ეს დოკუმენტი გვაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას

სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და იულია სვირიდენკო

14 ივლისი 2026, 15:05

მსოფლიო

Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა

გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

14 ივლისი 2026, 14:38

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტანკერებს შეუტია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე მიიტანეს იერიში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მომხდარს დაუდევარი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ იერიშის დროს დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი (ინდოეთის მოქალაქე), 8 კი დაშავდა.

14 ივლისი 2026, 14:30

პოლიტიკა

„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით აქვს. წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი, თუმცა საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ადგილობრივებს წყალს სპეციალური ავზების საშუალებით აწვდიან.