imedi /  14 სექტემბერი 2022, 21:04 / სანდო წყარო

ოლაფ შოლცი: სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს აზრი არ აქვს, ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცი

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ.

„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ.

მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა.

მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გაზთან დაკავშირებით, ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან , ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან მის საუბარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ესაუბრონ ერთმანეთს. შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი.

„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო და მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც”,- აღნიშნა შოლცმა.

ყველა სიახლე

ედი რამა

24 აპრილი 2026, 02:05

მსოფლიო

ალბანეთის პრემიერი: ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის

ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის, - განუცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ გამოცემა POLITICO-ს.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:52

მსოფლიო

The Washington Post: ტრამპი მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ აპირებს ვლადიმირ პუტინი მიიწვიოს „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერების სამიტზე, რომელიც დეკემბერში, მაიამიში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილ დორალის გოლფ-კურორტზეა დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური მიწვევა ჯერ არ გაგზავნილა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:39

მსოფლიო

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:04

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების ვადების დასახელებაზე უარს ამბობს - „ნუ მაჩქარებთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, თუ რამდენ ხანს აპირებს ირანთან ომის გაჭიანურებას. თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე ვადებთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „ნუ მაჩქარებთ“.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 00:53

მსოფლიო

ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე - გამოიყენებდა თუ არა ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ - მკვეთრი უარით უპასუხა და აღნიშნულ კითხვას „სულელური“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 00:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანში სამიზნეების 75% უკვე განადგურებულია - თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ საქმეს და დავარტყამ დარჩენილ 25%-ს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა დასახული ამოცანების უდიდესი ნაწილი უკვე შეასრულეს.

24 აპრილი 2026, 00:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა ირანში იმდენად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გახარჯა, რომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, ქვეყანა, შესაძლოა, სრულად ვეღარ გაუმკლავდეს ტაივანის დაცვის გეგმას ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში, თუკი ეს უახლოეს მომავალში მოხდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

გიორგი გამსახურდია

24 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ

არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატომ ეკედლებიან? - კითხვა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას დასვა. „ვარდების რევოლუციამდე ზვიადი რაიკომის და ცეკას მდივნის მაგვარ მმართველს შეადარა, იმდენად ნაძირალაა[სააკაშვილი]. არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატო ეკედლებიან? მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც მაგათთან ერთად ამ თარიღებზე გავა. შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

რომის პაპი ლეო XIV

24 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს ომს, თუმცა გმობს ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობას

რომის პაპმა განაცხადა, რომ ის, როგორც მოძღვარი, მხარს ვერ დაუჭერს ომს ირანის წინააღმდეგ, თუმცა დაგმო ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

ესენი რაიმე წარმატებას მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, მის გარეშე თუ ეს მოხდა, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:50

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან, რა ბლაჟევიჩი?!, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებს გიორგი გამსახურდია.

დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2026, 23:48

მსოფლიო

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმების სასწრაფოდ მისაღწევად და აღნიშნა, რომ დრო ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ მუშაობს და არა ირანის.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:46

პოლიტიკა

გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას

სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქო და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:39

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან

ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში

არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ

ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მისამართით.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით

როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ქართველ ხალხზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა არის საქართველოს, მომავალი ძალიან ცდება.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:21

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ევრობიუროკრატების საქართველსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.

23 აპრილი 2026, 22:15

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ჯეფრი ეპშტეინი

23 აპრილი 2026, 21:55

მსოფლიო

CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახური ეპშტეინის ფაილების დამუშავების საკითხს გამოიძიებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შიდა ზედამხედველობის სამსახური იწყებს გამოძიებას დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილებისა და დოკუმენტების მომზადების პროცესზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.