ნანა კაკაბაძე: ელჩი დეგნანი კვლავ აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში „მთავარი ქურდის“ სტატუსით ჩარევის პოლიტიკას
ნანა კაკაბაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
საინტერესო ამბები ხდება ჩვენს გარშემო. როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილს ერთწლიანი პატიმრობის თავზე 13 კილო დაუკლია და ეს თურმე მის მძიმე დაავადებაზე მიუთითებს. ნეტა თუ უკითხავთ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, სხვა ქართველი პატიმრები საშუალოდ რამდენ კილოს იკლებენ წელიწადში?, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, წინ საინტერესო შემოდგომა გველის და დავინახავთ, ვისი ანალიზი და პროგნოზები იყო სინამდვილესთან მიახლოებული.
„1.კელი დეგნანი საქართველოში "მთავარ ქურდად" ზის. 2.უკრაინაში ომი კულმინაციურ წერტილს მიუახლოვდა 3.მიშამ ერთ წელიწადში 13 კილო დაიკლო;
საინტერესო ამბები ხდება ჩვენს გარშემო. როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილს ერთწლიანი პატიმრობის თავზე 13 კილო დაუკლია და ეს თურმე მის მძიმე დაავადებაზე მიუთითებს. ნეტა თუ უკითხავთ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, სხვა ქართველი პატიმრები საშუალოდ რამდენ კილოს იკლებენ წელიწადში?
ბალკანეთში აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ყველამ უნდა დაივიწყოს ნარატივი, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია, სჯობს იმ ნარატივს „მიაწექით“, რომ კოსოვო და სერბია ევროპის ნაწილებიაო. ისე, როგორ ხასიათზე დავდგებოდით ქართველები, რომელიმე უცხოელ მაღალჩინოსანს რომ ეთქვა, დაივიწყეთ, სამაჩაბლო და მცხეთა რომ საქართველოა, „მიაწექით“ ნარატივს, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ევროპააო.
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ერთ-ერთი კანონის დაჩქარებულად მიღების გამო უსაყვედურა და უცნაური ფორმის რეკომენდაცია შესთავაზა. კომისიას საერთოდ არ უსაუბრია კანონის ავ-კარგზე, არ მიუთითებია ევროპული სასამართლოს რომელიმე პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში შეიძლებოდა მოსულიყო მიღებულ კანონთან და მხოლოდ მისი დაჩქარებულად მიღების წესი გააკრიტიკა.
ელჩი დეგნანი კვლავ აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში „მთავარი ქურდის“ სტატუსით ჩარევის პოლიტიკას.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ძლიერი ხანძრები, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს, რომ ეს მაინცდამაინც ბუნებრივად არ უნდა ხდებოდეს.
თუმცა, მთავარი მაინც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. მსოფლიო ბირთვულ საფრთხეს ხედავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვებში, რადგან როგორც ამბობენ, მისი აფეთქების შემთხვევაში ჩერნობილის აფეთქებაზე 5-ჯერ მეტი სიმძლავრის კატასტროფას მიიღებს მთელი ევროპა. რუსები და უკრაინელები ერთმანეთს აბრალებენ მის დაბომბვას. ამ ელექტროსადგურს რუსები მარტის შემდეგ აკონტროლებენ, ანუ უკრაინელები ამტკიცებენ, რომ ბოლო ერთი თვეა რუსები საკუთარი თავს ბომბავენ, ხოლო რუსები უკრაინელებს დებენ ბრალს, რომ ისინი ბირთვული ტერორიზმით შანტაჟის გზით დასავლეთს აიძულებენ მეტი დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას.
თითქმის ერთი თვეა რუსების წინსვლა უკრაინაში შეჩერებულია. პროუკრაინელი ექსპერტები თვლიან დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდძალი შეიარაღების მიწოდების შედეგად მიღწეულია ე. წ. „საარტილერიო პარიტეტი“ და მალე უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა. რუსებს არც მატერიალური და არც მორალური ძალები აღარ გააჩნიათ ახალი შეტევებისთვისო.
ამ საკითხზე პრორუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე რუსეთმა უკვე დაიპყრო ე. წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ 100% და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თითქმის 50% (მთლიანობაში კი რუსებს უკრაინაში ამ ეტაპზე დაკავებული აქვს 3 შვეიცარიის ფართობის ტერიტორია), მან პაუზა აიღო, დიდძალ შეაიარაღებას უყრის თავს და ახალი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება. თანაც ის არ ჩქარობს, რადგან ელოდება ზამთრის დადგომას, როდესაც ევროპაში გაზის და ნავთობის კატასტროფული ზრდის გამო დაიწყება ევროპული ქვეყნების მოქალაქეების ფართომასშტაბიანი გამოსვლები, რაც ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებათა ცვლილებებს გამოიწვევს. გარდა ამისა, ნოემბერში აშშ-ს კონგრესში შუალედური არჩევნებია და თუ არჩევნების წინ (სექტემბერ-ოქტომბერში) რუსები უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევს, ამით ფაქტობრივად უზრუნველყოფს ბაიდენის პარტიის დამარცხებას ამ შუალედურ არჩევნებში.
მოკლედ, წინ საინტერესო შემოდგომა გველის და დავინახავთ, ვისი ანალიზი და პროგნოზები უფრო იყო სინამდვილესთან მიახლოებული.” - წერს კაკაბაძე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
28 მაისი 2026, 09:48
საზოგადოება
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
28 მაისი 2026, 09:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 მაისი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.
28 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
28 მაისი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
28 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა
ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
28 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
28 მაისი 2026, 08:19
საზოგადოება
სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა
ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.
28 მაისი 2026, 08:16
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.
28 მაისი 2026, 08:08
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.
28 მაისი 2026, 08:05
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
28 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
28 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან
გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
28 მაისი 2026, 08:00
სამართალი
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე აშშ და სომხეთი საფუძველს ჩაუყრიან „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.


