imedi /  16 აგვისტო 2022, 14:32 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: ჩვენ და შეერთებული შტატები ვართ და ვიქნებით თანასწორი სტრატეგიული პარტნიორები. თუ ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ, არ ნიშნავს, რომ გვიკარნახონ, როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

არც ერთი სახელმწიფოს არც ერთ დიპლომატს/პოლიტიკოსს არ აქვს იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოს მიუთითოს, თუ რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში; როგორი უნდა იყოს კანონები; რომელი მოსამართლე იყოს უვადოდ და რომელი არა და ა.შ. - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ დღევანდელ წერილს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ამგვარი გაუგონარი უხეში ჩარევით, აშშ-ის საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

მისივე თქმით, იკვეთება საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკის დიპლომატიური მისიის შეტევის ახალი ხაზი, რომელიც ჯერ საელჩოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტს, ფულისტ თომას ილვესს (ესტონეთის ექს-პრეზიდენტი) ათქმევინეს. ახლა კი, ჩვენს ქვეყანას ვითომ სანქცირებული საქონლით ვაჭრობის საბაბით, საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან.

„სიმართლე არასდროს აზიანებს სამართლიან საქმეს (მაჰათმა განდი) 16 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობიდან ახლახანს გასულმა ოთხმა დეპუტატმა მორიგი გამაოგნებელი მხილებები წარმოგვიდგინეს აშშ-ის საელჩოს თავგასულობაზე. მათ განცხადებაში, კერძოდ, მოყვანილია სასამართლო რეფორმის შესახებ ამერიკის დიპმისიიდან მიღებული წერილის კონტენტ-ანალიზი. აღმაშფოთებელია, რომ სუვერენული ქვეყნის პარლამენტს აშშ-ის საელჩო რეკომენდაციებით კი არ მიმართავს, არამედ მითითება-ინსტრუქციებით - „უნდა“ (60-ჯერ არის ნახსენები).

არც ერთი სახელმწიფოს არც ერთ დიპლომატს/პოლიტიკოსს არ აქვს იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოს მიუთითოს თუ რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში; როგორი უნდა იყოს კანონები; რომელი მოსამართლე იყოს უვადოდ და რომელი არა და ა.შ. იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ამგვარი გაუგონარი უხეში ჩარევით, აშშ-ის საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. მეტიც, ხსენებული დეპუტატების მხილებების შემდეგ, იკვეთება საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკის დიპლომატიური მისიის შეტევის ახალი ხაზი, რომელიც ჯერ საელჩოსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლობისტს, ფულისტ თომას ილვესს (ესტონეთის ექს-პრეზიდენტი) ათქმევინეს. ახლა კი, ჩვენს ქვეყანას ვითომ სანქცირებული საქონლით ვაჭრობის საბაბით, საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. თუნდაც პროტექტორატის რეჟიმში ყოფნისას, ორი სახელმწიფო დებს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ერთი მხარე თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს მეორე მხარეს საგარეო თავდასხმის შემთხვევაში. ამის საპასუხოდ, პროტექტორატში მყოფი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ იმოქმედოს პროტექტორის წინააღმდეგ და მესამე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში გაითვალისწინოს პროტექტორი სახელმწიფოს ინტერესები. სახელმწიფო, რომლის მიმართაც ხორციელდება პროტექტორატი, არ კარგავს თავის სახელმწიფოებრიობას. ჩვენ და შეერთებული შტატები ვართ და ვიქნებით თანასწორი სტრატეგიული პარტნიორები. თუ ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ, რისთვისაც დიდი მადლობა, ეს არ ნიშნავს, რომ გვიკარნახონ თუ როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. საქართველოს არავინ მიაჩნია მეტროპოლიად, ეს წარსულს დიდი ხნის წინ ჩაბარდა. მწარე სიმართლის თქმამ, დიდი ტურბულენცია გამოიწვია როგორც საელჩოში, ასევე მის გარეთ. ამიტომაც, ახლა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, რათა საქართველომ შესაბამისი პოტენციური რისკები აიცილოს თავიდან“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ სასამართლო ხელისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2026, 10:50

ტექნოლოგიები

კვლევა: ფინანსური სირთულეები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის 2 759 მცხოვრების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნულ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 1946 წლის ერთი კვირის განმავლობაში დაიბადნენ.

29 ივლისი 2026, 10:48

რეგიონი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში გათვლილია ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

29 ივლისი 2026, 10:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

პაველ დუროვი

29 ივლისი 2026, 10:29

მსოფლიო

რუსეთში „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჯარედ ლეტო

29 ივლისი 2026, 10:24

კულტურა

ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.

29 ივლისი 2026, 10:01

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

29 ივლისი 2026, 10:00

მსოფლიო

CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

29 ივლისი 2026, 09:47

მსოფლიო

Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 09:32

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში

სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

29 ივლისი 2026, 09:29

კულტურა

გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა

„გონიოს ჰანგები“ - გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა. ისტორიული ციხის კედლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია გონიოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისტორიის გაცოცხლება.

29 ივლისი 2026, 09:28

რეგიონი

ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

როგორც აღინიშნა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

29 ივლისი 2026, 09:27

რეგიონი

ძველ რუსთავში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს ძველ რუსთავში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაზე არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მუშაობს.

29 ივლისი 2026, 09:26

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის განვითარების შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი ის საკითხები განსაზღვრეს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

დავით არახამია

29 ივლისი 2026, 09:24

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU), შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს. ინფორმაციას გამოცემა censor.net ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 09:23

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი თინათინ რუხაძეზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე

„იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი [თინათინ რუხაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე. ძალიან ბევრი საქმის ინიციატორი იყო - ძალიან ბევრი ფესტივალი ჩატარდა, ბევრი მიმართულებით გადაიგა ნაბიჯები. გვახსოვს მისი აქტიური ნაბიჯები კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

29 ივლისი 2026, 09:18

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი თინათინ რუხაძეზე: შეგვიძლია მას ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში საზოგადოებას ახსოვს არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხრიდან

შეგვიძლია მას [თინათინ რუხაძეს] ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

29 ივლისი 2026, 09:09

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს ტროტუარებში საკაბელო არხების განთავსება იგეგმება

დედაქალაქის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იცვლება წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები, დაწყებულია სანიაღვრეების მოწყობა.

29 ივლისი 2026, 09:07

სამართალი

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით,თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს - 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ნატო ბოლქვაძეს 5-დღიანი, შაკო ბაღდოშვილს და ლაშა დგებუაძეს 10 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ; მარინე ნანავას - 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა; ისევე, როგორც სანდრო სეხნიაშვილს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

29 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას ძალიან კარგი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.

29 ივლისი 2026, 08:59

რეგიონი

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.