20 მარტი 2022, 13:04 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, საქართველოს არც ჰუმანიტარულ და არც პოლიტიკური ხასიათის მხარში დგომისგან უკან არ დაუხევია, როგორც ამბობენ, უკრაინაში მებრძოლი უცხოელებიდან ყველაზე მეტი სწორედ ქართველია. სამწუხაროა, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში უმადურად იქცევა, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავე ქართველ პოლიტიკოსებს არათუ არ გადმოსცემს ქართულ მხარეს, არამედ დემონსტრაციულად ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე, ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ავითარებს ქართული ოპოზიციის ნარატივს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინაში მოკალათებული დამნაშავე ქართველი პოლიტიკოსები ჰპირდებიან უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობისა და „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის დასუსტებას.

„ყველაფერი ფასდება შედეგებით.

ყოველდღე გვესმის მოწოდებები და შეფასებები: „უკრაინა გმირულად ებრძვის აგრესორს! უკრაინელებმა პატრიოტიზმის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს! უკრაინა იმარჯვებს, რუსეთის დეზორგანიზებული არმია მარცხდება! ზელენსკი გმირია! Слава Украине, Героям Слава!“ ამ ინფორმაციებსა და სიუჟეტებს უხვად გვაწვდიან ტელე თუ სოციალური მედია-საშუალებები.
ნებისმიერი ომის დროს მხარეები მოვლენებს ცალმხრივად აშუქებენ და ყველაზე მეტ ტყუილს ამბობენ, რათა ხალხში შეინარჩუნონ საბრძოლო განწყობა.

ომის დასრულებისას (როდესაც რეალური შედეგი დადგება) გამოჩნდება, თუ ვინ რა დოზით ავრცელებდა სიცრუეს ომის მიმდინარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ შეფასდება, თუ რამდენად სწორი იყო მხარეების მიერ არჩეული სტრატეგია და ტაქტიკა.

ისიც ფაქტია, რომ ყველა ომი ბოლოს ზავით მთავრდება, ხოლო მასში ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს, რადგან ფრედ დამთავრებული ომი ჯერ ისტორიას არ ახსოვს. შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომს არ ჰყავდეს აბსოლუტური გამარჯვებული და აბსოლუტური დამარცხებული (როგორც მეორე მსოფლიო ომში მოხდა), მაგრამ ცხადი გახდება, რომელი მხარე რას მიიღებს (ან დაკარგავს) იმასთან შედარებით, რაც მათ ომის დაწყებამდე, ანუ 2022 წლის 24 თებერვლამდე ჰქონდათ. წერილის დასაწყისში ნახსენები უკრაინისა და მისი ხელისუფლების განმადიდებელი ლოზუნგები იქცევა რეალობად, თუ ომის შედეგად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ასე მოხდება მაშინაც, თუ ომამდელი სტატუსკვო შენარჩუნდება, ყირიმი და ე.წ. „ლნრ“ და „დნრ“რუსეთის მფლობელობაშიომამდელ მასშტაბებში დარჩება. სამართლიანად ჩაითვლება, რომ უკრაინამ მოიგერია რუსეთის თავდასხმა და ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ახალი ტერიტორიების დაპყრობა.

მაგრამ თუ რუსეთმა დაიკავა ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, ხარკოვი, ოდესა, მარიოპული (შესაძლოა კიევიც), ან თუნდაც მხოლოდ დონბასის ადმინისტრაციულ ერთეულებზე სრულად გაავრცელა თავისი გავლენა (მანამდე რუსეთი დონბასის ადმინისტრაციული საზღვრის მხოლოდ 30%-ს ფლობდა), ბუნებრივად დადგება კითხვა: რანაირი გმირები არიან ზელენსკი და მისი ხელისუფლება, თუ ათი ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის, ამდენივე სამხედროს სიცოცხლის და მთელი უკრაინის დანგრევის ფასად დათანხმდა ნეიტრალიტეტზე და უარი თქვა ნატოზე? ეს ხომ ამხელა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშეც შეეძლო?

ხელისუფლების სიბრძნე და სიძლიერე იმაშია, რამდენად შეძლებს საქვეყნო საქმის კეთებას ისე, რომ ნგრევა, მსხვერპლი და უბედურება ააცილოს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობთ, საბოლოო შედეგის დადგომამდე ნაადრევია უკრაინის ხელისუფლების განდიდებაც და გაკრიტიკებაც. ამ ეტაპზე შეიძლება შეაქო ხალხისა და მათი ლიდერების მებრძოლი სული, შეუდრეკელობა და ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ ხელისუფლების მიერ შერჩეული სტრატეგიისა და ტაქტიკის საბოლოო შეფასება მხოლოდ შედეგების მიხედვით მოხდება.

ერთი, რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, საქართველოს არც ჰუმანიტარულ და არც პოლიტიკური ხასიათის მხარში დგომისგან უკან არ დაუხევია, როგორც ამბობენ, უკრაინაში მებრძოლი უცხოელებიდან ყველაზე მეტი სწორედ ქართველია, სამწუხაროა, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში უმადურად იქცევა, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავე ქართველ პოლიტიკოსებს არათუ არ გადმოსცემს ქართულ მხარეს, არამედ დემონსტრაციულად ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე, ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ავითარებს ქართული ოპოზიციის ნარატივს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.

სავარაუდოდ, უკრაინაში მოკალათებული დამნაშავე ქართველი პოლიტიკოსები პირდებიან უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობისა და ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის დასუსტებას. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ ასეთი და მსგავსი ინტერესები ამოძრავებს, როდესაც თითქმის აშკარად ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში.
თუმცა, ამ პრობლემის დეტალური განხილვა და შეფასებაც ალბათ ომის დამთავრების შემდეგ იქნება უპრიანი“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

30 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.

თენგიზ შარმანაშვილი

30 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.

30 აგვისტო 2026, 14:09

რეგიონი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.

დავით ჩხეიძე

30 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

30 აგვისტო 2026, 13:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.