08 აპრილი 2022, 17:03 / სანდო წყარო

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „ტურიზმის შესახებ“ კანონპროქტზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, წინანდალში, ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ასოციაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ორი დღის განმავლობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ მსჯელობა გაიმართა, რომელიც 6 ძირითად თემას მოიცავს:

1. ტურისტული გიდები;

2. ტურისტული საქმიანობის რეგისტრაცია;

3. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ტურიზმის კანონით სამოგზაურო პაკეტისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ დირექტივა და მისი ასახვა კანონპროექტში;

4. მაღალი რისკის ტურისტული საქმიანობების რეგულირება;

5. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO);

6. ტურიზმის ცალკეული სახეობების (მიმართულებების) რეგულირების მიზანშეწონილობა;

„ტურიზმის შესახებ მოქმედი კანონი ვერ აკმაყოფილებს სექტორში არსებულ გამოწვევებს. ახლა მიმდინარეობს კანონის ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროპის კანონმდებლობასთან. ასევე, არის გამოწვევები ბიზნესის უფრო სტაბილურად განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისთვის, მაქსიმალურად იყოს დაცული ტურისტის უსაფრთხოების კომპონენტი და აგრეთვე, კერძო სექტორი და ბიზნესის ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. შესაძლებლობა ჰქონდეს სექტორს განვითარდეს სტაბილურად და ყველა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებით, რომლის გამოწვევაც დღეს ბაზარზე არსებობს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის შესახებ კანონის პროექტის განახლებაზე და დახვეწაზე ფართო ჩართულობით მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ ტურიზმის კერძო სექტორი ისე, რომ არ მოხდეს დარგში მკაცრი ჩარევა და რეგულირება. ამავე დროს, შემოვიტანოთ მეტი ევროპული სტანდარტი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც იქნება ხელშემწყობი დარგის გაძლიერებისთვის. ასევე, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სერვისის გაუმჯობესებას, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების უფლებების დაცვას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის სფეროს კერძო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 12:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

27 აგვისტო 2026, 12:06

საზოგადოება

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.

27 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:49

კულტურა

„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.

ლევან ზაუტაშვილი

27 აგვისტო 2026, 11:49

საზოგადოება

ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ

ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.

27 აგვისტო 2026, 11:47

საზოგადოება

გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:42

ტაბლოიდი

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅

ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.

ილია ჯალაღონია

27 აგვისტო 2026, 11:41

პოლიტიკა

ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში

ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.

27 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პლატონ კალმახელიძე

27 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად

კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

27 აგვისტო 2026, 11:28

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რუპერტ გრინტი

27 აგვისტო 2026, 11:23

კულტურა

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.

27 აგვისტო 2026, 11:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:05

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 10:56

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 10:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 10:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.