24 აგვისტო 2022, 15:53 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს, ეს არის პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ორგანიზაცია ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული და ასევე საქართველოში რევოლუციური პროცესის თანამონაწილე იყო და ამ ფონზე კითხვებს ბადებს აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც ორგანიზაციას ISFED-ს სანდო ორგანიზაციად აფასებს.

„აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს, ეს არის უაღრესად პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები 2020-2021 წლების არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა მიანიშნებდა სერიოზულ დარღვევებზე, როგორიცაა დაშინება, ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო "კარუსელი", ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და სხვა დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ისე მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში. არც ერთ ამ ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ეს დარღვევები არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, როგორც კი ეს შეცდომა დადასტურდა, მათ ამის შესახებ საზოგადოებას შეატყობინეს. ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება და მე არ მინახავს რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას დაადასტურებს. ფაქტი ის არის, რომ როგორც კი შეცდომა დადასტურდა და აღმოჩნდა, ის გასაჯაროვდა ისე, რომ მოქალაქეებს გაეგოთ, რა მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასე რომ, ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ეს გამიზნულად მოხდა ან ის რაიმე რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო, რეალობის დამახინჯებაა“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

თენგიზ შარმანაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:17

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „ასავალ-დასავალზე“: რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. არასერიოზული ხალხია

„რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. ეს არის არასერიოზული ხალხი და შეიძლება რაღაც შეკვეთის გამო ან იმის გამო, რომ რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯი გადადგან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მერე, როდესაც მტკიცებულებებზე მიაკითხავენ, ან ისეთ მტკიცებულებას წარმოადგენენ, სადაც თვითონვე ამბობენ: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართალია“, ან თუ პირადად მათ ეხება, ამბობენ: „მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, აი ამისგან გავიგე, აი აქ მითხრეს“, - ამბობს შარმანაშვილი.

08 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ბატონი ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა, რომ მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა, მიხეილ სააკაშვილი იწონებს

მე მგონი, ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ უკანასკნელ ნაბიჯებზე. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ, ერთი მხრივ, ამ ადამიანურ ტრაგედიაზე კაპიტალიზებს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იმისთვის, რომ როგორმე თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

08 სექტემბერი 2026, 14:14

პოლიტიკა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებები განიხილა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ გააცნო.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური

გამორიცხული არც ისაა, რომ მისი გარემოცვიდან იყოს შეკვეთილი სტატიები, ხომ? ანუ რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 14:11

საზოგადოება

გივი მიქანაძე: PISA-ს კვლევის თანახმად, საქართველო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს

მინისტრის თქმით, მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, საქართველომ მიღწევები გააუმჯობესა.

08 სექტემბერი 2026, 14:06

საზოგადოება

განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს (Spending Efficiency ) აქვეყნებს.

თამარ იოსელიანი

08 სექტემბერი 2026, 14:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში

დღეს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემაჯამებელი დღეა, ძალიან წარმატებული ორი დღე გვქონდა, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მუშაობას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

08 სექტემბერი 2026, 13:58

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გუშინ ბელგრადში რატკო მლადიჩის დაკრძალვის კადრები შოკის მომგვრელი იყო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის, გენერალ რატკო მლადიჩის დაკრძალვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინ ბელგრადში მისი დაკრძალვის კადრები შოკის მომგვრელი იყო.

08 სექტემბერი 2026, 13:30

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ ადამიანს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი, როგორც მინისტრი, ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

08 სექტემბერი 2026, 13:27

მსოფლიო

უნგრეთი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს.

მაია ომიაძე

08 სექტემბერი 2026, 13:26

ეკონომიკა

მაია ომიაძე: მესამე კვარტალში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას ველოდებით

„წლის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საომარი მოქმედებებისა, ჩვენ შევძელით ამ რეგიონის ტურისტული ბაზრებიდან დანაკარგების შემცირება. ამისათვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, სანამ ზაფხულის სეზონი დაიწყებოდა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაგვეყვანა მეორე კვარტალშივე. რაც შეეხება მესამე კვარტალს, საკმაოდ აქტიური სეზონი იყო. არ მინდა წინ გავუსწრო ციფრებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კარგი მესამე კვარტალი იქნება. წლის ჭრილში, როგორც ტურისტების ოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით, წინა წელთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება", - აღნიშნავს მაია ომიაძე.

08 სექტემბერი 2026, 13:26

საზოგადოება

GWP: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებები აღრიცხა და მოაწესრიგა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

08 სექტემბერი 2026, 13:14

მსოფლიო

POLITICO: მერცს დამაჯერებელი პასუხები არ აქვს - ულტრამემარჯვენეები მის პოლიტიკურ დასასრულს უმიზნებენ

გერმანიის ულტრამემარჯვენე ძალები ცდილობენ არჩევნებში მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვება ფრიდრიხ მერცისა და მისი დასუსტებული კონსერვატორების წინააღმდეგ საბოლოო დარტყმად აქციონ - კანცლერს კი, როგორც ჩანს, პასუხის გასაცემად მკაფიო გეგმა არ აქვს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 13:13

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და თბილისში მდებარე კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასადილოებში.

08 სექტემბერი 2026, 12:53

თავდაცვა

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

თენგიზ შარმანაშვილი

08 სექტემბერი 2026, 12:52

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! - თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა

„ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არცერთი არ ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! მან თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის, აბა?! მან კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება მან ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით, როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა!“ - აღნიშნა შარმანაშვილმა.

08 სექტემბერი 2026, 12:51

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში 374 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

08 სექტემბერი 2026, 12:47

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

08 სექტემბერი 2026, 12:40

მსოფლიო

სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა

თეირანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოულოდნელად ახალი მკაცრი პირობები წაუყენა „ტრამპის გზის“ (Trump Road) მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა საჯარო სივრცეში კეთილგანწყობას ინარჩუნებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.