imedi /  01 ივნისი 2022, 19:51 / სანდო წყარო

ბექა ოდიშარია: ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული თანამემამულეების ჩართვა როგორც ქართულ ეკონომიკაში, ისე გლობალურ პროცესებში

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ კასრაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და კომპანია INVENT Venture Studio-ს თანადამფუძნებლები პავლე და დალი მგელაძეები.

შეხვედრაზე ისაუბრეს კონფერენციაზე GLOBALIZE.EU, რომელიც 2022 წლის 10-11 ივნისს, პარიზში გაიმართება და სადაც მონაწილეობას ევროპაში მცხოვრები წარმატებული ქართველები მიიღებენ.

აღინიშნა, რომ GLOBALIZE.EU მიზნად ისახავს ერთის მხრივ, ქართულ ბიზნესსა და ევროპაში მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორეს მხრივ, ქართული ბიზნესის ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებას - ევროპის ბაზრის ათვისების მიზნით. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს გაუზიარონ.

„დიასპორასთან დამოკიდებულებაში ჩვენი ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გვინდა დიასპორა იყოს ძლიერი, ვინაიდან, ძლიერი დიასპორა ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული თანამემამულეების იდენტიფიცირება და მათი ჩართვა როგორც ქართულ ეკონომიკაში, ისე ზოგადად, გლობალურ პროცესებში. შესაბამისად, ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო ურთიერთობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, მის ხელმძღვანელობასთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ვგეგმავთ პარიზში 10-11 ივნისს ძალიან საინტერესო კონფერენციას, სადაც წარმატებული ქართველები შეხვდებიან ევროპას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მნიშვნელოვანი კომპანიების წარმომადგენლები და საუბარი შეეხება იმ შესაძლებლობებს, რომელსაც იძლევა ქართული სახელმწიფო ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების შემოსავლების პლატფორმაზე“,-განაცხადა ოდიშარიამ.

GLOBALIZE.EU წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და სტარტაპების მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით მათ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, იმიტომ, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად ზრდა, ეკონომიკაში გარღვევის მოხდენა და თანამედროვე მსოფლიოსთვის ფეხის აწყობა“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას სტარტაპული იდეების განვითარების კუთხით, განსაკუთრებით კი დიასპორის ჩართულობას ქართული ინოვაციური პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.

„საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სტარტაპების განვითარებაში. ქართულ დიასპორას წამყვანი როლი აქვს, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ ინოვაციურ პროექტებს, რათა მაქსიმალურად მოხვდეს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე ის ქართული პროდუქტები, რომელიც საქართველოში იქმნება და ამიტომ მნიშვნელოვანია დიასპორა მუდმივად იყოს ჩართული ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. ხმა მიაწვდინონ ტექნოლოგიურ ბაზრებს ამ სტარტაპული იდეების განვითარებაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, სადაც ჩართულია საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, კერძო სექტორი და ერთობლივად კიდევ უფრო დიდი შედეგი დაიდება იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი ზრდა განხორციელდეს“,-განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძემ.

კონფერენციის ორგანიზატორების მიწვევით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 23:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.

24 ივნისი 2026, 23:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 23:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს

არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

ცოტნე ანანიძე

24 ივნისი 2026, 23:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივნისი 2026, 22:58

მსოფლიო

უკრაინაში ისრაელის საელჩო: 21 ივნისს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქცია გაიმართა - მონაწილეები ნაცისტურ მისალმებებს გაჰყვიროდნენ და ნაცისტურ ჟესტებს იყენებდნენ, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ აქციასთან დაკავშირებით

უკრაინაში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო, რომლებიც „ნაცისტურ მისალმებას გაჰყვიროდნენ“. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს,

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 22:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნებისთვის მხოლოდ პოლიტიკურ „საკვებად“ იყო შემოთავაზებული. ამის თაობაზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 22:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა

ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

24 ივნისი 2026, 22:43

მსოფლიო

El Pais: ევროპარლამენტი ევროკომისიისგან ბრიუსელში „თალიბანთან“ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს

არ წყდება აღშფოთება ბრიუსელში ევროკომისიის მიერ სამშაბათს ორგანიზებული იმ შეხვედრის გამო, სადაც „თალიბანის“ დელეგაციასთან მიგრანტების ავღანეთში დეპორტაციის საკითხს განიხილავდნენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მარკო რუბიო

24 ივნისი 2026, 22:08

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს.

24 ივნისი 2026, 21:43

საზოგადოება

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თემატურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ

თამარ ზოდელავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, ციფრული იდენტობა და მონაცემთა უსაფრთხოება საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში“. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით ინოვაციებისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 21:35

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ომი ძალიან კარგად მიდის - როგორც იცით, ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ

ირანთან დაპირისპირების საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციები ძლიერია.

24 ივნისი 2026, 21:33

მსოფლიო

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი დეპორტაციის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი როზა დუნაევა. მისი თქმით, რესპუბლიკის მკვიდრი, სახელად ბესლანი, თითქმის ორი ათწლეულის წინ გაექცა ომს და ლიეტუვაში ჩავიდა. მან ემიგრაციაში უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე სამშობლოში.

24 ივნისი 2026, 21:29

საზოგადოება

კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიახლე სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - ოთხ წლამდე მოზარდებისთვის კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 ივნისი 2026, 21:28

მსოფლიო

ზელენსკი: მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24 ივნისი 2026, 21:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან.

24 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

24 ივნისი 2026, 21:06

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრი პოლ რაშვორთი „ქრონიკის“ ჟურნალისტზე: ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ამ მაუწყებლების წარმომადგენლები დღეს აქ, ამ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე დარბაზში ვმსჯელობდით

ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ამ მაუწყებლების წარმომადგენლები დღეს აქ, ამ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე დარბაზში ვმსჯელობდით, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრმა პოლ რაშვორთმა „ქრონიკის“ ჟურნალისტთან დაკავშირებით.

24 ივნისი 2026, 20:59

საზოგადოება

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

24 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

„პარტია, რომელიც თავმოყვარეა, არ უნდა წარმოადგენდეს იმ კოალიციას, სადაც მის ლიდერს დედას აგინებენ“ - სააკაშვილის პარტიაში შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება

მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი - ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ოფიციალურად გაწევრებამდე, ნაცმოძრაობას ღიად აკრიტიკებს და თავმოყვარეობასაც უწუნებს. ჟორჟოლიანის რიტორიკას პარტიის ძველი სახეები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ბევრი არაფერი იცის. სააკაშვილის პარტიაში მორიგი შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება.