06 სექტემბერი 2022, 22:32 / სანდო წყარო

ჟოზეფ ბორელი: მნიშვნელოვანია, შესუსტდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი შესრულდეს, ეს კი არამარტო მთავრობამ უნდა შეასრულოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა

ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი

მნიშვნელოვანია, შესუსტდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი შესრულდეს, ეს კი არა მარტო მთავრობამ უნდა შეასრულოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველო მარტო არ არის, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი მზად არის დასახმარებლად.

„მე ძალიან მიხარია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოდან აი ამ ასოცირების საბჭოს სხდომაზე. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უმჭიდროესი პარტნიორი და თანამშრომელი ქვეყანა. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა იმიტომ, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება და ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, თუმცა ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის მომდინარეობს და მოდის თავისი პასუხისმგებლობებით და ეს პასუხისმგებლობა არის უპირველეს ყოვლისა რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოვლენილი იქნა ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი შესრულდეს. ეს არა მარტო მთავრობამ უნდა შეასრულოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებობს არანაირი მოკლე გზა, არანაირი გადახვევა, არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც შედეგებში გადაიზრდება და მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას. პერსპექტივა ძალიან ნათელია, როდესაც საუბარი არის ისეთ საკითხებზე როგორიც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლების პრინციპები. ეს ყველაფერი ჩვენი საფუძელმდებლო პრინციპებია. საქართველომ გადაწყვიტა ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია, რომ ეს დანაპირები შესრულდეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, იმიტომ რომ მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ამ გზაზე ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. არ არის მარტივი, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენ დასახმარებლად არის მზად”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 12:21

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

15 ივლისი 2026, 12:19

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 12:12

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“

15 ივლისი 2026, 12:10

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 12:10

საზოგადოება

კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე

ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

15 ივლისი 2026, 12:07

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს

ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.

15 ივლისი 2026, 12:02

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის)მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

15 ივლისი 2026, 11:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა

დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.

ზურაბ ქადაგიძე

15 ივლისი 2026, 11:50

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება.

15 ივლისი 2026, 11:46

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 11:45

რეგიონი

თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 11:40

საზოგადოება

ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება

ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა.

15 ივლისი 2026, 11:40

საზოგადოება

NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა, - ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 11:35

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი აკრიფა. სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

15 ივლისი 2026, 11:33

საზოგადოება

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

15 ივლისი 2026, 11:31

საზოგადოება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (EmreRay + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.

15 ივლისი 2026, 11:28

სპორტი

„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო კლუბმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული „იბერია“ - „ფლორას“ დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი თბილისის გუნდმა ესტონელები 5:4 დაამარცხა.

15 ივლისი 2026, 11:21

რეგიონი

თელავში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ვარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა

თელავში სალიკვიდაციო სამუშაო ამ დროისთვის ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. პარალელურად, აქტიურად გრძელდება ხევის ნაპირსამაგრი სამუშაო, რაც სპეციალისტების შეფასებით, დატბორვის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვლავ შეფერხებით მიეწოდება, თუმცა მუშაობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 11:20

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს

ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლენს. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

მარკო რუბიო

15 ივლისი 2026, 11:16

მსოფლიო

მარკო რუბიომ ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის იორდანიაზე მიმდინარე თავდასხმები დაგმო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილა და ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებს, მიუღებელი უწოდა.