imedi /  11 თებერვალი 2022, 21:01 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილი ადვოკატ გრიშოვეცის ჩანაცვლებას ნიკოლოზ კატერინჩუკით აპირებს - რუსეთში დაბადებულ ადვოკატს და პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ აკავშირებს სააკაშვილთან, ისინი ერთად მსახურობდნენ კგბ-ს სასაზღვრო ნაწილებში

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

სააკაშვილის უფლებადამცველებმა თავისი კლიენტი მორიგ სკანდალში და უკვე ჩვევად ქცეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ამჯერად, უკრაინელი ადვოკატის ი.ა. გრიშოვეცის მეშვეობით და ნიკა გვარამიას, ასევე, ჩვევად ქცეული რეალობის მანიპულირების გზით - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, სააკაშვილი მის ჩანაცვლებას ნიკოლოზ კატერინჩუკით აპირებს. სააკაშვილთან ამ რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ადვოკატს, პიარ-ტექნოლოგსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ აერთიანებს.

,,სააკაშვილის უფლებადამცველებმა თავისი კლიენტი მორიგ სკანდალში და უკვე ჩვევად ქცეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, ამჯერად უკრაინელი ადვოკატის ი.ა. გრიშოვეცის მეშვეობით და ნიკა გვარამიას ასევე ჩვევად ქცეული რეალობის მანიპულირების გზით. უკრაინის კანონმდებლობის ელემენტარული ტექნიკური ნორმის გამოტანილ ვერდიქტად წარმოჩენით - სააკაშვილის ხვედრი არა თუ ვერ შეამსუბუქეს, არამედ საკუთარი გამრუდებული დაცვის ხაზით საკუთარი კლიენტი კიდევ უფრო ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანეს. იმ გარემოებამ, რომ სამართლებრივი და პროცესუალური გზით, არარსებული პოლიტიკური შუამდგომლობებით, „ალამუთის" ციხის ვერშემდგარი აღებით - სააკაშვილის თავისუფლებაზე გამოყვანას ვერ ახერხებენ, ადვოკატებმა თავისი ძირითადი ფსონი პიარ და ფეიკ კამპანიებზე გადაიტანეს. ამ კუთხით კი მათ გუნდს სერიოზული "ტრანსფერი" სჭირდებოდათ და ისიც განხორციელდება, ჩემი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში და არაა გამორიცხული, რომ სწორედ უსუსტესი ადვოკატის გრიშოვეცის სანაცვლოდ. უახლოეს დღეებში, სააკაშვილი მის ჩანაცვლებას ნიკოლოზ კატერინჩუკით აპირებს. სააკაშვილთან, ამ რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ადვოკატს, პიარ-ტექნოლოგსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ აერთიანებს - ასაკით ტოლები არიან, იმავე პერიოდში მსახურობდნენ და იმავე КГБ-ს სასაზღვრო ნაწილებში იმავე, ეფრეიტორის წოდებით. უკრაინაში იგი ცნობილი მედიური სახეა, ხშირად ჩნდება ტელევიზიებში და მონაწილეობას იღებს სატელევიზიო თოქ-შოუებში, მიუხედავად ამისა, მას წარმატებულს მაინც ვერ ვუწოდებთ, პოლიტიკაშიც ცდიდა ბედს, მონაწილეობას იღებდა როგორც კიევის მერის, ასევე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში (თუმცა თითქმის ნულოვანი პერსპექტივით). თავისი ფსიქოპორტრეტით მას შეიძლება უკრაინელი "შალვა ნათელაშვილი" ვუწოდოთ, თუმცა ოდნავ უფრო უკეთესი ინგლისურის ცოდნით. მას გააჩნია საკმაოდ კარგი ფინანსური კაპიტალი: ფლობს რამდენიმე სასტუმროს კიევში, აქვს საკუთარი საადვოკატო ბიურო, არის მაგარი მოლაყბე და პიართაღლითი - ანუ გააჩნია ყველა ის "საქმიანი" თვისებები, რომლებიც სააკაშვილის ადვოკატებს დაცვის უკვე არა მხოლოდ ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენენ” - წერს ექსპერტი Facebook -ზე.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2026, 10:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 თებერვალს საქართველოში

28 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

28 თებერვალი 2026, 09:53

რეგიონი

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 თებერვალი 2026, 09:50

მსოფლიო

Politico: ნატოს საწარმოო პოტენციალი, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, სირთულეებს განიცდის

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, როცა გასული წლის ზაფხულში ნატომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებული პროცედურა აამოქმედა, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, რადგან აშშ კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას ამცირებდა.

28 თებერვალი 2026, 09:46

საზოგადოება

მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია. ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

28 თებერვალი 2026, 08:48

რეგიონი

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე

28 თებერვალი 2026, 08:13

მსოფლიო

იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი და თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 04:02

მსოფლიო

ტრამპი აღიარებს, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილების“ მიღების დრო ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს აღიარა, რომ ირანთან დაკავშირებით რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:52

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი პატივს გვცემს, რუსეთი პატივს გვცემს - ისინი მცემენ პატივს და მეც პატივს ვცემ მათ

ტეხასის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:42

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვსურს ერთიანობა, თუმცა ერთიანობისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 03:20

მსოფლიო

მარტა კოსი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში: იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთმა ის უკანონოდ შეიყვანა თავის კონსტიტუციაში, ევროკავშირში თქვენი გაწევრიანება რთულდება

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ომის აქტიური ფაზის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

28 თებერვალი 2026, 02:52

მსოფლიო

The Irish News: MI5-ს BBC-ის ლონდონის სათავო ოფისში ჰქონდა კაბინეტი, რომელიც ახალი თანამშრომლების შესამოწმებლად გამოიყენებოდა

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურს, MI5-ს, ლონდონში, BBC-ის სათავო ოფისში სპეციალური განყოფილება ჰქონდა, რომელიც ყველა ჟურნალისტის შემოწმებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია ფარული თვალთვალის საკითხებზე მომუშავე ტრიბუნალს მიეწოდა, - წერს ჩრდილოირლანდიური გაზეთი The Irish News-ი.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 02:21

მსოფლიო

ტრამპი: ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოზიცია მკაცრია - ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

ფრიდრიხ მერცი

28 თებერვალი 2026, 01:46

მსოფლიო

მერცი: დარწმუნებული არ ვარ, ხუთი ან ათი წლის შემდეგ კვლავ გვეყოლება თუ არა ნატო ასეთივე სახით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოს მომავალზე ისაუბრა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი გერმანიის ეროვნული ინტერესების გატარებაა, ისევე როგორც ამას საფრანგეთის, ბრიტანეთისა თუ იტალიის ლიდერები აკეთებენ საკუთარი ქვეყნებისთვის.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 00:54

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აშშ-ის დარტყმა ირანში რეჟიმის შეცვლას: ეს არავინ იცის, შეიძლება ასეც მოხდეს და შეიძლება - არა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 თებერვალი 2026, 00:17

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკომისიაში აღიარეს, რომ უკრაინამ რეფორმების ტემპი შეანელა

ევროკომისიაში გამოთქვეს შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმების ტემპი შეიძლება შენელდეს.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპმა კუბის შესაძლო „მეგობრული ხელში ჩაგდების“ იდეა გააჟღერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული ხელში ჩაგდების“ პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 23:36

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია - არ ვართ კმაყოფილნი იმით, თუ როგორ აწარმოებენ ირანელები მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკმაყოფილოა თეირანის პოზიციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.

27 თებერვალი 2026, 23:36

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.

27 თებერვალი 2026, 23:01

სპორტი

ირაკლი მეძმარიაშვილმა სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციების სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო საწვრთნელი პროცესების დაგეგმვაზე ისაუბრეს; ასევე განიხილეს წაღკაძორის დახურულ კორტებზე ქართველ ჩოგბურთელთა შეკრებების საკითხი.