ნანა კაკაბაძე კელი დეგნანზე: უკვირს, თუ რატომ სთხოვენ მის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებებს და რატომ არ სჯერათ მისი უსიტყვოდ - არ უნდა ვიცოდეთ, რომ მის სიტყვებს არავითარი გამოძიება აღარ უნდა სჭირდებოდეს?
ნანა კაკაბაძე
ფოტო: იმედი
როდესაც აღმოჩნდა, რომ 2012-ში მოსული ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა აშშ-ის ყველა დიქტატს, ისინი „ნაცების“ ფარული მხარდაჭერიდან მათ აშკარა ლობირებაზე გადავიდნენ. დიპლომატად წოდებული აშშ-ის ელჩის სრულიად არადიპლომატიური განცხადებებით და ქმედებებით ღიად დაგვანახეს, რომ ჩვენ მათთვის არა თანასწორუფლებიანი პარტნიორები, არამედ მხოლოდ დავალებების შემსრულებლები უნდა ვიყოთ და ვიმოქმედოთ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ-ის ინტერესების შესაბამისად,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს კვლავ ელოდება ახალი „სიურპრიზები“ აშშ-ისგან, რომელიც, ბოლო 30 წლის განმავლობაში თავად დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლისკენაც საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა.
ნანა კაკაბაძე ყურადღებას ამახვილებს შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების და პენსიონერების ძარცვის თაღლითური სქემის სავარაუდო ორგანიზატორის, დავით კეზერაშვილის შესახებ განსხვავებულ მიდგომაზე. მისი განცხადებით, ელჩს უკვირს, რატომ ითხოვს ქართული საზოგადოება მისგან მოსამართლეობის კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მაშინ, როდესაც კეზერაშვილთან დაკავშირებით თავადვე აცხადებს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იცავდეს.
„სადა არის ჩემი ამერიკა? 70-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო აღთქმული ქვეყანა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამართლიანობის მექა. ქართველი დისიდენტების და ყველა პატრიოტის იმედი იყო ის, რომ თუ ოდესმე საქართველოს დამოუკიდებლობა ეღირსებოდა, სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის შენებაში სწორედ ამერიკა დაგვეხმარებოდა და დაგვიფარავდა.
ჯერ კიდევ 70-იანი წლების შუა ხანებში მე და ჩემი თინეიჯერი მეგობრები გულის ფანცქალით ვგულშემატკივრობდით პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ ანტიკომუნისტური ბრძოლის მთავარ იარაღად ადამიანის უფლებათა დაცვის პრიმატის წამოწევას, ხოლო 80-იანი წლების დასაწყისიდან, უკვე სხვადასხვა ასაკის ყველა დისიდენტი აღფრთოვანებული ვიყავით რონალდ რეიგანის მიზანმიმართული და უკომპრომისო ანტისაბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დანგრევა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება გამოიწვია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის შედეგი იყო. ამის შემდეგ ჩვენი საოცნებო შორეული ამერიკა ძალიან ახლოს შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ისტორიის კურიოზია, რომ ყველაზე გულმხურვალე კომუნისტად და „ანტიიმპერიალისტად“ მიჩნეული ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეშიც, დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაშიც „იმპერიალისტური“ დასავლეთის ასეთივე ერთგულ მოკავშირედ მოგვევლინა. მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა საუკუნის ბოლოს ბევრწილად განაპირობა აშშ-ს და მთელი დასავლური სამყაროს სოლიდური მატერიალური, ტექნიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის. დადგა 21-ე საუკუნე, მოხუცი შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა, რომლებმაც მიაღწიეს მათი პოლიტიკური გამზრდელი შევარდნაძის ძალისმიერ გადაყენებას და საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას. ამერიკამ თვალი დახუჭა (ან ხელი შეუწყო) სახელმწიფო გადატრიალებაზე და ხელისუფლების უკანონო, ძალისმიერი გზით დაუფლებას „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს. რეფორმატორებად წოდებულებმა, ისეთი აგრესიული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რომ 1 წელიწადზე ნაკლებ დროში აშკარა გახადეს მათი მმართველობის სასტიკი, არაადამიანური სახე. სისხლიან და ნიღაბჩამოხსნილ ნაციონალ მმართველებს თბილისში დიდი პომპეზურობით სტუმრად ჩამოსულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. და როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ კიდევ უფრო გათამამებულ- გათავხედებული ნაცების ხელისუფლებამ უფრო აგრესიულად განაგრძო სასამართლოს ნოტარიუსებად ქცევა, ბიზნესის დარეკეტება, თავისუფალი მედიის განადგურება, უკანონო დაპატიმრებები, პატიმართა მასობრივი წამებები, შიშის დასათესად ქუჩებში ახალგაზრდების ჩახოცვა და ა. შ. მოკლედ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,სახელმწიფოს მართვის მექანიზმად აქციეს. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი სერიოზული იმედგაცრუება ამერიკის მიმართ, თუმცა, ბევრი ისევ გულუბრყვილოდ იმედოვნებდა, რომ „იქ“, „ჩვენი იმედის სახელმწიფოში“ ეს ყველაფერი არ იცოდნენ. ამიტომ თავისუფლებისა და სიცოცხლის რისკის ფასადაც დაუღალავად ვმუშაობდით, რომ საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სისტემატურად მიგვეწოდებინა ფაქტებზე დამყარებული სავალალო სურათი, რომელიც ნაცებმა შექმნეს საქართველოში. საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებში ჩვენი ძველი კავშირების საშუალებით თუ კიდევ ვახერხებდით მცირედი სიმართლის გატანას, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაულახავ ყრუ კედელს ვაწყდებოდით. თანდათან ვრწმუნდებოდით, რომ მაშინდელი ადმინისტრაციებისთვის ღირებულებებზე აპელირება იყო მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრა. საქართველოს ისინი აღიქვამდნენ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელსაყრელ გეოგრაფიულ ტერიტორიად. ამერიკა მზად აღმოჩნდა, ამ ტერიტორიის მმართველთა ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე თვალი დაეხუჭათ. ამან მიგვიყვანა 2008 წლის ომამდეც და 2012 ის არჩევნებამდეც. ხალხის უდიდესი ნაწილის პოზიციის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა დემოკრატიულად წარმოჩენილი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში შენარჩუნება.
ოპოზიციაში გადასულ ნაცებს ამერიკის ადმინისტრაციამ ფარულად დაუწყო აქტიური მფარველობა და ლობირება. წლების შემდეგ როდესაც აღმოჩნდა, რომ 2012 ში მოსული ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა აშშ-ს ყველა დიქტატს, ისინი ნაცების ფარული მხარდაჭერიდან მათ აშკარა ლობირებაზე გადავიდნენ. დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩის სრულიად არადიპლომატიური განცხადებებით და ქმედებებით ღიად დაგვანახვეს, რომ ჩვენ მათთვის არა თანასწორუფლებიანი პარტნიორები, არამედ მხოლოდ დავალებების შემსრულებლები უნდა ვიყოთ და ვიმოქმედოთ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ-ს ინტერესების შესაბამისად. ამ ყველაფრის შემყურე მე და ბევრი ჩემი ძველი მეგობარი ვკითხულობთ: სად წავიდა ჩვენი ამერიკა? შორიდან ჩვენ არასწორად აღვიქვამდით და ახლოდან დანახული სულ სხვა აღმოჩნდა, თუ ბოლო 20-30 წელიწადში მართლაც ასე შეიცვალა ეს ქვეყანა, დაკარგა იმ ღირებულებებზე ორიენტაცია, რომელიც ჩვენთვის მისაბაძი და საოცნებო იყო? მაინც მგონია, რომ მეორე პასუხია სწორი და აი, რატომ: ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სფეროში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკისთვის მხოლოდ 2 დიდ მარცხზე ამახვილებდნენ ყურადღებას - იაპონიის ქალაქებში ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად დატრიალებულ უბედურებაზე და ვიეტნამის ომში განცდილ მძიმე მარცხზე. ორი ამ უმძიმესი მოვლენიდან აშშ-ს მმართველებმა სერიოზული დასკვნები გამოიტანეს. 90-იან წლებიდან მოყოლებული აშშ-მა სასტიკი მეთოდებით დაანგრია ან დაიპყრო არაერთი ქვეყანა (იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია და ა. შ.), სერბიის გულში შექმნა ახალი მუსლიმანური სახელმწიფო- კოსოვო. სექსუალური უმცირესობების პრიორიტეტი გამოაცხადა დემოკრატიულობის და ადამიანის უფლებების დაცვის დონის განმსაზღვრელად, აშკარად დაიწყო არადემოკრატიული, მაგრამ მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა.
საქართველოს მაგალითს რომ თავი დავანებოთ, აშშ-მ ვენესუელაში მისთვის მიუღებელი, მაგრამ არჩეული პრეზიდენტის-მადუროს ნაცვლად კი პროამერიკული ოპოზიციის ლიდერი ცნო პრეზიდენტად. დიდი მცდელობის მიუხედავად იქ ვერ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების გზით იმ კაცის ხელისუფლებაში მოყვანა. დღემდე მას აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა დიპლომატებმა იმდენი მოახერხეს, რომ უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის ლიდერები საჯაროდ აალაპარაკეს, რომ აშშ-სთან პარტნიორობა არ უნდა გულისხმობდეს მათ მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას.
მოკლედ, ისტორიის ამ უახლესი გაკვეთილებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უნდა მოველოდეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩისაგან. ქ-ნ დეგნანს უკვირს, თუ რატომ სთხოვენ მის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებებს, რატომ არ სჯერათ მისი უსიტყვოდ, განა არ უნდა ვიცოდეთ, რომ მის სიტყვებს არავითარი გამოძიება აღარ უნდა ჭირდებოდეს? ამავდროულად ელჩი გვეუბნება, რომ საერთაშორისო სკანდალში გახვეულ, ბიუჯეტისა და ევროპელი პენსიონერების ფულის მიმთვისებელ დავით კეზერაშვილს უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იცავდეს და მხოლოდ გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ეწოდოს მას დამნაშავეო. აშშ-ში ბევრი ჩვენი იქაური მეგობრები იზიარებენ, რომ ეს არ არის ჩვენი ამერიკა. ისინი თავის ქვეყანაში იბრძვიან, რომ დაიბრუნონ ის სამშობლო, რომელმაც აშშ აქცია ძლიერ, მდიდარ და მიმზიდველ ქვეყნად. ჩვენ, რა თქმა უნდა, აშშ-ს შიგნიდან შესაცვლელად და დაკარგული ამერიკის დასაბრუნებლად არავითარი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს მოსახლეობის მოტყუებულ ნაწილს ვუთხრათ სიმართლე, ავუხსნათ, რომ დღევანდელი ამერიკა თვითონ ეძებს გზას იმ ღირებულებების დაბრუნებისკენ, რომელზეც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა და მათმა შთამომავლებმა ააშენეს ეს დიადი ქვეყანა.“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.


