შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს: ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგია“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომლითაც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართა.
შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.
2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში.
საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე - პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. საქართველო 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშროლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით. მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
09 აგვისტო 2026, 01:04
პოლიტიკა
ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო
„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები“.
09 აგვისტო 2026, 00:09
პოლიტიკა
ლაშა ქოიავა: 2008 წელს, იმის მიუხედავად რომ ჯარი ძალიან კარგად იყო ჩაცმულ-დახურული, კარგადაც იკვებებოდა, ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში - რეფორმები, რომელიც ოქრუაშვილმა ჩაატარა, მიმართული იყო ჯარის დემორალიზაციაზე და ჯარისკაცის დაკნინებაზე
„ერთი ბრძანებით ჯარიდან გაშვებული იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ვეტერანები. ჯერ ეს ბარამიძეს ჰქონდა დაბარებული და ბარამიძემ დაავალა ელენე ხოშტარიას, რომ ჯარიდან სამხედროები უნდა გაეყარა. მერე მოვიდა ოქრუაშვილი და ერთი ბრძანებით გაუშვა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც რასაკვირველია ჯარის მორალურ მდგომარეობაზე ცუდი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ქოიავამ.
08 აგვისტო 2026, 21:55
ეკონომიკა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მონაცემები საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings- მა გააუმჯობესა. სტაბილურიდან პოზიტიურად შეცვლილი პერსპექტივა საფინანსო სექტორის განმარტებით შენარჩუნებულ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.
08 აგვისტო 2026, 21:37
პოლიტიკა
ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და პარალელურად უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. - „ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და, პარალელურად, უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ „ქრონიკის“ ზარებს ამ დრომდე არ უპასუხა.
08 აგვისტო 2026, 21:29
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას აფასებს და ოპოზიციას სეპარატისტებისგან ოფიციალურად მხარდაჭერილს უწოდებს.
08 აგვისტო 2026, 21:26
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი
სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.
08 აგვისტო 2026, 21:09
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს“.
08 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადება და გამოკითხვა პროკურატურაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მაშინდელი მაღალჩინოსნები თუ სამხედრო პირები.
08 აგვისტო 2026, 21:00
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
08 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
პოზიციები აგვისტოს ომის შემდეგ და დღეს - ვინ განსაზღვრავს ოპოზიციის რიტორიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციას მოუხდა იმის დადასტურება, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებით სხვა პოზიცია ჰქონდათ, დამოკიდებულება კი მხოლოდ ახლა გაამწვავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეს არაღიარების პოლიტიკის საჭიროებით ახსნა.
08 აგვისტო 2026, 20:48
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე - გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.
08 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
გია ნიშნიანიძე: არც ისეთი სულელი უნდა იყოს ბატონო ბარამიძე, რომ ვერ ხვდებოდეს რა თქვა - რაღაც დიდი, პროვოკაციული, ბინძური პროექტის გეგმას ვთვლი
აფხაზეთის ომის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, გია ნიშნიანიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გია ბარამიძის განცხადებამ გარკვეული კითხვები გაუჩინა. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ის ტყვეების გაცვლის პროცესში არ მონაწილეობდა.
08 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
2008 წლის 8 აგვისტო - რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ათობით განადგურებული სოფელი და ოკუპირებული მიწა, მავთულხლართები….
08 აგვისტო 2026, 20:22
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან
„გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ, ის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ, მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
08 აგვისტო 2026, 18:47
რეგიონი
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და თანამშრომლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე საზღვაო ძალების ხუთი მოსამსახურე — კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპნენ.
08 აგვისტო 2026, 18:40
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო
სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.
08 აგვისტო 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ
მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა.
08 აგვისტო 2026, 17:48
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის, მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რომელი ნაციონალობის ადამიანს მიაქირავებენ ან მიყიდიან ბინას, პრობლემა თავად ეს ადამიანები არიან.
08 აგვისტო 2026, 17:37
პოლიტიკა
შარმანაშვილი რუსოფობიურ კამპანიაზე: ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ
ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, დიფ სტეიტს, რომ ვეძახით მათგან მართულები არიან, მათი აგენტურაა, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ზოგიერთი წამომადგენლის მხრიდან რუსოფობიურ კამპანიაზე საუბრისას. მისივე თქმით, შეკვეთით პატრიოტიზმი არ არსებობს.
08 აგვისტო 2026, 17:35
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
„როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას. და ვინმეს გჯერათ მათი ფსევდო-ანტირუსული შეძახილების, მიტინგების და მარშების? „ - წერს ანჯაფარიძე.


