22 აგვისტო 2022, 10:28 / სანდო წყარო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის წევრები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, სასამართლო ხელისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.

საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში.

პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1-ელ ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. „პივიტი“) გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა.

პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა.

სწორედ „პივიტის“ გაყალბება იქცა რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად და პარლამენტის საბოტაჟის განსახორციელებლად, რასაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ და „საიასთან“ ერთად, პოლიტიკური კრიზისი პირველად სწორედ „ისფედმა“ უწოდა.

როდესაც ასეთი მასშტაბის გაყალბების ავტორ ენჯეოს ამერიკის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, ცხადია, რაშიც არის საქმე. ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო „ისფედს“ სრულად ენდობა. ბოლოსდაბოლოს, მან ამ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბებაც კი ანდო.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული „პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც „ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის „ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს.

პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. „ისფედისგამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ „ისფედის“ ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა.

როდესაც ამის შემდეგ საელჩო „ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა „ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა.

საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია - ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა.

როდესაც საელჩოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა - მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა - ასეთი „დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს.

გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა.

ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის.

ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს.

წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 01:41

მსოფლიო

CNN: ინტენსიური მოლაპარაკებები ირანის მაღალი დონის დელეგაციასთან დოჰაში კვლავ გრძელდება

ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს დილით კატარში დაიწყო რეგიონული კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების დეტალებზე, კვლავ გრძელდება, - განუცხადა დიპლომატიურმა წყარომ CNN-ს.

26 მაისი 2026, 01:09

საზოგადოება

სოფიაში თბილისის სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა

სკვერის გახსნის ცერემონია 21 მაისს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სოფიის მერიის ორგანიზებით შედგა.

26 მაისი 2026, 00:58

საზოგადოება

ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.

მურიელ ბაუზერი

26 მაისი 2026, 00:44

პოლიტიკა

„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.

26 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.

ჟერალდ დარმანენი

25 მაისი 2026, 23:59

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.

25 მაისი 2026, 22:53

სამართალი

სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

25 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.

25 მაისი 2026, 22:00

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS-ი ავრცელებს.

25 მაისი 2026, 21:37

ეკონომიკა

შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

25 მაისი 2026, 21:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს

აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პროკურატურა

25 მაისი 2026, 21:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

25 მაისი 2026, 20:58

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან

საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

ანდრეი სიბიგა

25 მაისი 2026, 20:52

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.

25 მაისი 2026, 20:50

საზოგადოება

მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.

25 მაისი 2026, 20:42

რეგიონი

26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

25 მაისი 2026, 20:38

მსოფლიო

CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

გიორგი კანდელაკი

25 მაისი 2026, 20:33

პოლიტიკა

შეფასებები გიორგი კანდელაკის სტატიაზე, სადაც ავტორი საქართველოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები გიორგი კანდელაკი და „ნაციონალების“ ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი არიან.

ლადო სადღობელაშვილი

25 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს

„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.