06 აპრილი 2022, 14:55 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე


საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად’’ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შესაბამისი სამსახურების მიერ გავრცელდა სრულიად გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რასაც დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ არსებობს.

„ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ!

ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში.

გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს მიმართ.

სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ.

ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დაცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული.

ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია. ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას.

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.

23 აგვისტო 2026, 17:50

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტო 2026, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 17:32

მსოფლიო

ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

23 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

23 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

23 აგვისტო 2026, 17:12

თემა

რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?

წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?

23 აგვისტო 2026, 17:11

რეგიონი

ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.

23 აგვისტო 2026, 17:09

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.

23 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს

„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.

23 აგვისტო 2026, 14:37

მსოფლიო

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.

მოჰსენ რეზაი

23 აგვისტო 2026, 14:36

მსოფლიო

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.

23 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

23 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კალანდარიშვილი

23 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული

პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

დავით მათიკაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.