დავით ზალკალიანი: 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე
დავით ზალკალიანი
ფოტო: Facebook
მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, რადგანაც მოგეხსენებათ, საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს. როგორც პრემიერმა მოგახსენათ, წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევებით აღსავსე, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ზალკალიანმა მისი მინისტრობის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე და მიღწევებზე ისაუბრა.
„დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი. მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელმა გამომიცხადა მე ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. მე მეამაყება რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც იყო მკაფიოდ გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მე მეამაყება ასევე, რომ პრემიერთან ერთად მიღებული მაქვს მონაწილეობა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო, ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას ერთიანობა.
ასევე მადლობა მინდა გითხრათ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ უკვე ახალ პოზიციაზე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე პირობას გაძლევთ, რომ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემ საქმეს, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენი აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა, “ - განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 19:59
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები - „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ - ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
15 ივლისი 2026, 19:50
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:31
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის
ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კირ სტარმერთან დაკავშირებით.
15 ივლისი 2026, 19:19
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის სესიაზე დაადასტურა, რომ ტოვებს პოსტს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.
15 ივლისი 2026, 19:00
მსოფლიო
მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროპაში „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 18:54
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით
ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადეკვატურად არის მათ მიერ გაგებული. - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
15 ივლისი 2026, 18:36
მსოფლიო
ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საფრანგეთის მემარჯვენე ძალების ლიდერს თავისი თითქმის ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - წერს გამოცემა POLITICO.
15 ივლისი 2026, 18:33
სამართალი
პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 18:28
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შანხაი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი
შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის შემოსვლას, რომელიც შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას.
15 ივლისი 2026, 18:25
საზოგადოება
გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
15 ივლისი 2026, 18:19
საზოგადოება
შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა შიო მესამემ.
15 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს
ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
15 ივლისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები
ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
15 ივლისი 2026, 18:06
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.
15 ივლისი 2026, 18:03
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას
დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შანხაიდან პირველი რეისი დაეშვება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის როგორც ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, შესაბამისად ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
15 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
15 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ეუთოზე: როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე, რა დასკვნაც გააკეთე 2024 წლის შემდეგ, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის
როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე 2024 წლის შემდეგ რა დასკვნაც გააკეთე, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
15 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში
ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.


