22 ივნისი 2022, 17:38 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ; დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და აბსტრაქტული ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა, დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც.

„რეალურად, ვთქვა, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ საერთოდ, მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. ერთი გამონაკლისი მინდა ვთქვა, რეალური ოლიგარქები, ახლა ძალიან უხაროდა ანა ნაცვლიშვილს, ქალბატონი ანა წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ქალბატონი ნაცვლიშვილი, ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც, იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ, რომ ფული არ დახარჯა და 3 მლნ დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით. ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პორტის არ აშენებისთვის, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ კარგად, რამდენ ედავება საქართველოს ხომ არ იცით? ხომ არ იცით, ქალბატონო ანა ? 1.5 მლრდ დოლარს. ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტია, ამიტომ მიიღეთ 1%. ეს არის ერთ-ერთი რეალური, ნათელი მაგალითი ოლიგარქობის მსურველი პოლიტიკოსისა, თუ ბიზნესმენის. ბატონი კეზერაშვილი. ვინ არის ბატონი კეზერაშვილი ? დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას: მთავარს, ფორმულას, ტვ პირველს და აფინანსებს მათ ხელფასებს და ყოველთვიურ დანახარჯებს, ბატონი კეზერაშვილი, მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის არ უჩნდება, მათ შორის, “იპიპის” 300 დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი და ბატონი გენერალი დევი ჭანკოტაძე აქ არის და მისმენს, მან კარგად იცის რას ვიტყვი, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მან კარგად იცის, რასაც ახლა მოვყვები. მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავისი კოლონით. კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე. კითხვა არ გიჩნდებათ, მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენს ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილდტი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას 1 მლრდ დოლარი ჰქონდა აუდიტირებული შემოსავალი. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს „დელოიტი და ტუშის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიში, ანგარიშგება ვნახეთ ჩვენ ყველამ. კეზერაშვილი კუთვნილ კომპანიას 1 მლრდ დოლარის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ახლა ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ თითქოს ძალიან დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ და მინდა მივმართო თქვენს ლობისტებს, როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი.

სად თქვეს და ვინ თქვა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ეს არის ტყუილი. რეზოლუცია მიიღეს, თქვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია. მთავარი მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, მთელი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტი ელოდებოდა, ველოდებოდით ისტორიულ გადაწყვეტილებას, ამათ მოახერხეს ის, რომ რამდენიმე კვირით ადრე მათმა პარტნიორმა პარტიამ, მინდა იცოდეს ყველა მოქალაქემ, ვინც არის მომხრე ევროკავშირში ინტეგრაციის, მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს გააკეთეთ თქვენ, კიდევ უნდა გაგახსენოთ ბევრჯერ“ , - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

22 ივნისი 2026, 00:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ღირებულებითი განათლების“ პროგრამები ფართოდაა აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. ისინი მოწოდებული არიან, მოსწავლეებს მყარი ეთიკური და მორალური ბაზა შეექმნათ

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირასთან“ „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის მსგავს პროგრამებს.

გივი მიქანაძე

22 ივნისი 2026, 00:09

საზოგადოება

გივი მიქანაძე ღირებულებით განათლებაზე: მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა

მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა, - განუცხადა „იმედის კვირას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებით განათლებასთან დაკავშირებით.

21 ივნისი 2026, 23:35

საზოგადოება

როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა - ღირებულებითი განათლება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რა უნდა იყოს ახალი თაობის მთავარი ორიენტირი იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში ტრადიციულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება? როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება? - „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და განათლების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.

თამთა ქიმბარიშვილი

21 ივნისი 2026, 23:33

სამართალი

თამთა ქიმბარიშვილი: სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია

სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, - განუცხადა „იმედის კვირას“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა.

ეკა ლალიაშვილი

21 ივნისი 2026, 23:25

საზოგადოება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით

ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „იმედის კვირასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა.

21 ივნისი 2026, 23:12

საზოგადოება

დაუდევრობა თუ თვითნებობა - განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დაუდევრობა თუ თვითნებობა - რა მოხდა ზღუდერში, სადაც მეექვსე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები განადგურებულია. ძეგლის ადგილზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიას აშენებენ, რომელიც ახლა შეჩერებულია.

21 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

„იარე ნელა“ - რატომ გეგმავს ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევებზე ჯარიმების შემსუბუქებას. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

უსაფრთხო გზებს მხოლოდ მაღალი ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს - უბედური შემთხვევები, დაკარგული სიცოცხლეები და პასუხისმგებლობა, რომლისგანაც ფინანსური სანქცია არავის ათავისუფლებს.

რიჩარდ შენკე

21 ივნისი 2026, 22:52

პოლიტიკა

„მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია

კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის, - განუცხადა „იმედის კვირას“ „მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარმა რიჩარდ შენკემ.

21 ივნისი 2026, 22:45

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

სიძულვილის ენა მხოლოდ უცენზურო სიტყვები არ არის. ის მოიცავს ადამიანების დამცირებას, მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიწებებას, დეჰუმანიზაციასა და საჯარო სივრცეში ზიზღის ნორმალიზებას.

21 ივნისი 2026, 22:38

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი, რომლის წინააღმდეგაც სანქციები და მუქარა არ მუშაობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბოლო 14 წელია, საქართველოს ეროვნული მთავრობა დასავლეთის თავისდათავად იქცა. ვერ გამონახეს ვერანაირი გზა, ჰყავდეთ მათზე დამოკიდებული მთავრობა - ვერ გაჭრა სანქციებმა, ვერც შანტაჟმა, ხალხის გადაბირების თუ დაშინების მცდელობამ, ნდობის შესარყევად მილიონების ჰაერში გასროლამ და ძვირადღირებულმა, მაგრამ იაფფასიანმა პროპაგანდამ.

სტეფანო ახოკე

21 ივნისი 2026, 22:32

პოლიტიკა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის

ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ.

21 ივნისი 2026, 22:22

პოლიტიკა

ფსევდოდემოკრატიის ცენზორები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევროკავშირი ხშირად საუბრობს დემოკრატიული ღირებულებების, პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, მაგრამ ფაქტები სრულიად საპირისპიროს აჩვენებს.

21 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მიდგომა და „მეორეხარისხოვანი წევრობა“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრიუსელში განიხილავენ მოდელს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების მომავალ წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაზე მათი გავლენა შეზღუდული იქნება.

21 ივნისი 2026, 22:10

პოლიტიკა

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი

21 ივნისი 2026, 18:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.

21 ივნისი 2026, 18:00

სპორტი

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

21 ივნისი 2026, 18:00

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება

პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

21 ივნისი 2026, 17:41

მსოფლიო

ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს

მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

21 ივნისი 2026, 17:37

მსოფლიო

ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა

დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.

21 ივნისი 2026, 17:31

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ ტარდება

მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება.