10 მაისი 2022, 14:37 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა, მათი აზრით, რა ბერკეტი არსებობს ამისთვის? ეს არის შანტაჟი

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინაში არსებული მეხუთე კოლონა მათი „დამკვეთის“ დავალებით ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ომი არის „ერთადერთი სწორი გზა“ ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გნაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, არსებობს დამკვეთი ძალა, რომელსაც უნდა ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ამ ძალაში, არ გულისხმობს საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ძალებს.

„სამწუხაროდ, არსებობს დამკვეთი ძალა, რომელსაც უნდა ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ამ ძალაში, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ძალებს. ამ „დამკვეთი ძალისთვის“ მეორე ფრონტი არის აუცილებელი, რათა მოხდეს კონფლიქტის გლობალიზება, რადგან როგორც ჩანს, ვერ მოხდა რუსეთის იმ დონეზე საერთაშორისო იზოლირება, როგორც ჩაფიქრებული იყო. ამიტომ ამ „დამკვეთ ძალას“ ჭირდება მიძინებული კონფლიქტების გაღვიძება და შესაბამისად, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში. ეს გარემოება აღნიშნულ „დამკვეთ ძალას“ მისცემს შესაძლებლობას, რუსეთი მაქსიმალურად წარმოაჩინოს გლობალურ საფრთხედ.
რას ნიშნავს მეორე ფრონტი?
მეორე ფრონტი ამ „დამკვეთი ძალისთვის“ არის რუსეთის კიდევ უფრო ფართო იზოლაციის საშუალება, ხოლო საქართველოსთვის ეს ნიშნავს განადგურებულ ქვეყანას.
ომის დაწყებისთანავე ჩვენ გავიაზრეთ ეს რისკები, აქედან გამომდინარე დავაზღვიეთ საკუთარი თავი და საქართველო იმ რეალური საშიშროებისაგან, რაც წარმოიშვა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. ცხადია, რომ გონივრული ნაბიჯების შემდეგ, გაძლიერდა ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და მის ხელისუფლებაზე.
განვლილმა ორმა თვემ აჩვენა, რომ ომის საფრთხე იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე ეს წარმოგვედგინა საომარი მოქმედებების დაწყების წინ. არადა, საქართველოს მოსახლეობას აქვს მტკიცე შინაგანი რწმენა, რომ მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ საფუძველს.
საქართველოს ომში ჩათრევის მსურველთა გარეგანმა ზეწოლამ შედეგი ვერ გამოიღო, შესაბამისად ამ ძალების მოქმედებები კიდევ უფრო მკაფიო და აგრესიული გახდა.
დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინაში არსებული მეხუთე კოლონა მათი „დამკვეთის“ დავალებით ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ომი არის „ერთადერთი სწორი გზა“ ჩვენი ქვეყნისთვის.
ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა.
მათი აზრით, რა ბერკეტი არსებობს ამისთვის?
ეს არის შანტაჟი, რადგან „დამკვეთ ძალას“ მიაჩნია, რომ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსური ზეწოლაა. ჩემთვის ამის დასტურია შვეიცარიული ბანკის მიერ, შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციისთვის უმძიმესი ზიანის მიყენების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი კუთვნილი თანხების გადარიცხვის შეფერხება.
ვინ არის ეს „დამკვეთი ძალა“? ამას, ალბათ, დიდი ფიქრი არ ჭირდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც პროცესების კოორდინაციის ამხელა რესურსი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებია.
ამ დროს კი, მათ არ იციან, რომ ქართველი ადამიანისთვის - ბიძინა ივანიშვილისთვის უმთავრესი არის სამშობლოს სიყვარული და ამას ვერანაირი ფინანსური და სხვა რაიმე სახის ზეწოლა ვერ მოერევა“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 22:03

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრა გამართა. გოლის გატანა ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა შანსი, თუმცა მის მიერ დარტყმული პენალტი ირლანდიის ნაკრების მეკარემ მოიგერია.

25 სექტემბერი 2026, 21:47

კულტურა

„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.

25 სექტემბერი 2026, 21:44

საზოგადოება

პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მაქსიმ რიჟენკოვი მაკა ბოჭორიშვილი

25 სექტემბერი 2026, 21:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.

25 სექტემბერი 2026, 21:30

საზოგადოება

„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

25 სექტემბერი 2026, 21:05

რეგიონი

სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.

25 სექტემბერი 2026, 21:05

სამართალი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

25 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ნანული გუგუნავა

25 სექტემბერი 2026, 20:52

საზოგადოება

ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.

25 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.

ნიკა გვარამია

25 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

ოპოზიცია შერიგების პოლიტიკის წინააღმდეგ - ნიკა გვარამიას უცვლელი რიტორიკა, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როცა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებსა და შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს, ნიკა გვარამია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციონერის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.

ანა წითლიძე

25 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

დეზინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები ისევ მტკიცებულებების გარეშე და მიღებული ახალი დავალება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ნარკორეალიზატორების მფარველობასა და სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.

25 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - ასე ფასდება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე.

25 სექტემბერი 2026, 20:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეაზე და შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიჟეტი

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობის გრძელვადიანი მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მიმართვა აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რეგიონული უსაფრთხოება და შუა დერეფანი, ეკონომიკური ზრდა, მულტილატერალიზმი და საერთაშორისო თანამშრომლობა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული პარტნიორობა - ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებზე, თითქმის ათ წუთიან გამოსვლაში ისაუბრა.

25 სექტემბერი 2026, 20:20

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა.

25 სექტემბერი 2026, 20:10

სპორტი

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 7500 ბავშვი ესწრება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს. გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.

გიორგი გამსახურდია

25 სექტემბერი 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად. რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად

„აი ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად. რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო. ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად. გავიგე, რომ გამწარებულია ქალბატონი ეთერი, მისი მეუღლე მზიას პატიმრობით, მაგრამ ამის გამო ქვეყანას არ უნდა ავნო," - წერს გიორგი გამსახურდია.

25 სექტემბერი 2026, 20:03

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს

გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს. ახალი ფორმატის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს 10 დღის განმავლობაში 4 თამაშის ჩატარება მოუწევს.

25 სექტემბერი 2026, 19:26

სპორტი

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, ხარებაშვილი, კვერნაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.