imedi /  11 მაისი 2022, 18:55 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა

გორდან გრილიჩ-რადმანი და ილია დარჩიაშვილი

გორდან გრილიჩ-რადმანი და ილია დარჩიაშვილი

ISIS-გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ-რადმანის შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ მხრივ ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ხორვატიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მრავალწლიან ძალისხმევას და მიღწეულ პროგრესს როგორც სექტორული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა ქართველი ხალხის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო გამოწვევას და აღნიშნეს რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რაც შესაბამის გადაწყვეტილებაში უნდა გამოიხატოს წევრობაზე განაცხადის განხილვის პროცესში.

აღინიშნა ხორვატიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რაც არსებობს ურთიერთობების გასაღრმავებლად როგორც ვაჭრობის, ეკონომიკის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში.

მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მიიწვია.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე
 ფერიდუნ სინირლიოღლუ

17 აპრილი 2026, 17:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 17:54

მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა აშშ მის ბლოკადას არ მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიუხედავად, ამერიკის მიერ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი - იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.

17 აპრილი 2026, 17:50

სამართალი

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მსჯავრდებულის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და დიდი ალბათობით, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ“.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის

დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.

17 აპრილი 2026, 17:41

რეგიონი

სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. მათ შორის, 5 ბავშვია.

 გიორგი მარგებაძე

17 აპრილი 2026, 17:34

ეკონომიკა

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი: ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

17 აპრილი 2026, 17:30

პოლიტიკა

განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი მაგისტრის დიპლომთან იქნება გათანაბრებული

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

თინათინ რუხაძე

17 აპრილი 2026, 17:26

კულტურა

პარიზში, „გრან პალეში“, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. წელს ქართული სტენდის სლოგანია „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“.

17 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 17:18

მსოფლიო

ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ლაშა შავდათუაშვილი

17 აპრილი 2026, 17:16

სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

მარიამ ჩახვაშვილი

17 აპრილი 2026, 17:11

ეკონომიკა

Galt & Taggart-ის წარმომადგენელი: ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია

ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

დავით ნარმანია

17 აპრილი 2026, 17:03

ეკონომიკა

დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.

17 აპრილი 2026, 17:02

საზოგადოება

თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან. სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

17 აპრილი 2026, 16:59

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამური რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის გაიხსნა.

მაია მელიქიძე

17 აპრილი 2026, 16:59

ეკონომიკა

მაია მელიქიძე: ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება, - განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, რომელიც დღეს ეკონომიკური ფორუმის მორიგ დისკუსიას ესწრებოდა.

17 აპრილი 2026, 16:58

საზოგადოება

ვეტერინართა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული პროტოკოლი შემუშავდება

საბჭოს წევრების შეფასებით, ქირურგიული პროტოკოლის შემუშავება ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ახალი რეგულაციის მიხედვით, პრაქტიკოსი ვეტერინარები ვალდებული იქნებიან ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებამდე დაიცვან პროტოკოლით განსაზღვრული პროცედურები.