imedi /  28 ივნისი 2022, 18:29 / სანდო წყარო

ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ასეთი განცხადებები არ არის მხოლოდ ერთი და ორი დღის შედეგი, საკითხავია რამ განაპირობა ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი შეფასებების გაკეთება - რა, ვინ და როგორ დგას ამის უკან?!

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო, ვინაიდან ის ფაქტები, გარემოებები არანაირ დასაბუთებასა და არგუმენტაციას არ ეფუძნებოდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება როგორც ანალიტიკოსის, არამედ როგორც კონკრეტულ სასამართლო დავაზე, ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლისა. ერთი არის უსაფუძვლობა იმ სანქციებისა, რაც მოხსენიებულია, მაგრამ მეორე არის ეს არგუმენტებ გამოცლილი მუქარა, გარკვეული შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა, ალბათ ესეც კონკრეტულ სამიზნეს და აზრს გამოცლილი არის.

როდესაც ჩვენ შეგვეზღუდა წვდომა გარკვეულ ფინანსურ აქტივებზე, ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია თვალი გავუსწორეთ და რომლის დალაგებასაც ვცდილობთ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებით. ამდენად ეს სავალალო ჩანაწერი ჩვენთვის რაღაც განწყობებში რაიმე რადიკალური ტრანსფორმაციის მომხდენი არ იყო, თუმცა ვიმეორებ - დასანანია, როდესაც ასეთი ჩანაწერი ხდება.

კიდევ ერთი გაკვირვება მინდა გამოვხატო: თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რაოდენ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა არის სადაც ასეთი განცხადებები არ კეთდება მხოლოდ სტაფერების ძალისხმევის დონეზე, ასეთი განცხადებები არ არის მხოლოდ ერთი და ორი დღის შედეგი, საკითხავია რამ განაპირობა ასეთი უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელი შეფასებების გაკეთება, რა, ვინ და როგორ დგას ამის უკან?!“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2022, 20:54

კულტურა

ქართული ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება

დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმს აჩვენებენ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“.

მელანი ჟოლი

07 აგვისტო 2022, 20:37

პოლიტიკა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

„14 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რასაც ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა, ბევრი ადამიანი იძულებულია, დღემდე, ოკუპაციის პირობებში იცხოვროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს მელანი ჟოლი.

07 აგვისტო 2022, 20:15

პოლიტიკა

6 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

ექვსი ევროპარლამენტარი - პეტრას აუსტრევიჩიუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

07 აგვისტო 2022, 20:04

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები - აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

„დღეს, საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წელი გავიდა. კრემლმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს აღებული ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ენტონი ბლინკენი.

საქართველოს პროკურატურა

07 აგვისტო 2022, 19:51

სამართალი

82 წლის ექიმის მიმართ, რომელმაც კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი დაჭრა, ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე, ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძისთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მარინა კალიურანდი

07 აგვისტო 2022, 19:40

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: 14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია - ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ

„14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა“, - წერს კალიურანდი.

07 აგვისტო 2022, 19:40

რეგიონი

GITA-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს მართავს.

07 აგვისტო 2022, 19:23

რეგიონი

პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ.

07 აგვისტო 2022, 19:16

მსოფლიო

ჩინეთი ყვითელ და ბოჰაის ზღვებში წვრთნებს განაახლებს

ოფიციალური პეკინის ცნობით, ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

07 აგვისტო 2022, 18:58

პოლიტიკა

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

07 აგვისტო 2022, 18:56

სამართალი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ექიმს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე, ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

დავით ქართველიშვილი

07 აგვისტო 2022, 18:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი

„7 აგვისტოს სააკაშვილმა მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, სადაც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

07 აგვისტო 2022, 18:36

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება

7-12 აგვისტო, 18:00-22:00, ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო

07 აგვისტო 2022, 18:19

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

ვატო შაქარიშვილი

07 აგვისტო 2022, 17:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: იმის მაგივრად, რომ ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრნენ, მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზირებენ და თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში

„ალბათ, ჩვენი ბრალია ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად, ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრნენ, ესენი მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზირებენ და აქ თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილი წერს

07 აგვისტო 2022, 17:55

მსოფლიო

Reuters: ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ

ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

მაღაროელების ახლობლები ლოცულობენ მათ გადასარჩენად

07 აგვისტო 2022, 17:42

მსოფლიო

მეოთხე დღეა, მექსიკაში 10 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ

ჩრდილოეთ მექსიკაში, კოაუილას შტატში, 300-ზე მეტი ჯარისკაცი და მაშველი მაღაროელების გადარჩენას ცდილობს. მაღაროს დატბორვის გამო, შემთხვევის ადგილას მყვინთავებიც არიან მობილიზებულები.

რუსლან სტეფანჩუკი

07 აგვისტო 2022, 17:26

მსოფლიო

რუსლან სტეფანჩუკი უკრაინის საჰაერო ძალებს: მადლობლები ვართ თქვენ მიერ ჩამოგდებული თითოეული რუსული რაკეტისთვის

„დღეს უკრაინის საჰაერო ძალების დღეა. გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ მათით, ვინც ჩვენს ცას იცავს! ჩვენ მადლობლები ვართ თქვენ მიერ ჩამოგდებული თითოეული რუსული რაკეტისთვის! თქვენ ირჩევთ საჰაერო უპირატესობას!“, - აღნიშნავს სტეფანჩუკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 აგვისტო 2022, 16:59

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო ძალების მიერ შესრულებული ყველა დავალება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს

უკრაინის საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს, რომლებსაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ და დაღუპული გმირების ოჯახების წევრებს „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენები გადასცა. ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლის ეზოში გაიმართა.

07 აგვისტო 2022, 16:33

COVID19

„ჩინეთის ჰავაიდ“ წოდებულ პოპულარულ კურორტზე ამოქმედებული კოვიდშეზღუდვების გამო, ათობით ათასი ტურისტი შინ ვერ ბრუნდება

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხაინანის პროვინციის ქალაქ სანიაში, სადაც, ერთ დღეში, კოვიდინფიცირების 263 შემთხვევა გამოვლინდა, ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა - ყველა ფრენა და სარკინიგზო რეისი გაუქმდა.