დავით სონღულაშვილი: საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი ინსტიტუციით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის
დავით სონღულაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი ინსტიტუციით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მეტი მიმზიდველობისთვის, როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორებისა და ბიზნეს სექტორისთვის. ეს პროცესი შეუქცევადი და მზარდია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გაძლიერების წინაპირობაა, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის გამოსვლისას.
თანამომხსენებელს, დავით სონღულაშვილის განცხადებით ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ამის მაგალითად სამაჟორიტარო ოლქის მაგალითები დაასახელა: ეს არის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის 15 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის დაგეგმილი რეაბილიტაცია, გურჯაანის დასრულებული შემოვლითი გზა და ბაკურციხე-წნორისა და თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობები, ველისციხის ურბანული განახლების პროექტი და ა. შ.
„აქვე აღვნიშნავ, ქვეშეთი-კობის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი პროექტია და რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის როგორც სატრანსპორტო მიმართულებით განვითარებას, ასევე - ტურიზმის ზრდას,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივით მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს აძლევს მუნიციპალიტეტებს და მეწარმეებსაც ბიძგს აძლევს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.
„რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მისი რეგიონების მდგრად განვითარებაზეც და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რაც მიიღწევა რეგიონების ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. ამ ნაწილში არ შემიძლია არ გამოვყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობებთან დაკავშირებული პროექტების წარმატებით განხორციელება, რომელიც 2025 წლისთვის დასრულდება და შედეგად, ყველა ქალაქს წყლის პრობლემა აღარ ექნება“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი სკოლების მშენებლობა-განახლებაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ყველა რეგიონია ჩართული და ეტაპობრივად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. თანამომხსენებელმა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და „2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საპილოტე რეგიონებში ძირითადი ინფრასტრუქტურული უთანაბრობების შემცირებას. დეპუტატის განცხადებით პროგრამა ემყარება ევროკავშირის რეგიონების განვითარების პოლიტიკას და ხელს უწყობს ადგილობრივად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას სწრაფი განვითარებისთვის.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარება“, რომელიც მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის მეტ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, განავითარებს ვაჭრობასა და ტურიზმს. საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს, ამიტომაც მსგავს პროექტებზე მუშაობა ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების დაბალანსებულ განვითარებას და ურბანულ განახლებას, ქვეყანაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნასა და ინვესტიციების ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისი თქმით, კომიტეტი აქტიურად ადევნებს თვალს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიმდინარეობას და ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ათვისების მდგომარეობას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენებისას.
„ამ მიმართულებით მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, საქართველოს მთავრობის მიერ დაახლოებით 1 თვის წინ გამოცემულ განკარგულება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ პროექტების განხორციელებაში შეფერხება არ ჰქონდეთ და ამის გამო ბიზნესპროცესების განხორციელება არ შეწყდეს, შენარჩუნდეს აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები და დასაქმების პირობები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობით, ის პროექტები, რომელიც მიმდინარეა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის, მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, კიდევ უფრო მრავალფეროვან სახეს მიიღებს და შესრულების დინამიკაც გაიზრდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 09:00
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.
01 აგვისტო 2026, 02:41
მსოფლიო
NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება
აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
01 აგვისტო 2026, 01:20
მსოფლიო
CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ
რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.
01 აგვისტო 2026, 01:01
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
01 აგვისტო 2026, 00:50
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
31 ივლისი 2026, 23:39
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
31 ივლისი 2026, 23:22
მსოფლიო
Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 23:06
მსოფლიო
სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.
31 ივლისი 2026, 22:53
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
31 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა
დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
31 ივლისი 2026, 22:27
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
31 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.
31 ივლისი 2026, 21:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 21:24
მსოფლიო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.
31 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.
31 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა
იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 21:01
ეკონომიკა
მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი
გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.
31 ივლისი 2026, 20:57
პოლიტიკა
შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.


