დავით ქართველიშვილი: მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც აცხადებდა СНГ და EU ერთად ვერ „ძოვენ“ და დადგა ამ ორგანიზაციიდან გასვლის დროც. ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია
დავით ქართველიშვილი
ფოტო: არქივი
ოპონენტების შეკითხვას - „აბა СНГ და EU ერთ საძოვარზე" როგორ იქნებიან, ქ-ნმა სანდუმ: "რა დროს ეგეთებიაო" - უპასუხა. მის ამ "პრინციპულ" მიდგომას ეგრევე მხარი აუბა ორგანიზაცია "მოლდოვას ფოსტამ", რომელმაც "სიხარულით აცნობა" მოლდოვას მოქალაქეებს, რომ ამანათბრუნვა აგრესორ და ოკუპანტ რუსეთთან "როგორც იქნა" აღდგა! ამჟამად ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით - მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია, საკუთარი ურყევი პროდასავლური პრინციპების, რეფორმირების გზაზე წარმატების მქონე საქართველოს კი ამ აბსურდის თეატრის სცენაზე ერთადერთი რაც დარჩენია - უსურვოს მოლდოვას, რა თქმა უნდა, "დამსახურებული" წარმატება, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„და კვლავ საქართველოს მოლოდინის შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმ "ასოცირების ტრიოს" ფარგლებში, რომლის ფორმატი (ესე მეგონა თავიდან) თითქოს მოგვახვიეს თავზე, როგორც ყველაზე წარმატებულ პრეტენდენტს ნაკლებად წარმატებულების ფონზე, რათა "ჩვენს ხარჯზე" და ჩვენს ჩრდილში აუტსაიდერებიც მოგვექაჩა - მაგრამ ზუსტად ამ დროს დაიწყო ომი და როგორც ჩანს, ამ ფატალურმა გარემოებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
თავდაყირა დგება არა მხოლოდ EU სტანდარტები და მიდგომა "ასპირანტებთან" მიმართებაში, რეფორმირების გზაზე მათი წარმატების ფაქტორის ჩანაცვლების თვალსაზრისით ფსევდოპოლიტიკური მიზანშეწონილობით. თავდაყირა დგება ზოგიერთი "ასპირანტი" ქვეყნების პრინციპებთან მიმართებაშიც, რომლებიც წარუმატებელი რეფორმების შემდეგ, EU-ს ყურადღების მოპყრობას, ამჟამად საკუთარი უპრინციპობით ცდილობენ.
ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ხმამაღლა აცხადებდა, რომ СНГ და EU ერთად ვერ "ძოვენ" და დადგა მისი ქვეყნის ამ ორგანიზაციიდან გასვლის დროც. იმის ნიშნად, თუ რა მტკიცეა მისი ეს საპრეზიდენტო გადაწყვეტილება - მან პუტინის "პირადი მეგობარი", ექს-პრეზიდენტი დოდონიც კი დააპატიმრა. გადის სულ რაღაც სამი დღე - ქალბატონი სანდუ სულ სხვა ხასიათზე იღვიძებს და აცხადებს, რომ სანამ СНГ მისი ქვეყნისთვის "მეწველ ძროხას" წარმოადგენს - იქიდან გამოსვლაზე ფიქრიც კი ნაადრევია.
ოპონენტების შეკითხვას - "აბა СНГ და EU ერთ საძოვარზე" როგორ იქნებიან, ქ-ნმა სანდუმ: "რა დროს ეგეთებიაო" - უპასუხა. მის ამ "პრინციპულ" მიდგომას ეგრევე მხარი აუბა ორგანიზაცია "მოლდოვას ფოსტამ", რომელმაც "სიხარულით აცნობა" მოლდოვას მოქალაქეებს, რომ ამანათბრუნვა აგრესორ და ოკუპანტ რუსეთთან "როგორც იქნა" აღდგა! ამჟამად ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით - მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია. საკუთარი ურყევი პროდასავლური პრინციპების, რეფორმირების გზაზე წარმატების მქონე საქართველოს კი ამ აბსურდის თეატრის სცენაზე ერთადერთი რაც დარჩენია - უსურვოს მოლდოვას, რა თქმა უნდა, "დამსახურებული" წარმატება!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 11:55
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: შეხვედრის მიზანია მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან, რადგან მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული ტურნეს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
18 აპრილი 2026, 11:50
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კ.პ. დააკავეს. ხოლო დანაშაულში მონაწილე 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:44
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:41
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის - კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:37
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები - 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:29
სამართალი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ყაზბეგის სამმართველოს ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი, პირველ მოადგილე - როლანდ კვაჭაძესთან ერთად, მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას დაესწრო და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოსა და სასაზღვრო სექტორებს ჯუთასა და თრუსოს ეწვია.
18 აპრილი 2026, 11:29
მსოფლიო
ირანმა პირველად 28 თებერვლის შემდეგ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა
ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია - დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს
ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ როგორც იმ საერთო სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მატარებლები, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ხალხთა ცხოვრება, ჩამოაყალიბა ცივილიზაციები და ღირსეულად გაუძლო მრავალ განსაცდელსა და ცვლილებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 აპრილი 2026, 11:24
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება - შეკვეთილში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილიც იმყოფება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება - შეკვეთილში დღეს, გურიის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრაზე იმყოფება ცოტნე ივანიშვილიც.
18 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა მიმდინარეობს
ასამბლეაზე განიხილავენ ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული სამუშაოების ანგარიშსა და ივნისში ჰელსინკიში დაგეგმილი ასამბლეის ორგანიზაციის საკითხებს.
18 აპრილი 2026, 11:15
მსოფლიო
ტრამპმა, შესაძლოა, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადას არ გააგრძელოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მან ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადა არ გააგრძელოს.
18 აპრილი 2026, 11:13
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:07
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო - „მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის რისკების მართვა რეგიონული კონფლიქტის პირობებში“. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 11:01
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ვნახოთ ევროპაში ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა. თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებური ევროკავშირი დაბრუნდება, ისეთი, როგორიც იყო
ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ზეწოლაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
18 აპრილი 2026, 10:40
პოლიტიკა
ღია ეთერი - როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
საქართველოს მოქალაქეების დასაქმება პრიორიტეტია, უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვა სავალდებულო გახდა. როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში. ახალი კანონმდებლობა და ნულოვანი კვოტები გიდის, კურიერის და ტაქსისტის პოზიციებზე - მეტი ვაკანსია თუ გაძვირებული სერვისი.
18 აპრილი 2026, 10:33
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრამპი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერი ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია.
18 აპრილი 2026, 10:14
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
18 აპრილი 2026, 10:12
სამართალი
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს.
18 აპრილი 2026, 10:11
მსოფლიო
აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით მოხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსულ ნავთობზე მოხსნილი სანქციების მოქმედების რეჟიმი 16 მაისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 10:00
საზოგადოება
აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი გივი მიქანაძესთან შეხვედრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.


