ნანა კაკაბაძე: ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის ხელისუფლებას აზერბაიჯანისაც ესმის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილისაც, საქართველოდან კი ელჩსაც გაიწვევს და დასავლეთსაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Imedi.ge
ჩვენ წლებია ვუძლებთ 2008 წლიდან დაწყებულ ომს, მაგრამ ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის უკრაინულ ხელისუფლებას აზერბაიჯანისაც ესმის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილისაც, რომ რუსეთს მათ ქვეყნებზე თავდასხმის საბაბი არ მისცეს, მაგრამ მაინც ყველასი მადლობელია, აი, საქართველოდან კი ელჩსაც გაიწვევს, თავშიც წამოგვარტყამს და დასავლეთსაც ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ“, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რათა თავიდან აირიდოს მეორე ფრონტიც, აქაური და იქაური ნაცების და განაცებული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული „პრორუსულობის“ იარლიყის მიწებებაც, ასევე უკრაინას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს სოლიდარობა. აქვე, ნანა კაკაბაძე ოპოზიციური მედიით გავრცელებულ ჩანაწერაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცებისთვის და აქაური და იქაური ნაც-პოლიტიკანებისთვის ყველაფერი ნათელია - ბიძინა რუსი ოლიგარქი და საქართველოს მტერია, ის ქვეყანას ბნელ მხარეს (რუსეთისკენ) მიაქანებს, „პუტინის ტყვეს“ არ ათავისუფლებს და ყველა ქართველი პატრიოტის ვალია მის მოსაშორებლად ყველაფერი გააკეთოს“.
„ზელენსკიმაც დაგვიბარა... ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის გარემოებები, რომელთა გამოც, აზერბაიჯანი უკრაინას იარაღს ვერ აწვდის, მაგრამ ხაზს უსვამს ამ ქვეყნიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას. არახამია მოითხოვს, რომ ევროპამ და აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. მეორე დღეს ფეისბუკით ვრცელდება ორი პირის სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი. ნაცების ცრუ მედიის მტკიცებით, ივანიშვილი ესაუბრება ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქს და ჰპირდება, რომ მის წარმომადგენელს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეახვედრებს. (ამბობენ, ესეც გია ლორთქიფანიძის „ინტელექტუალური“ თვითშემოქმედებააო) ნათელაშვილი იქვე ბეჭედს უსვამს და აცხადებს - ჩანაწერში სწორედ ბიძინას ხმააო. მოკლედ, ნაცებისთვის და აქაური და იქაური ნაც-პოლიტიკანებისთვის ყველაფერი ნათელია - ბიძინა რუსი ოლიგარქი და საქართველოს მტერია, ის ქვეყანას ბნელ მხარეს (რუსეთისკენ) მიაქანებს, „პუტინის ტყვეს“ არ ათავისუფლებს და ყველა ქართველი პატრიოტის ვალია მის მოსაშორებლად ყველაფერი გააკეთოს. „მოშორებაში“ იგულისხმება - პოლიტიკური, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკვლელობაც („ერთ მილიონს გადავუხდი ბიძინას მკვლელ სნაიპერს“ - თემურ ალასანია). თუმცა, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც ყველაფერი ნათელია - საქართველო პირველია უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობით. საქართველომ მიიღო, დააბინავა, მზრუნველობს და უფასო სერვისებს სთავაზობს უკრაინელ ლტოლვილებს. საქართველო ყველა გადაწყვეტილებით, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, დგას უკრაინის გვერდით. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თბილისიდან 30 კილომეტრში დგას რუსის ჯარი და რუსული ტანკები. ჩვენ წლებია ვუძლებთ 2008 წლიდან დაწყებულ ომს, მაგრამ ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის უკრაინულ ხელისუფლებას აზერბაიჯანისაც ესმის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილისაც, რომ რუსეთს მათ ქვეყნებზე თავდასხმის საბაბი არ მისცეს, მაგრამ მაინც ყველასი მადლობელია, აი, საქართველოდან კი ელჩსაც გაიწვევს, თავშიც წამოგვარტყამს და დასავლეთსაც ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამ სახით უკრაინის დახმარებაზე. აშკარაა, მიზანიც- საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ (მაგალითად ელჩი გამოიწვიოს, რასაც საქართველოს მიმართ მათი მტრული მოქმედების ლოგიკა მოითხოვს) და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამოააშკარაოს „პრორუსულობა“. რაც მეტ სტიმულს მისცემს დასავლეთს, ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების დამხობას და ნაციონალური რევანშისათვის პირობების შექმნას. ამიტომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რათა თავიდან აირიდოს მეორე ფრონტიც, აქაური და იქაური ნაცების და განაცებული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული „პრორუსულობის“ იარლიყის მიწებებაც. ასევე უკრაინას და მთელ მსოფლიოსაც დაუმტკიცოს სოლიდარობა. ეს ძალიან ძნელი საქმეა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაზე გავეშებული ნაცები და მათი სატელიტები, ძალაუფლებისკენ ავადმყოფური ლტოლვით შეპყრობილნი, ომის უბედურებებით მანიპულირებენ. ტვინების გამორეცხვის მიზნით, არანაირ ბინძურ და სამარცხვინო მეთოდებზე უარს არ ამბობენ“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.


