imedi /  16 აგვისტო 2017, 18:53 / სანდო წყარო

სახალხო დამცველი მოშიმშილე რკინიგზელების აქციას განცხადებით ეხმაურება

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება რკინიგზელთა შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს, რომლებიც მეორე დღეა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ და მონიტორინგი გაუწიეს აქციის მიმდინარეობს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში.

"15 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში აქციის მონაწილეებმა აღნიშნული დაწესებულების შეონობის შესასვლელიდან მოშორებით, მოშიმშილეთათვის გაშალეს კარავი, თუმცა სამართალდამცავებმა ჯერ სიტყვიერად მოითხოვეს კარვის დაშლა ან შენობიდან მოშორებით გადაადგილება, ხოლო შემდეგ კარავი თავად, იძულებით აიღეს.  აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ მიღებული ბრძანების შესაბამისად, ვერ მისცემდნენ კარვის გაშლის შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევდა ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხებს. ვითარების დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, დემონსტრანტებმა თავი შეიკავეს კარვის გაშლისაგან და ღია ცის ქვეშ გაათენეს ღამე. 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან დგინდება, რომ კარავი არ იყო გაშლილი და არც მისი ხელმეორედ გაშლა იგეგმებოდა სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ის ასევე არ ახდენდა აღნიშნული დაწესებულების შენობის შესასვლელის ბლოკირებას."- ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი  განვმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის კარვით სარგებლობის შეზღუდვა, ვინაიდან ადგილი არა აქვს შენობის შესასვლელების ბლოკირებასა თუ კანონდარღვევით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.[1] ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა ასევე საქართველოს სასამართლო სისტემაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლებისა და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა უკანონოდ მიიჩნია.

რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზის მუშებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს. ამჟამად ორი რკინიგზელი შიმშილობს. მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ კახეთიდან სამუშაოდ სადახლოს ხაზზე გადმოიყვანეს, არ მიუციათ დამატებითი ანაზღაურება ან საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მუშები დიალოგს და სამუშაოდ კვლავ კახეთში დაბრუნებას ითხოვენ. რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან მოშიმშილეებთან ერთად პროფკავშირების წარმომადგენლებიც არიან შეკრებილნი. 

მოშიმშილე რკინიგზელებს საპატრულო პოლიციამ კარავი დაუშალა.

 

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს საქართველოში

18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

18 ივლისი 2026, 08:26

სპორტი

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც დღეს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი უამინდობის გამო სანტიაგოში გადაიტანეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23-ისა) შეესაბამება.

18 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

17 ივლისი 2026, 21:28

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.

17 ივლისი 2026, 21:10

პოლიტიკა

როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.

17 ივლისი 2026, 21:06

საზოგადოება

75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს

17 ივლისი 2026, 21:00

კულტურა

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

17 ივლისი 2026, 20:54

სამართალი

შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.

17 ივლისი 2026, 20:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.

ნიკა გვარამია

17 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.

17 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.

17 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.

ირაკლი კობახიძე
სერდარ ბერდიმუჰამედოვი

17 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

მაკა ბოჭორიშვილი

17 ივლისი 2026, 20:16

პოლიტიკა

რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

17 ივლისი 2026, 20:01

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

17 ივლისი 2026, 19:52

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.