09 მარტი 2022, 00:17 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო და მთელი ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო და მთელი ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე ძალიან სასიამოვნო განწყობა მაქვს ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, საერთოდ სამთავრობო გუნდის მიმართ. მადლობა ღმერთს, საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან. ირაკლი ღარიბაშვილმა მთელი დარტყმა თავის თავზე მიიღო. მან ხომ იცოდა, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ მისი ვალია, რომ თავის ქვეყანას, რომელსაც ის უდგას სათავეში, აარიდოს ის უბედურება, რასაც თვითონ ხედავდა. მან ჩვენზე მეტი იცოდა, რა ხდებოდა, რას ამზადებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ხომ დავინახეთ რა შეტევა იყო საქართველოზე იმისთვის, რომ როგორმე ცეცხლში ჩავეგდეთ. მათ მეორე ფრონტი სჭირდებოდათ, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ზურგში დაერტყა რუსეთისთვის და მეორე ფრონტი გაეხსნა, იყო მხოლოდ საქართველო. ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და ამის ასარიდებლად მთელი ეს ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძემ და მთელმა გუნდმა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ქვეყანა მომწიფდა თვითმყოფადობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ეს ქვეყანა თავისი ჭკუით ივლის და არა სხვისი ჭკუით, როგორც დადის სამადაშვილი, ხოშტარია, სააკაშვილი, რადგან მათთვის მხოლოდ გარეთ ნათქვამია მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

19 აპრილი 2024, 13:10

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის 5 კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

19 აპრილი 2024, 13:07

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო

ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 13:01

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ციფრები ნათლად ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 2017 წელს - რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 72.52%; 2018 წელს - რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 63.12%; 2019 წელს - რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 62.44%; 2020 წელს - რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 65.99%; 2021 წელს - რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 76.17%; 2022 წელს - რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 87.34%; 2023 წელი - რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 86.37%;

19 აპრილი 2024, 12:58

რეგიონი

ComCom-მა ზუგდიდსა და აბაშაში 300-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე 25 სემინარი ჩაატარა და 300-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა.

19 აპრილი 2024, 12:54

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

19 აპრილი 2024, 12:52

სამართალი

სუსი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა.

19 აპრილი 2024, 12:47

სამართალი

სუსი: 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად განაგრძობდა კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით - შედეგად, დაკავებული იყო და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

19 აპრილი 2024, 12:46

სამართალი

სუსი: 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა

2023 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:45

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის

ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

19 აპრილი 2024, 12:44

სამართალი

სუსი: 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების თვალსაზრისით 2023 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.

19 აპრილი 2024, 12:43

საზოგადოება

ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 12:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:40

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

19 აპრილი 2024, 12:39

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:39

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:35

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების ისე, აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საპარლამენტო ორგანოში სიტყვით გამოსვლა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება, ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში 40 პირი დააკავეს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 12:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიული იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოების რეჟიმი

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დაწესებული უსაფრთხოების ზომების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის შეკითხვას.

19 აპრილი 2024, 12:28

მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკს კიევში ვიზიტის დროს საათნახევრის განმავლობაში ბომბებისგან თავშესაფარში ყოფნა მოუწია

გერმანიის ვიცე-კანცლერს, ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკს კიევში ვიზიტის დროს საათნახევრის განმავლობაში ბომბებისგან თავშესაფარში ყოფნა მოუწია. ამის შესახებ DPA იტყობინება.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2024, 12:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი

ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.

19 აპრილი 2024, 12:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ​​​​​​​უახლოეს დღეებში

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.