ჯენსენი: ბორდერიზაციას რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დისკრედიტაციისთვის იყენებს
დონალდ ჯენსენი
ფოტო: ამერიკის ხმა
ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი დონალდ ჯენსენი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი პოლიტიკაზე საუბრობს. მისი თქმით, კრემლი საქართველოში "ბორდერიზაციის" პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტის დისკრედიტაციისთვის იყენებს და ქმნის შეხედულებას, რომ მთავრობას საკუთარი ქვეყნის საზღვრების კონტროლი არ შეუძლია.
"რუსები საზღვრებს სწევენ იმიტომ, რომ ეს შეუძლიათ. რუსეთი საკუთარ თავს აღმავალ სახელმწიფოდ ხედავს და საკუთარ პერიფერიებში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. ისინი საქართველოს არ დაიპყრობენ, მაგრამ სამიზნეების ასე კონკრეტულად შერჩევას გააგრძელებენ. თან, მათ არავინ აჩერებს და რატომ არ გააკეთებენ იმას, რაც სურთ?! საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ისინი ქმნიან შეხედულებას, რომ მთავრობას საკუთარი ქვეყნის საზღვრების კონტროლი არ შეუძლია. საზღვრები კი მოგეხსენებათ, სუვერენიტეტის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია. ამით რუსები საქართველოს სუვერენიტეტის დისკრედიტაციას აკეთებენ. არ მგონია რუსეთი საბჭოთა კავშირის შექმნას ცდილობდეს. მათ გავლენის განმტკიცება სურთ“, - განაცხადა დონალდ ჯენსენმა.
მისივე თქმით, ეს მოქმედებები რუსულ ელიტას შეხედულებას უმყარებს, რომ რუსეთი დიადი სახელმწიფოა.
ამასთან, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსები ე.წ. საზღვრის ცოტა-ცოტათი გადმოწევით, ტერიტორიასაც ზრდიან და ახალ ფაქტებსაც ადგენ.
"საზღვრის ცოტა-ცოტათი გადმოწევით, ტერიტორიასაც ზრდიან და ახალ ფაქტებსაც ადგენ. არ აქვს მნიშვნველობა იმას, თუ რას ამბობენ ერთნიკურ, ისტორიულ, კარტოგრაფიულ თუ სხვა სახის დაყოფაზე. მთავარი ისეაა, რომ ახალი ფაქტების შემქნის შემდეგ ძალიან რთული იქნება მათი ამ ადგილიდან გაყვანა."- განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა.
კითხვაზე, რუსეთ-საქართველოს ომიდან რა ისწავლა დასავლეთმა, დონალდ ჯენსენი ამბობს, რომ ვერაფერი.
„ რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთმა ვფიქრობ ბევრი ვერაფერი ისწავლა. პუტინის მიუნხენის სიტყვის შემდეგ, დასავლეთს წესით უნდა დაენახა, რომ რუსეთი აგრესიული სახელმწიფო ხდებოდა. 9 წლის წინ რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგაც, დასავლეთს წესით უნდა დაენახა რუსეთის მტრული დამოკიდებულება. მაგრამ ეს არ მოხდა, რაც კარგი მაგალითია იმის, რომ დასავლეთის ყურადღება მოდუნებული იყო. 2-3 წელი დავკარგეთ იმის დადგენაზე, თუ ვინ მოადინა კრემლის რეაგირების პროვოცირება. ამის შემდეგ გვქონდა „გადატვირთვა“ რუსეთთან, რაც ამ გადმოსახედიდან გულუბრყვილოდ ჩანს. დასავლეთმა ვერაფერი ისწავლა, რუსეთმა კი რეგიონში გავლენა გაზარდა“, - განაცხადა დონალდ ჯენსენმა.
ამერიკელი პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთმა დასავლეთისგან განსხვავებით ბევრი რამ ისწავლა.
„რუსეთმა ბევრი რამ ისწავლა, როგორც კარგი, ასევე ცუდი. უარყოფითი ის იყო, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ გამოჩნდა სისუსტეები რუსეთის არმიის საქმიანობაში. სწორედ საქართველოში მიღებული გამოცდილების საფუძველზე გააუმჯობესეს მათ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში გაცილებით ეფექტურად გამოიყენეს. მეორე თემა რუსეთის რბილი ძალა და საინფორმაციო ომია, რომელიც აგვისტოს ომის დროს არაეფექტურად გამოიყენეს. ომის შემდეგ ამას მიხვდნენ და მეთოდები დახვეწეს. დღეს, მოგეხსენებათ, საინფორმაციო ომი მათი სამხედრო დოქტრინის ნაწილია. რუსეთმა ეს ორი სისუსტე საქართველოსთან ომში დააფიქსირა და მოგვიანებით ისინი გამოასწორა. დასავლეთს ამ ომიდან ბევრი არაფერი უსწავლია.
რუსეთმა ისიც ისწავლა, რომ ევროპის დაყოფა შესაძლებელია და რომ დაყოფილი ევროპის მანიპულირება გაცილებით ადვილია. სარკოზის შეთანხმება დაყოფილი დასავლეთის მაგალითია. საქართველოს მაგალითს რუსეთის მოდელად იყენებს სხვა ბევრ საკითხში“, - განაცხადა დონალდ ჯენსენმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
29 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.
29 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს
რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.
29 აგვისტო 2026, 09:30
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.
29 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა
უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 01:30
მსოფლიო
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
29 აგვისტო 2026, 01:14
მსოფლიო
ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის
ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.
29 აგვისტო 2026, 00:55
რეგიონი
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.


