26 იანვარი 2022, 19:45 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უფრო რადიკალური უნდა იყოსო, მკვეთრიო, მკაფიოო, პუტინს ვაგინოთო

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

„თურმე ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია. უფრო რადიკალური უნდა იყოსო, მკვეთრიო, მკაფიოო, პუტინს ვაგინოთო და ა.შ. კი ბატონო, ეს ყველაფერი ემოციურად გასაგებია, მაგრამ მოდით აბა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. მოდით აბა, ემოციები გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებითაც დავინახოთ რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს, ამა თუ იმ სიტყვას ან რეზოლუციას. მოდით აბა სასწორის ერთ პინაზე რადიკალური და ემოციებზე დაფუძნებული განცხადებები დავდოთ, ხოლო მეორე პინაზე საკითხის რაციონალური ასპექტები. ამის მიხედვით შევაფასოთ ორივე სცენარის რისკებიც და სარგებელიც. მე ვფიქრობ, დღეს ის დროა, როცა პოლიტიკური კლასი ვიწრო მერკანტილურ პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს. უბრალოდ ერთხელ შევეცადოთ ერთმანეთთან ნორმალურად ვილაპარაკოთ. იქნებ ბოლო-ბოლო რაიმე არგუმენტირებულ მსჯელობასთან მიმსგავსებული დიალოგი გამოგვივიდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხისთვის ადამიანური და გასაგები ენით უნდა აიხსნას საკითხის ყველა ასპექტი. სწორედ ამის მერე უნდა განვსაზღვროთ სამომავლო პოლიტიკაც და მიდგომებიც. ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი", - წერს გვიდიანი.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2022, 01:22

მსოფლიო

ზელენსკი: რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის ოკუპანტი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უპასუხებს რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვას, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა და აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს, როგორ მიაყენოს რუსეთს რაც შეიძლება მეტი ზიანი, რათა ომი სწრაფად დასრულდეს.

11 აგვისტო 2022, 00:51

ტაბლოიდი

კალიფორნიაში ძაღლებს შორის სერფინგში ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕 ფოტოგალერეა

ოთხფეხა სერფერები ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში შეეჯიბრნენ, მათი ზომისა და მოასპარეზეთა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატში ათობით ძაღლმა მიიღო მონაწილეობა.

11 აგვისტო 2022, 00:30

კულტურა

Rammstein-ი საახალწლოდ მიუნხენში 4-საათიანი კონცერტის გამართვას გეგმავს🤘🔥

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობა ამ ეტაპზე კონცერტისთვის შესაბამის ადგილზე მსჯელობს. ცნობილია, რომ შოუ 31 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება და 4 საათს გაგრძელდება. კონცერტზე დასწრებას სავარაუდოდ 145 ათასი მაყურებელი შეძლებს.

გრეგ სტიუბი

11 აგვისტო 2022, 00:27

მსოფლიო

კონგრესმენი გრეგ სტიუბი: გასაკვირი არ არის, რომ მოსამართლე, რომელმაც ხელი მოაწერა ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერს, ობამასა და „დემოკრატების“ მხარდამჭერია

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, გრეგ სტიუბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში სამართალდამცველების რეიდი პოლიტიკური თავდასხმაა არა მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ჯო ბაიდენის მთავარ კონკურენტზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 აგვისტო 2022, 00:22

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან

„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

10 აგვისტო 2022, 23:59

საზოგადოება

რა სიმპტომები ახასიათებს სხეულის გადახურებას - მაია ბუწაშვილის განმარტება

„ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა. მშობლები როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, სიცხეს უზომავენ და ტემპერატურა მომატებულია, იწყებენ მიზეზის ძებნას და გამოკვლევებს. ვინაიდან ასეთი შემთხვევები ახლა არაერთია, როცა ბავშვს უბრალოდ გადახურების გამო აეწია ტემპერატურა და არავითარი ინფექციური დაავადება არა აქვს, ამიტომ ვიფიქრე ეს დამეწერა“.

მარკო რუბიო

10 აგვისტო 2022, 23:58

მსოფლიო

სენატორი მარკო რუბიო: ახლა იტყვიან - „ტრამპის მხარდამჭერები ძალიან გაღიზიანებულნი არიან, ისინი საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ, დავიწყოთ მათი დაპატიმრება“

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარკო რუბიომ (ფლორიდის შტატი) განაცხადა, რომ მათ, ვინც სამხრეთ ფლორიდაში საცხოვრებლად ლათინური ამერიკის ავტორიტარული ქვეყნებიდან გადმოვიდა, კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც სამთავრობო ოფიციალური პირები პოლიტიკური ოპოზიციის კრიმინალიზებას ცდილობენ.

მაია ბუწაშვილი

10 აგვისტო 2022, 23:31

საზოგადოება

მაია ბუწაშვილი: გავუფრთხილდეთ ბავშვებს და მოვარიდოთ სიცხეს, განსაკუთრებით სიცხეში გარეთ თამაშს

„სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა. პირველი დახმარებაა გრილ ადგილას მოთავსება, ბევრი სითხის მიცემა, ცივი ტილოს დადებით სხეულის გაგრილება. გართულებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარება აუცილებელია“.

ჯონ ბოლტონი

10 აგვისტო 2022, 23:23

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრს ჯონ ბოლტონის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრს ჯონ ბოლტონის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

ეარენდილი

10 აგვისტო 2022, 23:08

ტექნოლოგიები

„ჯეიმს ვებმა“ ყველაზე შორეული ვარსკვლავის - „ეარენდილის“ ფოტო გადაიღო

„ეარენდილს“ სახელი ჯონ ტოლკინის წიგნის „სილმარილიონის“ პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვეს. ობიექტი 2022 წლის მარტში ტელესკოპმა „ჰაბლმა“ აღმოაჩინა.

10 აგვისტო 2022, 22:11

მსოფლიო

ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

10 აგვისტო 2022, 21:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის ვერ გაურკვევიათ, მათი წარმომადგენელი ვინ მიდის და ვინ მოდის პოლიტიკაში - დიდი გაურკვევლობა აქვთ

„როდესაც, ერთი პარტიის შიგნით იმას ვერ არკვევენ, სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის თუ რჩება, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

10 აგვისტო 2022, 20:55

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

„ჩვენ, როგორც პარტიას, მის მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არამხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი გვაქვს წლების განმავლობაში, არავითარი განცხადება პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან მისი სურვილის შესაბამისად. ეს არ ყოფილა განხილვის თემა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანრი ოხანაშვილი

10 აგვისტო 2022, 20:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებ დაფინანსებას და ხელფასს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაო

„ქართული ოცნების“ გუნდი დაანონსებული გეგმისა და ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად ვმუშაობთ, გავაგრძელებთ მუშაობას და თითოეული სამუშაო ჯგუფის მიზანს შევასრულებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

10 აგვისტო 2022, 20:29

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესებები 12 პუნქტისგან შემდგარ ჩვენს გეგმაში

„პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესებები, 12 პუნქტისგან შემდგარ ჩვენს გეგმაში. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე თუ რა შედეგის მომტანია [ეს პროცესი], რეალურად ფაქტი იქნება ყველაზე უტყუარი - ფაქტი და მტკიცებულება კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯებისა, რომლებიც მუშავდება ყოველდღიურად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

10 აგვისტო 2022, 19:43

საზოგადოება

„აი ია“: ყველაზე დიდი ტყუილია, რომ თითქოს ჩვენ მიერ ორგანიზებული აქტივობები სოციალურ მედიაში ანტიდასავლურ კამპანიას ემსახურება

ფსევდო-ლიბერალურ ძალებს საქართველოში ვეღარ ექნებათ მონოპოლია მედიაში და ისინი ვეღარ დააწესებენ აკრძალვებს რაზე ვილაპარაკოთ საჯაროდ და რაზე არა! ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ორგანიზებული და ინტენსიური მუშაობა და კვლავაც კანონიერი საშუალებებით გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა არ დავუშვათ ქვეყნის დესტაბილიზაცია! არ აგარევინებთ!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მიხაილ პოდოლიაკი

10 აგვისტო 2022, 19:41

მსოფლიო

პოდოლიაკი: უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელ რუსამდე ვიომებთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

10 აგვისტო 2022, 19:01

ტექნოლოგიები

Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

10 აგვისტოს, სამსუნგ ელექტრონიკსმა ახალი თაობის, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა - Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4. გამორჩეული ფორმა, მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და განახლებული წარმადობა, Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის სმარტფონებს უნიკალურ მოწყობილობებად აქცევს.

10 აგვისტო 2022, 18:51

მსოფლიო

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გაიყვანოს

„დიდი შვიდეული“ (G7) რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გაიყვანოს.

10 აგვისტო 2022, 18:06

თავდაცვა

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

„სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე, მთავრობის დადგენილებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის საფუძველზე, უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში“.