22 სექტემბერი 2022, 10:10 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, თუ რა შეიძლება დაემართოს აშშ-ს ინტერესებზე სრულად მიბმულ ქვეყანას, ეს სულ რაღაც ერთი წლის წინ ავღანეთის მაგალითზეც დავინახეთ

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

აშშ-ის ელჩმა, 30 წლის მანძილზე ჩადებული რამდენიმე მილიარდი დოლარი წამოგვაძახა, რომელთაგან ნახევარი ქართული ჯარის გაწვრთნას და აღჭურვას მოხმარდა, ხოლო ეს ინვესტიცია ჩვენი ჯარისკაცების სახით ისევ აშშ-ს საგარეო ომებში იქნა გამოყენებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, თანხის მეორე ნახევარი ძირითადად მათივე ინტერესების გამტარებელ ენჯეოებსა და მსგავსი მიზნებისათვის გაიხარჯა. ინვესტირება ფაქტობრივად არ შეხებია არც წარმოების განვითარებას, არც ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას.

,,სად გაქრა სამართლიანი და დემოკრატიული ამერიკა?

მე-20 საუკუნის დემოკრატიული ღირებულებების მებაირახტრე ამერიკა, 21-ე საუკუნეში ფაშისტური ღირებულებების დამცველად და გამტარებლად გადაიქცა.

70-იანი წლებში აშშ-მა სრულად დაძლია რასობრივი უთანასწორობები და მსოფლიო დემოკრატიის თითით საჩვენებელ ქვეყნად იქცა.

პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის პერიოდში, ამერიკაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა იყო პრიორიტეტი.

დღევანდელი აშშ-ის პოლიტიკა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას უქვემდებარებს.

ბუშის დროს ამერიკას არ ეთაკილებოდა მხარი დაეჭირა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმისათვის და „დემოკრატიის შუქურად“ გამოეცხადებინა რეპრესიული მანქანა.

დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებშიც იგივე პოლიტიკა გრძელდება.

ელჩი დეგნანი „ნაცების“ ანტიდემოკრატიული და სადისტური რეჟიმის მიმართ დღესაც სიმპათიებს გამოხატავს და ცდილობს მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობას.

პარალელურად ის სასტიკად გმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ლგბტ თემის აღვირახსნილ აღლუმებს. მცირედი წინააღმდეგობის გამოვლინებასაც კი მყისიერად ეხმაურება, გმობს და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ამ პირთა უმკაცრეს დასჯას.

კელი დეგნანი ასევე საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს გაემიჯნონ ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ „ანტიამერიკულ“ (კითხვების დასმა დემოკრატიული პროცესია და არა ანტიამერიკული) განცხადებებს, მაგრამ თვითონ ანალოგიურად მკაფიოდ არ ემიჯნება აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაკკეინის ინსტიტუტისა თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ მოწოდებებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ის არც იმაზე გვპასუხობს მკაფიოდ და გასაგებად, ერევა თუ არა ელჩი საქართველოს მართლმსაჯულების საქმიანობაში, როდესაც მოსამართლეს მისი სახელით ჯერ პასუხს სთხოვენ კონკრეტული განაჩენის თაობაზე და შემდეგ ამ მოსამართლეს ხსნიან აშშ-ში პრაქტიკის გასაცნობად გასამგზავრებელ მოსამართლეთა დელეგაციიდან და ყველა ლეგიტიმურ კითხვას ქედმაღლურად პასუხობს.

სამწუხაროა, როდესაც მთავარ პარტნიორად მიჩნეული აშშ და მისი აქ წარმოდგენილი ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შემზღუდველებად გვევლინებიან.

როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირში მოსკოვის დიქტატი არ მოგვწონდა, მის წინააღმდეგ ვიბრძოდით კიდევაც და ვცდილობდით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, რაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ დღეს, როდესაც ყველა კანონის მიღებას, ხელისუფლების თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ყველა სიტყვას აშშ-ს საელჩო გამადიდებელი ლუპით აკვირდება და შემდეგ ინსტრუქციებს იძლევა, რომელი იყო სწორი, მისაღები და რომელი მიუღებელი, ჩვენს „პატრიოტ“ პოლიტიკოსთა უმრავლესობას რატომღაც არ უჩენს იმის განცდას, რომ აშშ-ს მხრიდან ეს ნეოკოლონიალური მიდგომაა და პირიქით, იმათ ამუნათებენ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ასეთ დამამცირებელ დამოკიდებულებაზე პროტესტს გამოთქვამს.

საქართველოში დღეს არსებული შენობანაგებობები, ინფრასტრუქურის ძირითადი ობიექტები საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემოდათ მოქალაქეებს. მაგრამ ამისათვის არასოდეს არ გვიდიდებია საბჭოთა კავშირი.

აშშ-ის ელჩმა, 30 წლის მანძილზე ჩადებული რამდენიმე მილიარდი დოლარი წამოგვაძახა, რომელთაგან ნახევარი ქართული ჯარის გაწვრთნას და აღჭურვას მოხმარდა, ხოლო ეს ინვესტიცია ჩვენი ჯარისკაცების სახით ისევ აშშ-ს საგარეო ომებში იქნა გამოყენებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.
მეორე ნახევარი ძირითადათ მათივე ინტერესების გამტარებელ ენჯეოებსა და მსგავსი მიზნებისათვის გაიხარჯა. ინვესტირება ფაქტიურად არ შეხებია არც წარმოების განვითარებას, არც ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას.
თურმე ჩვენ მაინც მადლობლები უნდა ვიყოთ ამერიკის მთავრობის დახმარების და მათზე ერთი კრიტიკული სიტყვის წარმოთქმაც რუსეთუმეობად გვეთვლება.

ბევრი ჩვენი თანამემამულე ხბოს აღტაცებით გაიძახის, ამერიკა გადაგვარჩენსო და საერთოდ არ უკვირდება, რა ნაწილში შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ინტერესები აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს და რა ნაწილში შეიძლება შეეწინააღმდეგოს ეს ინტერესები ერთმანეთს.

ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში თუ რა შეიძლება დაემართოს აშშ-ს ინტერესებზე სრულად მიბმულ ქვეყანას, ეს სულ რაღაც ერთი წლის წინ ავღანეთის მაგალითზეც დავინახეთ, სადაც საკუთარი მოკავშირეები ტერორისტი თალიბების საჯიჯგნად მიატოვეს ისე, რომ წარბიც არ შეუხრიათ.

ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ე. წ. სტრატეგიული მოკავშირისგან არ უნდა აიტანო ნეოკოლონიალური დამოკიდებულება, არ უნდა აიტანო ყველანაირი დამცირება, რაც არც აწმყოში და არც მომავალში არ წაადგება დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის იმიჯს”, - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.