08 აპრილი 2022, 09:27 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი: როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ უცხო ქვეყანას, სულ მცირე, ხელში უნდა გეჭიროს მტკიცებულებები - რაც არ მომხდარა ის ბუნებაში ვერ იარსებებს

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

უკრაინის მხარის ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელშესახები ფაქტი, შედეგი, მტკიცებულება და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა, ბუნებაში ვერ იარსებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყება - დაზვერვის სამსახური ასეთ განცხადებას აკეთებს, პირველ რიგში, თუ რაიმე დანაშაულს აქვს ადგილი, უშიშროების შესაბამის სამსახურებს შორის სხვა ფორმით, სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს კომუნიკაცია და ეს არ ხდება საჯარო განცხადებებით, რომელიც უკვე პოლიტიკური განცხადებაა.

„უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის სოლიდარულები ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში როგორც პოლიტიკურ, ისე ჰუმანიტარულ დონეზე ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მხარდასაჭერად და დასახმარებლად. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იგივე ელჩის გაწვევა და სხვა, ყოველთვის თავს ვიკავებდით პოზიციის დაფიქსირებისგან, იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის, რა ვითარებაში იმყოფება უკრაინა და მისი ხელისუფლება.
რაც შეეხება რბილად ვიტყვი, ბინძურ ბრალდებას, ტყუილს, ამას ჩვენ ვერ გავატარებთ და ვაფიქსირებთ პოზიციას - როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყება - დაზვერვის სამსახური ასეთ განცხადებას აკეთებს, პირველ რიგში ალბათ ყველას კარგად ესმის, რომ თუ რაიმე დანაშაულს აქვს ადგილი, ან ამის პრევენცია გვინდა, უშიშროების შესაბამის სამსახურებს შორის სხვა ფორმით, სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს კომუნიკაცია და ეს არ ხდება საჯარო განცხადებებით, რომელიც უკვე პოლიტიკური განცხადებაა.
მეორე - როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ უცხო ქვეყანას, სულ მცირე, ხელში უნდა გეჭიროს ფაქტები, მტკიცებულებები, რომლის გამოქვეყყნების საშუალებაც უნდა გქონდეს, ან თუ არ გინდა რომ გამოაქვეყნო საჯაროდ, სულ მცირე წარუდგინო უშიშროების შესაბამის სამსახურს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომელმაც მიმართა მის პარტნიორ უწყებას უკრაინაში. ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი ხელშესახები აქტი, შედეგი, მტკიცებულება და ვერც იქნება, ვინაიდან რაც არ მომხდარა ის ბუნებაში ვერ იარსებებს.
როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, ძალიან ლოგიკური და მარტივია, ხელში უნდა გეჭიროს მტკიცებულება, რომ მყისიერად დადო და დაანახო მთელ მსოფლიოს. ეს ხომ არ არის მიმართული მარტო საქართველოსადმი, ეს ჰიბრიდული ომის ერთერთი ნაწილია და ჰიბრიდული ომის ერთერთი ნაწილი ასევე არის ძალიან რთული, მძიმე და ბინძური და პროპაგანდისტული ომი, რაც მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
ამის მიზანი და ამოცანაა, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალში, რომელიც გადართულია შეაჩეროს ეს აგრესია, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, რომლის ერთერთი ძალიან აქტიური მონაწილე საქართველოა და მე შემიძლია ძალიან ბევრი ფაქტი ჩამოვთვალო, თუ რა წვლილი შეიტანა საქართველომ ამ პროცესში, მათ თვალში მოხდეს გაშავება, რომ თითქოს საქართველო არის პუტინის შავი ხვრელი, ცდილობენ გააჩინონ, რომ ეს იყოს არალეგალური ტვირთების სატრანზიტო ზონა, ასეთი ბინძური ბრალდება, ეს არის მთელი ამ ამბის ამოცანა, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვუპირისპირებთ სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს, მთავარი რაც არის, ამას ძალიან კარგად ხედავენ და ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები.
ძალიან მარტივია, ფაქტი, მტკიცებულება დადო იმ ბრალდების, რომელიც წაგვიყენე და დამთავრდება ეს ყველაფერი. მე მგონი საზოგადოებას პირიქით, უჩნდება ეჭვი, რაც დღეები გადის და ასეთი ფაქტები და მტკიცებულებები არ ჩანს და არის მხოლოდ და მხოლოდ დუმილი, სწორედ ამის ანალიზის საფუძველზე, დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და მე პრაქტიკულად დარწმუნებულიც ვარ, რომ რიგი უწყებები, რიგი სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები უკრაინის, სულ მცირე, შეცდომაში არიან შეყვანილი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

გია აბაშიძე

22 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 12:09

საზოგადოება

დედაენის ბაღში ეროვული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

22 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 12:06

რეგიონი

ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.

22 სექტემბერი 2026, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

22 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 11:43

მსოფლიო

ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა

სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.

22 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს

მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თორნიკე ჭეიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება

ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ

„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.

22 სექტემბერი 2026, 11:12

მსოფლიო

დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ

დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.

22 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო

პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.

22 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.

22 სექტემბერი 2026, 11:00

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. დარტყმა დნიპროვსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დარნიცკის რაიონში კი კერძო სახლის ტერიტორიაზე. დაშავდა 4 ადამიანი. მანამდე ოკუპანტებმა მასშტაბური იერიშები უკრაინის სამრეწველო რეგიონებზე მიიტანეს.

22 სექტემბერი 2026, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში დევნილი ოჯახების განსახლებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.