imedi /  22 ივნისი 2022, 19:59 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: მათი შემოტევა და შეურაცხმყოფელი განცხადებები სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ეს დისკუსია არ შემდგარიყო და ხალხს არ მოესმინა რეალური მიღწევები

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უმეტესობა არ არის დარბაზში. ძალიან სამწუხარო ტრადიციაა მათგან, იციან დესტრუქციული კითხვების დასმა და შემდეგ დარბაზის დატოვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის პარლამენტში მივიდა, რათა ანგარიში ჩააბაროს ხალხს და არა იმისთვის, რომ უმსგავსო დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა შემდეგი - მე დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ ანგარიში ჩავაბარო ჩვენს ხალხს, ჩვენს ძვირფას დეპუტატებს და რა თქმა უნდა, არ მოვედი იმისთვის, რომ ამ უმსგავსო დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც, ხაზს ვუსვამ, დაიწყეს დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პირველივე მათი შემოტევა და შეურაცხმყოფელი განცხადებები სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ეს დისკუსია არ შემდგარიყო და ხალხს არ მოესმინა ის რეალური მიღწევები, შედეგები, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მე, როგორც მთავრობის მეთაური, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ვარ ვალდებული, რომ ჩვენს ხალხს ვუთხრა სიმართლე. მე სხვა შემთხვევაში, ასეთი ფორმატი რომ არ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს არის ის მწარე რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ გვიწევს გამკლავება და ამ რეალობაში ცხოვრება.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირველი რეკომენდაცია, პირველი დათქმა, რომელიც ევროკომისიამ ჩაგვიწერა, იყო პოლარიზაციის დასრულება, არა თუ შემცირება, არამედ დასრულება. ის, რაც დღეს ვიხილეთ ამ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან, არის სწორედ პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების მცდელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ ყველანი, გვიწევს ასეთ შეურაცხყოფებზე, ასეთ უმსგავსობაზე რეაგირება, როდესაც ასეთი ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოდის ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ბუნებრივია, შენ გიჩნდება სურვილი, რომ ამ ყველაფერს სიმართლე დაუპირისპირო. ხანდახან, მესმის, რომ სიმართლე ძალიან ძნელი მოსასმენია, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით უნდა ვაჩვენოთ რეალურად ვის გვსურს ქვეყნის წინ წაწევა, განვითარება, გაძლიერება და ვის სურს ქვეყნის, რეალურად, განვითარების შეფერხება. ბოლო 10 წელია ჩვენ ვისმენთ და ვართ მომსწრენი ამ დესტრუქციული ქმედებების. ცდილობენ, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა და წარმოიდგინეთ, რომ ამ პირობებში ჩვენი შედეგები მართლაც ხელშესახებია“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:54

მსოფლიო

ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.

16 აპრილი 2026, 16:25

პოლიტიკა

დევიდ ფულფორდი: იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

კანადის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ფულფორდი 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

16 აპრილი 2026, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

16 აპრილი 2026, 16:18

საზოგადოება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგ კურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 16:10

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს

უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 16:09

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.

ნინო ფოჩხუა

16 აპრილი 2026, 16:00

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ

ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 15:48

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:43

პოლიტიკა

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.

16 აპრილი 2026, 15:43

საზოგადოება

მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო

სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.

ხალიდ მოჰამედ ბალამა
ნათია თურნავა

16 აპრილი 2026, 15:41

ეკონომიკა

ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

რევაზ სოხაძე

16 აპრილი 2026, 15:39

რეგიონი

რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.

16 აპრილი 2026, 15:37

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.

16 აპრილი 2026, 15:32

საზოგადოება

ComCom-ი მარტვილში 21 აპრილიდან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს

კომუნიკაციების კომისია 21 აპრილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც დამატებით 15 სამიზნე სოფელს მოიცავს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 15:31

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 15:26

პოლიტიკა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.

ჯანლუკა გრეკო

16 აპრილი 2026, 15:15

პოლიტიკა

ჯანლუკა გრეკო საჯარო სერვისების ფორუმზე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე, - განაცხადა გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკომ საჯარო სერვისების ფორუმზე.