ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნების შედეგ ორი კონკრეტული ამოცანა ჰქონდა საბოტაჟს - რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება და სასამართლო სისტემაში შეღწევა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: არქივი
ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა, ამ წლინახევრის განმავლობაში - ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. სხვა „დანაშაული“ ჩვენ არ მიგვიძღვის. ერთი, რომ არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთი და არც მეორე არ იყო დასათმობი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ ვერ მიიღეს.
მისივე თქმით, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისთვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში და ძალიან კარგად გვახსოვს ნაცმოძრაობის გავლენა სასამართლოზე.
„ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა „ნაცმოძრაობისთვის“ პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე - პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისთვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით. ეს გახდა საბოტაჟის ნაწილი. შეტანილი იქნა შესაბამისი პუნქტები მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმებაში ამ საბოტაჟის საფუძველზე. ამას მოყვა გარკვეული გაგრძელებები, რაც არ იყო ასახული 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ შემოთავაზების დონეზე გაჟღერდა სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები უნდა იყვნენ არჩეული 2/3-ის უმრავლესობით ან იუსტიციის საბჭოში როცა ტარდება კენჭისყრა, მოსამართლეები უნდა იყვნენ ნომინირებული ორჯერ 2/3 -ის უმრავლესობით. აქ იგულისხმება მოსამართლე წევრების 2/3 პლუს არამოსამართლე წევრების 2/3 და იქაც ოპოზიციაა ჩართული არამოსამართლე წევრების არჩევაში. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც შენ გაქვს დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება სხვათა შორის, ასეთ დროს ოპოზიციას ლოგიკურად შეჰყავს თავისი წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში. ეს იყო მათი რეალური ამოცანა და მიზანი. ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებულიყო კონკურსის საფუძველზე პროცედურა და ჯანსაღი პროცესის საფუძველზე შერჩეულიყვნენ მოსამართლეები აქ წავიდოდა ჩვეულებრივი ვაჭრობა ოპოზიციის მხრიდან იმისათვის, რომ მათ შეეყვანათ სისტემაში საკუთარი მოსამართლეები და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რას ნიშნავს ნაცმოძრაობის მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, უფრო სწორად ნაცმოძრაობის გავლენა პირდაპირ სასამართლო სისტემაზე. წარმოიდგინეთ, მაგალითად უზენაეს სასამართლოში დღეს ნაცმოძრაობას რომ ჰყავდეს 6-7 მოსამართლე, ან სააპელაციო სასამართლოში რომ ჰყავდეს რაღაც რაოდენობის მოსამართლეები პირველ ინსტანციის სასამართლოებში, ეს გამოიწვევდა სრულ კატასტროფას. ერთი უსამართლო ქეისით შეგიძლია მთელი აფეთქება გამოიწვიო, გახსოვთ კონკრეტული სასამართლოს ქეისები, რამაც გამოიწვია აფეთქება. იქაც გარკვეული ეჭვები გვქონდა, რა და როგორ მოხდა, თუმცა დეტალებში აღარ შევალ წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება სასამართლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოში თუ გყავს შენი ხალხი, რაც ჰყავდათ მათ 2015 წლამდე, მაშინ ვერ მოახერხეს ამის ბოლომდე ეფექტურად გამოყენება, თუმცა რაღაცები იყენებდნენ. ჯერ კიდევ კუბლაშვილი იყო მათი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წლამდე თუ არ ვცდები. მათ ჰყავდათ თბილისის საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი კადრი და ა.შ. იგივე უნდოდათ უფრო დიდი მასშტაბით. ეს ნიშნავს მთლიანად სასამართლო სისტემის პოლიტიზებას, რაც ბუნებრივია, სერიოზულ რისკებს უქმნიდა მთლიანად ხელისუფლების სისტემას და საბოტაჟის ახალი რისკები იქმნებოდა, რაც ძალიან მარტივი სქემა იყო. საბოტაჟი პარლამენტში, ამის საფუძველზე შეგაქვს გარკვეული პუნქტები 19 აპრილის შეთანხმებაში, მერე ამას აკონკრეტებ ამ ფორმით, რომ ოპოზიციამ თავისი წილი უნდა მიიღოს სასამართლოს ფორმირებაში და შესაბამისად იღებ ძალიან მძიმე სურათს. ჩვენ ამოცანა არ არის, რომ ჩვენი ხალხი გვყავდეს სასამართლო სისტემაში, ჩვენი ამოცანაა, ჯანსაღი პროცედურის საფუძველზე შეირჩნენ მოსამართლეები. იქ არის ძალიან კონკრეტული ინტერესი, რომ ვაჭრობით გამო ივაჭრონ თუნდაც რამდენიმე მოსამართლე უზენაესში და ა.შ. ანუ, კონკრეტული ორი ამოცანა ჰქონდა იმ საბოტაჟს, რაც ვიხილეთ ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შედეგ, ეს იყო რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება და ეს იყო სასამართლო სისტემაში შეღწევა. არც ერთი და არც მეორე არ იყო დასათმობი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ ვერ მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 01:12
მსოფლიო
მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 01:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
17 აგვისტო 2026, 22:39
რეგიონი
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
17 აგვისტო 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.
17 აგვისტო 2026, 20:52
ეკონომიკა
უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.
17 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.
17 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.
17 აგვისტო 2026, 20:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.
17 აგვისტო 2026, 20:24
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს
გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.
17 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.
17 აგვისტო 2026, 20:08
პოლიტიკა
გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.
17 აგვისტო 2026, 20:07
მსოფლიო
CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე
ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
17 აგვისტო 2026, 19:45
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.


