05 ოქტომბერი 2022, 17:53 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებთ კელი დეგნანს, მკაფიო იყოს მისი განცხადება დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ელჩის პათოსს ემთხვევა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მკაფიო უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას, სადაც კელი დეგნანი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოსთან“.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ არ იქნება მკაფიო განმარტება და მეტი სიზუსტე, რა იგულისხმება ელჩის აღნიშნულ განცხადებაში, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, ოპოზიციის „მესიჯბოქსი“, რომ კანონი ერთ ადამიანს უნდა მოერგოს, ემთხვევა პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს.

„მკაფიოობაზე როცაა საუბარი, ამ ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ვუდასტურებთ რა პატივისცემას, ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან გუშინ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. დღეს, ქალბატონი კელი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუ აქ არ იქნება მეტი მკაფიოობა და მეტად დაზუსტება, ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის „მესიჯბოქსი“ ემთხვევა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის პათოსს. ამას სჭირდება უფრო დაზუსტება და მკაფიოობა. ამავდროულად, თუ გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ, რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდზე ვდებთ სამართლის, დემოკრატიის პრინციპებს და ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება, მოხდეს, ავტორიტარულშიც ალბათ ამას ერიდებიან, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში როგორც შეიძლება, მოხდეს – კონკრეტულ ადამიანს შეიძლება, მოერგოს პირდაპირ კანონი, ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტეა საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ ვინმემ მიიჩნია, რომ კელი დეგნანის კომენტარი კანონის ერთ ადამიანზე მორგებას ნიშნავს, „ვიღაცას ეგონება, რომ ელჩი აკეთებს იმგვარ განცხადებას, რომელიც სამართლის პრინციპებს საერთოდ გვერდით წევს“.

„ელჩის მხრიდან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ელჩის მხრიდან ამას მეტი დაზუსტება თუ არ მოჰყვება, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს იყოს იგივე ნარატივი, რაც მაგალითად, „ნაცმოძრაობიდან“ ჩემმა კოლეგამ გუშინ გაახმოვანა. თუ ვინმემ მიიჩნია, რომ ელჩის კომენტარი ნიშნავს, ერთ ადამიანს მოერგოსო, ვიღაცას ეგონება, რომ ელჩი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც სამართლის პრინციპებს საერთოდ გვერდით წევს. აქედან გამომდინარე, ამას სჭირდება დაზუსტება. სწორედ, როდესაც მაგალითად, ჩვენი და „ხალხის ძალის“ განსხვავებებზე გველაპარაკებიან, რა თქმა უნდა, არ გავემიჯნებით იმ თემას, სადაც ნებისმიერის, „ხალხის ძალიდან“ და ჩვენი კოლეგებიდან, უმრავლესობის წევრებიდან კი არა, „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან რომ დაისვას შეკითხვა და ამ კითხვაზე პასუხი იყოს მოთხოვნილი, მეც ვიტყვი, რომ პარლამენტის წევრი უსვამს შეკითხვას ნებისმიერს და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს. პასუხის გაცემაში არაფერი ისეთი არ არის, რაც სპეკულაციურად შეაფასებინებს ვინმეს, რომ ეს არის თავდასხმა მეგობარ ქვეყანაზე და ა.შ. ამიტომ, მკაფიოობა სჭირდება თითოეულ განცხადებას. არადაზუსტებები, „გაბლარული“ ნარატივი ყოველთვის წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც პასუხები არ არის ხოლმე და ეს აზიანებს საზოგადოებრივ და ეროვნულ ინტერესს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.

მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ

გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 12:58

ეკონომიკა

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.

22 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.

მიხეილ ყაველაშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

გია აბაშიძე

22 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 12:09

საზოგადოება

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

22 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 12:06

რეგიონი

ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.

22 სექტემბერი 2026, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

22 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 11:43

მსოფლიო

ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა

სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.

22 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს

მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თორნიკე ჭეიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება

ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.