პრემიერი: ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ აგორებული კამპანია ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებული კამპანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ვინაიდან გარკვეულ ძალებს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არ აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოვიდა.
„პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.
როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.
რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ „ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.
2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.
ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ.
რა თქმა უნდა, ბრძოლისა და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.
2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.
იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 21:08
სპორტი
„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.
12 აგვისტო 2026, 20:50
სამართალი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები ხვალ განახლდება - რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
12 აგვისტო 2026, 20:42
ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა - სამუშაოებმა ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ხმელეთის შემდეგ უკვე წყალში გრძელდება, ეს პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. უკვე 2029 წელს კი მთავრობის ამოცანაა პირველი გემების მიღება.
12 აგვისტო 2026, 20:40
მსოფლიო
ტრამპი მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ: სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
12 აგვისტო 2026, 20:39
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება - რა სიახლეებს მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისათვის - საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არაერთ სიახლეს მოიცავს. შესაძლოა, ნასვამმა მძღოლმა ავტომობილის დაძვრა ვერ შეძლოს და შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი ყველა ავტომობილში სავალდებულო გახდეს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენება უკანა სავარძელში მჯდომი მგზავრისათვის.
12 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. ისევ განსჯის საგნად იქცა კანონპროექტები, რომელთა მიმართ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მით უმეტეს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საქართველოს შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.
12 აგვისტო 2026, 20:30
საზოგადოება
დიდგორობა 2026 - საზეიმო ღონისძიებები და „დიდგორის ჯვრით” დაჯილდოებული სამხედროები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
12 აგვისტო საქართველოს ისტორიის იმ გამორჩეულ დღესაც ნიშნავს, რაც 9 საუკუნეა გმირობის და თავდადების, სამშობლოს სიყვარულის და ქართველის მებრძოლი ბუნების მაგალითს ნიშნავს.
12 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - პროკურატურა გამოძიება განაგრძობს, აფხაზეთის ომის ვეტერანები გია ბარამიძის ნათქვამს უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღალატი, მებრძოლების და ზოგადად ქართველების შეურაცხყოფა, ტყუილი - გია ბარამიძის მხილება გრძელდება. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულ თითოეულ ვეტერანს თუ ადამიანს ბევრი აქვს მოსაყოლი ომის შესახებ, არაფერი მისი თავდადების შესახებ. რაც თქვა - ეს ყველასგან ღალატად შეფასდა. ელენე ხოშტარიასთვის კი ბარამიძე პატრიოტიზმის სიმბოლოა.
12 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს.
12 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
უკრაინული მედია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა
2025 წელს უკრაინაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 41.6% ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა. ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღნიშნულ მონაცემებს მსოფლიო ბანკი კვლევაში Listening to Ukraine აქვეყნებს.
12 აგვისტო 2026, 19:55
ეკონომიკა
კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
12 აგვისტო 2026, 19:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის - დიდება ალაჰს
აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 აგვისტო 2026, 19:28
რეგიონი
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.
12 აგვისტო 2026, 19:03
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
12 აგვისტო 2026, 18:48
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.
12 აგვისტო 2026, 18:43
მსოფლიო
POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში
არმინა ფარიანსა და მის ოთხ დას ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე ისევ მოუწიოთ იმ მდევნელებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებსაც ავღანეთიდან გაექცნენ, ამჯერად უკვე გერმანიაში - 27 წლის ფარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანელმა ექსტრემისტებმა დედაქალაქი კვლავ დაიკავეს, ის და მისი დები თალიბანის საწინააღმდეგო აქციების გამო ქაბულში ორჯერ დააპატიმრეს, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, ოჯახი საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში“.
12 აგვისტო 2026, 18:42
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.
12 აგვისტო 2026, 18:25
საზოგადოება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.
12 აგვისტო 2026, 18:21
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიაში სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება
გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.


