ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.
რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით.
პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.
როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.
რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.
2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.
ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ.
რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.
2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.
იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს.
როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს.
ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ.
ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა.
სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო.
როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.
ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.
თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება.
დღეს საქართველოს აქვს კარგი შედეგები ყველა მიმართულებით. რეგიონში და მთელ კონტინენტზე არსებული უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან.
ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ.
რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ნაციონალური მოძრაობის თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო.“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 15:13
ჯანდაცვა
შუახევის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სკრინინგ-აქცია ჩატარდა
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ-აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
28 სექტემბერი 2026, 15:11
მსოფლიო
Euronews: უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარს იმუნიტეტი მოუხსნა
უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში თანამდებობაზე მყოფ ორ ყოფილ მინისტრს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 15:11
პოლიტიკა
ინგა გუდაძე მერაბ მეტრეველზე: ნაცების მწამებელი პროკურორის სიძემ მოგვიწოდა, ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნი ვიმღეროთო, ჩვენ რომ გვბომბავდნენ, ზელენსკი დაგვცინოდა - ამათი უსამშობლობა ზენიტშია
ჩვენ რომ 2008 წელს გვბომბავდნენ, ზელენსკი სკეტჩებს წერდა და დაგვცინოდა, 2010 წლის 9 მაისს კი რუსეთში, წითელ მოედანზე მეგობრობის ნიშნად უკრაინელი ჯარისკაცები დააბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინს ,,ჩესტს“ უღებდნენ, - წერს ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში.
28 სექტემბერი 2026, 15:03
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ იმართება.
28 სექტემბერი 2026, 15:00
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
28 სექტემბერი 2026, 14:53
თემა
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რა პრობლემებია ქვეყნის ენერგეტიკისა და ჰიდროლოგიის სექტორებში?
მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან მოლდოვამ ენერგეტიკისა და ჰიდროლოგიის სექტორებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა ქვეყნის პარლამენტმა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. თუ რატომ დასჭირდა მოლდოვის ხელისუფლებას ამ ზომის მიღება და რა ვითარებაა კიშინიოვში, Deutsche Welle-მ გაარკვია.
28 სექტემბერი 2026, 14:43
მსოფლიო
კაია კალასი: ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს.
28 სექტემბერი 2026, 14:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მთავარი ავიწყდებათ როგორც სცენარისტებს, ასევე შემსრულებლებს, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი, რომლის მთავარი ნიშანიც დღეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება ამ ტურბულენტურ გარემოში. ამას ვერ უზრუნველყოფენ
მთავარი ავიწყდებათ როგორც სცენარისტებს, ასევე შემსრულებლებს, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი, რომლის მთავარი ნიშანიც დღეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება ამ ტურბულენტურ გარემოში. ამას ვერ უზრუნველყოფენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
28 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს
არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
28 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.
28 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა
ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 სექტემბერი 2026, 14:25
საზოგადოება
პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი
მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კანონპროექტზე ქონების გადასახადის შესახებ.
28 სექტემბერი 2026, 14:25
ეკონომიკა
ირაკლი ხელაძე: 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე. 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომლებიც იხდიდნენ ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან
გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, გაიზარდა ოჯახის ნომინალური შემოსავლები და შესაბამისად, ის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 20 წლის წინ იყო დაწესებული, უკვე ვეღარ პასუხობდა დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.
28 სექტემბერი 2026, 14:22
რეგიონი
საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს
საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. წელს ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.
28 სექტემბერი 2026, 13:49
მსოფლიო
ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 62 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 62 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:44
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ძოუ ჯიაის (Zou Jiayi), რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 5 წლის ვადით მიმდინარე წლის იანვარში დაიკავა.
28 სექტემბერი 2026, 13:20
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ტვირთების გადაზიდვაა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 13:18
მსოფლიო
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო
შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:10
რეგიონი
რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: ეგვიპტემ ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტემ ისრაელი ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ისრაელმა ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვა. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


