03 ნოემბერი 2022, 13:35 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ახლა აბულინგებენ პრეზიდენტს იმისთვის, რომ იგივე არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც გიგი უგულავაზე გააკეთა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ახლა აბულინგებენ პრეზიდენტს იმისთვის, რომ იგივე არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც გიგი უგულავაზე გააკეთა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა გვარამიას პრეზიდენტი ზურაბიშვილი აბსოლუტურად მის თავმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმხელა სპეკულაციებია გვარამიას საქმის ირგვლივ, რომ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან მარტივად შეგვიძლია განვიხილოთ ამბავი. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი დაკავებულია მანქანით სარგებლობის გამო. მნიშვნელობა რას აქვს?! უდანაშაულოა თუ დამნაშავეა, ჯერ ხომ ამაზე უნდა ვისაუბროთ. მე, რომ მქონდეს ტელევიზია, თქვენ მოგცეთ სარეკლამო დრო და წამოვიყვანო პირობითად, 80 000$-ის ღირებულების მანქანა და ეს საფასური, ავტომანქანა სამსახურში კი არ მივიტანო და ბალანსზე ავიყვანო, არამედ ჩემი მეგობრის კომპანიაზე გადავაფორმო, დანაშაულია თუ არა?! 7 მილიონსაც რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს დანაშაულია თუ არა. აქ ავტომანქანით სარგებლობა რა შუაშია?! წარმოიდგინეთ რამხელა ტყუილთან გვაქვს საქმე, რომ ახლა ამბობენ სამსახურის მანქანით სარგებლობის გამო არის დაკავებულიო. სინამდვილეში დაკავებულია იმიტომ, რომ მიისაკუთრეს ავტომანქანა და დააზიანეს კომპანია.

მეორე საქმეზეც, რომელიც 7 მილიონზე მეტს ეხება, სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა საპატიმრო სასჯელი. ამაზეც არ უნდა მიესაჯოს? რატომ? ვიღაცამ პასუხი გასცეს. როცა 10 ათასების ან ათასების გულისთვის ციხეში სხედან... ის მოსაზრებაც გაჩნდა, რომ როგორ, გიგი უგულავა 48 მილიონისთვის გარეთ არისო. კი, აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, მაგრამ მისი უფლებამოსილების ფარგლებშია ეს გადაწყვეტილება და ახლა აბულინგებენ, რომ იგივე არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს თავმოყვარეობის გამო. მე პრეზიდენტის მაგივრად შეწყალებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის ნაკადრები, მაგრამ ეს არავის საქმე არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

არჩილ გორდულაძე

24 აგვისტო 2026, 11:54

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.

კახა კალაძე

24 აგვისტო 2026, 11:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

24 აგვისტო 2026, 11:48

საზოგადოება

შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა

შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა. ბანაკის მონაწილეებს ამჯერად დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი ეწვივნენ.

24 აგვისტო 2026, 11:43

პოლიტიკა

ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს

ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს. ის სააკაშვილს სახელმწიფოს მშენებელს უწოდებს, ჩერგოლეიშვილს კი დასცინის.

24 აგვისტო 2026, 11:40

მსოფლიო

ახალმა ზელანდიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილი იყო ავსტრალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლამდე ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება მსოფლიოში პირველმა აკრძალა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას გეგმავენ ვიეტნამში, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში.

რევაზ ჟღენტი

24 აგვისტო 2026, 11:28

რეგიონი

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი: მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუ რა მოხდებოდა. მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, როდის ჩამოიშლებოდა და როდის მოიყოლებდა ქვეშ პერსონალს და პაციენტებს ეს შენობა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო - ახალი ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი, თითქოს ცენტრი შეუფერებელ გარემოში გადაიტანეს. რევაზ ჟღენტის განმარტებით, შენობების რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ფილტვის ცენტრის ახალი მისამართი კი სპეციალურად შეარჩიეს ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით.

24 აგვისტო 2026, 11:21

საზოგადოება

სააპელაციო სასამართლო: 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოქალაქეს, მოსამართლეს და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელს ულოცავს კონსტიტუციის დღეს

სააპელაციო სასამართლო კონსტიტუციის მიღების დღეს ეხმაურება.

24 აგვისტო 2026, 11:21

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 11:20

სამართალი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამირან გულუაშვილი

24 აგვისტო 2026, 11:18

სამართალი

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საქმის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა ისაუბრა.

24 აგვისტო 2026, 11:17

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

24 აგვისტო 2026, 11:15

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 11:14

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

რაფაელ გლუკსმანი

24 აგვისტო 2026, 11:12

მსოფლიო

რაფაელ გლუკსმანი: დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვარ

„დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვარ. ნუთუ ჩვენს ქვეყანას უკიდურეს მემარჯვენეებს ჩავაბარებთ? ასეთი არჩევანის წინაშე მდგარს, გვერდზე დგომა არ შემეძლო“, - განუცხადა მან ფრანგულ ტელეარხ TF1-ს.

24 აგვისტო 2026, 11:06

მსოფლიო

ჩინეთსა და ვიეტნამში ტაიფუნმა წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ და ტაიფუნმა „ნორამ“ ჩინეთსა და ტაივანში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ჩინეთის ჰუანსის პროვინცია პრაქტიკულად მთლიანად დატბორა. სტიქიის ზონიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. უკვე გახიზნულია 54 ათასამდე ადამიანი. ტაივანში 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

24 აგვისტო 2026, 10:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში.

ანდრი სიბიგა და ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 10:53

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს

ლონდონი კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს უკრაინაში მათი აწყობისთვის. ევროპულ თავდაცვის კომპანია MBDA-ს ნება დაერთვება, უკრაინას გაუზიაროს საიდუმლო მონაცემები ბრიტანული Storm Shadow-ს ფრანგული ვერსიის​ - SCALP-ის კომპონენტების შესახებ. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ენდი ბერნემის კიევში ვიზიტამდე გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

24 აგვისტო 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული

ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

24 აგვისტო 2026, 10:33

მსოფლიო

უკრაინამ დაღესტანში, ადიღესა და სტავროპოლის მხარეში Ozon-ის საწყობებს დაარტყა

გარდა ამისა, უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა Ozon-ის 3 საწყობი სხვადასხვა რეგიონში - ადიგეისკში, მაჰაჩყალასა და ნევინომისკში. მარკეტფლეისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​ადიგეისკსა და ნევინომისკში დაშავებულები არ არიან, ხოლო თვითონ ობიექტები და შიგნით არსებული საქონელი „წესრიგშია“. ამასთან, საწყობები ჯერჯერობით დახურულია. მაჰაჩყალაში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.