მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს მოსახლეობაა, რაც არ უნდა ჩვენი გულშემატკივარი ქვეყანა იყოს, არავის უნდა ჰქონდეს სურვილი, ვინმეს კარნახით ხდებოდეს ცვლილებები
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ჩვენი კონსტიტუციით უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა. აქ არც ერთმა, რაც არ უნდა ჩვენი გულშემატკივარი ქვეყანა იყოს, არავინ უნდა დაგეგმოს მსგავსი პროცესები, არავის უნდა ჰქონდეს სურვილი, რაც არ უნდა კარგი სურვილი ჰქონდეს, რომ გარედან ჩარევით, ვინმეს კარნახით ხდებოდეს აქ ცვლილებები - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ხმის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის საელჩო გამიჯვნოდა „ისფედს“, მაშინვე გამოეთქვა მკაცრი მითითება ამ ორგანიზაციის მიმართ და პირდაპირ მოეწოდებინა, რომ მსგავსი აცდენები არ შეიძლება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, იმიტომ, რომ შეიძლება გამოიწვიოს რევოლუციური სცენარები და ა.შ. რაც მოყვა კიდევაც, საელჩოს თითქოს მომრიგებლური პოზიცია ჰქონდა.
მისივე თქმით, „პივიტი“-ს შეცდომის შესახებ ამერიკის საელჩო ინფორმირებული იყო, მიზანი იყო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი.
„ელჩის პასუხია კვლავ არგამიჯვნა, პირიქით, ის იცავს კიდეც. ასეთი იმიჯით მომუშავე ორგანიზაცია, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და უცებ ამხელა ცდომილება, არ გაჩერდა ეს დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში. მას რომ მკაცრი მითითება მაშინვე გამოეთქვა ამ ორგანიზაციის მიმართ და პირდაპირ მოეწოდებინა, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, მსგავსი აცდენები არ შეიძლება, იმიტომ, რომ შეიძლება გამოიწვიოს რევოლუციური სცენარები და ა.შ. რაც მოყვა კიდევაც. რა პოზიცია ჰქონდა საელჩოს? - თითქოს მომრიგებლური. ამაში ვამხელთ ჩვენ საელჩოს. თუ ჩემი პარტნიორი ქვეყანა და საელჩო ხარ, გინდა ქვეყანაში მშვიდობა იყოს, განვითარება, ევროპისკენ სვლა იყოს, დასავლურ ფასეულობებზე იყოს აქცენტი გაკეთებული, რატომ არ გაემიჯნა, რატომ არ გააკეთა მსგავსი განცხადებები. როცა საპირისპირო მოხდა, ჩავეძიეთ, ინფორმაცია მოვიძიეთ, გავყევით ამ კვალს, ამ წინა წერილებში, მივედით საელჩოსთან, რომ ის მანიპულირებს ამ ყველაფრით და ეს არის საგანგაშო“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, რაც არ უნდა სპეკულაციები იყოს, ვერავინ გაექცევა მოყვანილ ფაქტებს, რაზეც ყველა წერილში საუბრობენ.
„ჩემი და ჩემი მეგობრების მთავარი მოვალეობა და გამიჯვნა ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს ვიდრე მოსახლეობის ინფორმირებისა, რომელმაც უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყანა. იმ ქვეყნებში სადაც დასავლური ფასეულობები მაღალ დონეზეა, პირიქით, აუცილებელიცაა არ დაიმალოს კრიტიკა, არ დაიმალოს მსგავსი ფაქტები და სათანადოდ იყოს გამოძიებული და ვინც ამ დანაშაულს ჩადის, არათუ შემდეგ სამუშაო ჯგუფში, საერთოდ გარიყული იყოს პოლიტიკიდან, ასეთი მიდგომებია იმ ქვეყნებში და ჩვენ რატომ ვართ სხვანაირი ქვეყანა? ეს ორგანიზაციები პასუხისმგებელი საელჩოსთან კი არ უნდა იყვნენ, პასუხისმგებელი უნდა იყვნენ საკუთარ მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან. ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი. ამას ვამტკიცებთ ჩვენ, დიახ, ამერიკის საელჩო იყო ინფორმირებული, ხელოვნურად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. მიზანი იყო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი“. აქ ეს საშიშროება იყო, ხელისგულზე გვქონდა, ცოტაღა იყო დარჩენილი. ამ არჩევნების დროს მოთმინება გამოიჩინა ხელისუფლებამ და ფაქტებით დავამტკიცეთ რომ არ გავაყალბეთ. 8 %-იანზე, საიდან მოიტანეს ეს ფეიკნიუსი და ამაზეც ბოდიში არ მოუხდიათ. ამას ვედავებით „ქართულ ოცნებას“, მაშინ უნდა გასმულიყო წითელი ხაზი, რომ მსგავს ორგანიზაციებს არანაირი მონაწილეობა არ მიეღოთ, პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 12:22
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის სენატი მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება
აშშ-ის სენატი შესაძლოა უკვე მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრას შეუდგეს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 12:21
სამართალი
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 11:58
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
24 ივლისი 2026, 11:45
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გაყინული ირანული აქტივების ხარჯზე, ქაოსს გამოიწვევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება ზარალის ირანული გაყინული აქტივებით ანაზღაურების შესახებ გააკრიტიკა.
24 ივლისი 2026, 11:22
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ცესკოს ინფორმაციით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.
24 ივლისი 2026, 11:21
მსოფლიო
The New York Times: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო
ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც თეირანში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ ჩაიტანა. ინფორმაციას The New York Times-ი ირანელმა და ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 11:16
რეგიონი
ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.
24 ივლისი 2026, 11:14
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდი - Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.
24 ივლისი 2026, 10:51
სამართალი
სამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
24 ივლისი 2026, 10:50
საზოგადოება
საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან
ევროკავშირის წევრი 9 სახელმწიფოს, ასევე დიდი ბრიტანეთის, მონტენეგროს, სერბეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში ინტენსიური აკადემიური პროგრამა გაიარეს.
24 ივლისი 2026, 10:49
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:48
მსოფლიო
მედია: ზელენსკი მომავალ კვირას ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:46
სამართალი
ქვემო ქართლში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
24 ივლისი 2026, 10:41
კულტურა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
24 ივლისი 2026, 10:30
რეგიონი
ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, თვალამრიდები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.
24 ივლისი 2026, 10:28
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს 24 სექტემბერს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:23
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:13
საზოგადოება
TAV GEORGIA: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა, - განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.
24 ივლისი 2026, 09:40
რეგიონი
ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა
ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა. ადგილობრივებს მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობები შეხვდნენ. ისაუბრეს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების როლზე. შეხვედრის შემდეგ ჩოხატაურის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის დასის წარმოდგენა „ქალები“ გაიმართა.


