20 ივნისი 2022, 18:44 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: აქციის ორგანიზატორები რომ ეუბნებიან ოპოზიციას, თქვენ არ მოხვიდეთ და არაფერი თქვათო, ეს იმაზე მიუთითებს, როგორი გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია, ისინი საზოგადოებისთვის პოლიტიკურ საფრთხობელასავით გამოიყურებიან

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

სანამ ევროკომისია იმსჯელებდა, პარლამენტში ჩვენ ღიად დავსვით საკითხი, ოპოზიციას ვკითხეთ პირდაპირ - უჭერთ თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას, ახლა, ამ მოცემულობით, - მათ მხარი არ დაუჭირეს, მხოლოდ „გირჩის“ და ევროსოცების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა, დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა მხარი არ დაუჭირა საკუთარი ქვეყნისთვის უპირობოდ სტატუსის მინიჭებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ სამშობლოს უყენებდნენ პირობებს და თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ევროპას ეუბნებოდნენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში როგორმე არ უნდა მისცეთ სტატუსი საქართველოსო. ეს იყო მათი მთავარი თხოვნა, როცა ევროდერეფნებში შეხვედრებს მართავდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა დღეს დაგეგმილ აქციასაც. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს ესმით, რომ რადიკალური ოპოზიციის გამოჩენა და მათი საუბარი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ იდეასთან, თუმცა მისივე თქმით, ფარდის უკან მათ შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს.

„აქციის ორგანიზატორები რომ ეუბნებიან ოპოზიციას, რომ თქვენ არ მოხვიდეთ და არაფერი თქვათო, ეს თავისთავად მიუთითებს იმას, როგორი გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია, ისინი რეალურად პოლიტიკურ საფრთხობელასავით გამოიყურებიან საზოგადოებისთვის. ეს არის მცდელობა, რომ მოატყუონ საზოგადოება, რომ რადიკალური ოპოზიცია მიტინგზე არ გამოვა. ორგანიზატორებს ესმით, რომ მათი გამოჩენა აქციაზე და მათი საუბარი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ იდეასთან, იმიტომ რომ ეს ანტიევროპული ძალების გაერთიანებაა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული პოლიტიკით გამოირჩეოდნენ ადრეც და დღესაც. საკუთარ სამშობლოს უწევდნენ წინააღმდეგობას და საქართველოს დასაბლოკად მუშაობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორგანიზატორებს ესმით, რომ პირველ ეტაპზე რადიკალური ოპოზიციის გამოჩენა იქნება კონტრპროდუქტიული, მაგრამ ფარდის უკან არსებობს შეთანხმება, როგორც ეს იყო ყოველთვის, რომ თუ ჩვენ შევძელით პროცესების გადაყვანა პიკში და კულმინაციაში, მაშინ გადავწევთ ფარდას და იქ უკვე გამოჩნდებიან ცნობილი და ხალხისთვის „საყვარელი“ პოლიტიკოსები, როგორიცაა მელია, უგულავა, სხვა ადამიანები, რომლებმაც მათი მმართველობის დროს მიიყვანეს ეს ქვეყანა კატასტროფამდე და თუ რამე ანტიევროპული რეკორდი ჰქონდა საქართველოს, სწორედ მათი ხელისუფლების დროს მოხდა ეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 10:28

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი

08 ივნისი 2026, 10:25

მსოფლიო

სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ფხენიანში ჩავიდა

ბოლოს სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პირისპირ მოლაპარაკებები, ისე დელეგაციების შეხვედრები.

08 ივნისი 2026, 10:06

საზოგადოება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.

კრისტიან ერიქსენი

08 ივნისი 2026, 10:06

სპორტი

ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა

„კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. კარდიოსტიმულატორმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ის მცირე ხნით უგონოდ იყო, მაგრამ გონება ძალიან სწრაფად დაუბრუნდა და მასთან კონტაქტზე მალევე გავედით. ახლა ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. თუმცა ახლა გონზეა, აცხადებს დანიის ფეხბურთის ასოციაცია.„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მასთან და საავადმყოფოს ექიმებთან“, - განაცხადა ბოესენმა.

ნიკოლ ფაშინიანი

08 ივნისი 2026, 09:49

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.

08 ივნისი 2026, 09:40

მსოფლიო

ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2026, 09:34

მსოფლიო

სტარმერმა, ზელენსკიმ, მაკრონმა და მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 5 პირობა ჩამოაყალიბეს

პირობები მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ფრონტზე არსებული მიმდინარე პოზიციებიდან, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების „მყარი“ გარანტიების შექმნას.

08 ივნისი 2026, 09:34

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთმა „გემოფესტს“ უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთმა 6-7 ივნისს გემოფესტს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ისიამოვნეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.

08 ივნისი 2026, 09:27

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

08 ივნისი 2026, 09:24

მსოფლიო

ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა

ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების ფონზე მოხდა. მან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ირანზე საპასუხო დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.

08 ივნისი 2026, 09:20

კულტურა

ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში ბაროკოს მუსიკის საღამო გაიმართა

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ბაროკოს ეპოქის მუსიკა და საფორტეპიანო რეპერტუარის შედევრები სრულდება. ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში უკვე შედგა ბაროკოს მუსიკის საღამო. მსმენელის წინაშე კი ანსამბლი „ვაჩე ბაროკო“ წარდგა და მე-17-18 საუკუნეების ევროპული მუსიკალური კულტურის გამორჩეული ნიმუშები შეასრულა.

დონალდ ტრამპი/კრისტენ ველკერი

08 ივნისი 2026, 09:17

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა

„თქვენ არ კორუმპირებული ხართ ან უბრალოდ სულელი. თქვენი არჩევნები გაყალბებულია. თავად ხართ კორუმპირებული და გადაცემა Meet the Press-იც კორუმპირებულია, ისევე როგორც ABC, CBS -ი და CNN-ი კორუმპირებული და მოსყიდული ტელექსელები. ამით დავასრულოთ. ჩემთვის საკმარისია. გმადლობთ, ძვირფასო“, - განაცხადა ტრამპმა.

08 ივნისი 2026, 09:10

მსოფლიო

სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული. მათგან 43 რეგიონულ, 16 კი ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის 9 საქმე საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლითაა აღძრული.

08 ივნისი 2026, 09:06

საზოგადოება

თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისის მერიის სოციალურ პროექტ, „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.

08 ივნისი 2026, 08:57

საზოგადოება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს. მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. მშობლების თქმით, ისინი მადლობა უხდიან მხარდაჭერისთვის საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

08 ივნისი 2026, 08:49

საზოგადოება

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან გამართა. მათ ტორონტოში არსებული ქართული სკოლა და მართლმადიდებლური ეკლესია მოინახულეს.

08 ივნისი 2026, 08:41

პოლიტიკა

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

08 ივნისი 2026, 08:33

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით

დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.

ნიკოლ ფაშინიანი

08 ივნისი 2026, 08:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს

არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.

08 ივნისი 2026, 08:17

მსოფლიო

სომხეთის ცესკო-ს თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 50.86% მოიპოვა

წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ხმების 56%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ ხმების 50.86% მოიპოვა. ხმათა 23.19%-ით პარტიების ბლოკი ძლიერი სომხეთი მეორე ადგილზეა.