imedi /  22 ივნისი 2022, 17:41 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას - ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანა, საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას.

„მინდა მოკლედ ვთქვა და ვუპასუხო მათ ცილისწამებას, ბრალდებას: დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და მათი სიტყვით რომ ვთქვა, „აღქმებს ქმნიან“, რომ თურმე ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მათი ჩატანილი ინფორმაციით თურმე არის ბატონი ივანიშვილი, კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. პოლიციის, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია უკავშირდება ამ ადამიანის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ ყველანი ხელისუფლებიდან, ეს თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა ოფიციალურად, დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, ყველაფერი, სტატუსი დატოვა. დღესაც არგუმენტი რა აქვთ, რომ ბატონ ივანიშვილს თურმე აქვს ავტორიტეტი. უკაცრავად მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ჩვენს ძალიან კონსტრუქციულ ოპოზიციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტ ობამას კადრები დაბრუნდნენ, როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობებზე. ეს იგივეა დაახლოებით, რომ დააბრალოთ პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი რაც ამათ აქვთ, არის ის, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელი ქვეყანა მართავს ოპოზიციით საკუთარ მთავრობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკური გამგრძელებლები და ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის. მთავარი - რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. წინათ მე დაგისვით კითხვა: თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი: ვის ემსახურებით. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალს!“, - განაცხადა პრემიერმა

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 11:42

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელება

მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პრეზიდენტი უსამძიმრებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებსაც. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილია გარდაცვლილი და მათი მოგონებაც ვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს დიდი დანაკლისია. ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები. სამწუხაროდ ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 11:37

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს

მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პრეზიდენტის თქმით, საქართვველოს ხელისუფლებას აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრებას.

08 აგვისტო 2026, 11:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

რეზო ბლიაძე

08 აგვისტო 2026, 11:31

პოლიტიკა

რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე - რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, რომ აერიდებინა საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა

ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომლებმაც ვერ შეძლეს, რომ აერიდებინათ საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

ეკატერინე მიქაბაძე

08 აგვისტო 2026, 11:16

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას

საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s (S&P Global Ratings) საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს. ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 11:14

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

08 აგვისტო 2026, 10:57

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შემდეგ კიდევ 5 პირი დაამატა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ ხუთი პირი დაამატა. გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ უკრაინაში „სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განზრახ მიმართული დარტყმების გააქტიურებას“ უკავშირდება.

ეკატერინე გუნცაძე

08 აგვისტო 2026, 10:57

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას

„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მისი თქმით, პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალურ პოლიტიკას.

08 აგვისტო 2026, 10:42

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს

ევროპის ბუნებრივი აირის მარაგები სახიფათოდ დაბალ დონეზეა, რაც ზამთარში ენერგეტიკული პრობლემების ხელახლა გამწვავების რისკს ზრდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ირანის ომი გაგრძელდება და სიცივე გათბობაზე მოთხოვნას გაზრდის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 10:37

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებაზე: აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 აგვისტო 2026, 10:30

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. უწყება რუსეთის ფედერაციას ასევე მოუწოდებს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

08 აგვისტო 2026, 10:29

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

08 აგვისტო 2026, 10:14

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თეა ახვლედიანი

08 აგვისტო 2026, 10:10

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფით, მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

08 აგვისტო 2026, 10:05

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით უცვლელად, BB დონეზე დატოვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 09:52

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო: დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად

საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა.

08 აგვისტო 2026, 09:42

რეგიონი

2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

08 აგვისტო 2026, 09:35

მსოფლიო

CENTCOM-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს ამერიკელმა სამხედროებმა 51 გემს მიმართულება შეუცვალეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს, დღეის მდგომარეობით მათ 51 კომერციულ გემს მიმართულება შეუცვალეს.

08 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა

უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის სამარის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.