მამუკა მდინარაძე: კორეაში ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა ამ საკითხებზე
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა მსგავს საკითხებზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინვესტიციებზე და იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, მსჯელობა იყო ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე და ამ ქვეყნის დაინტერესებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. და სამომავლოდ, კორეის მხარე ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავის წვლილს შეიტანს.
„კორეის მხარემ ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავისი წვლილი შეიტანა და იგივე დაპირება მივიღეთ და ეს ძალიან კარგია. სადაც ტექნოლოგიებს ფლობენ მაღალ დონეზე და ასეთი საშუალებები გააჩნიათ, მათი მხრიდან ეს პოზიტიური დაპირება იყო და ამით მოხარულები ვართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
12 მაისი 2026, 23:56
მსოფლიო
ტრამპი: ეს ომი დასასრულს უახლოვდება - ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე წელს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
12 მაისი 2026, 23:53
საზოგადოება
ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა. ვიდეო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.
12 მაისი 2026, 23:13
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
12 მაისი 2026, 23:01
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა
ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 მაისი 2026, 22:59
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
12 მაისი 2026, 22:10
მსოფლიო
კაია კალასი: პუტინის პოზიცია სუსტდება და ამან შესაძლოა ომის დასრულების შესაძლებლობა გააჩინოს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.
12 მაისი 2026, 21:47
სპორტი
პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია
ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს - ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
12 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო
ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
12 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე
ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციას აფასებს.
12 მაისი 2026, 21:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე.
12 მაისი 2026, 20:59
სამართალი
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ირანის მოქალაქეს საქართველოში 13 ათასზე მეტი აბი „მეთადონი“ შემოჰქონდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამოღებულია სატვირთოს სამალავში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აკრძალული ტვირთი სავარაუდოდ, შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს.
12 მაისი 2026, 20:58
კულტურა
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში მილიონობით მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს კონკურსის საბავშვო ნაწილში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.
12 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსისა და სააკაშვილის დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილი ოპოზიციას განსჯის, ოპოზიცია თავს იმართლებს. ალიანსის სტრატეგია მსჯავრდებულს არ აკმაყოფილებს, გარეთ მყოფებმა კი შეუთვალეს, რომ არ ეთანხმებიან და არგუმენტად დაანონსებული ე.წ. კარდაკარ შეხვედრები დაასახელეს. შიდა კონფლიქტი, დაკარგული მხარდამჭეერები და არარსებული რესურსი-ასე ხედავს მმართველი პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია ალიანსის რეალობას.
12 მაისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და სანქციები, - ამ მოთხოვნებს აყენებს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. ავტორები ხელისუფლებას ავტორიტარულ მართვაში სდებენ ბრალს, ქვეყანას კი, რუსეთის მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
12 მაისი 2026, 20:34
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებას უწუნებს და აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებას უწუნებს და აკრიტიკებს, შალვა პაპუაშვილს პეტერ ფიშერთან პოლემიკა აღარ სურს.
12 მაისი 2026, 20:26
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავენ სხვადასხვა სახელმწიფოს ეკლესიათა წინამძღოლები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავენ სხვადასხვა სახელმწიფოს ეკლესიათა წინამძღოლები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოები.
12 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ოპოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ - თავდასხმა ახლად აღსაყდრებულ პატრიარქზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საყოველთაო ზეიმს ამჯერადაც ჩამორჩა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი განწყობაც და საჯარო გამოხატვის ფორმაც შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დღევანდელი დღე ძვირფასია. თავდასხმა ახლად აღსაყდრებულ პატრიარქზე ხელისუფლებისთვის დიდი ხნის წინ დაწყებული ანტისაეკლესიო კამპანიის ნაწილია, რომლის უკან მმართველი გუნდი უცხოელ დამკვეთებს ხედავს.
12 მაისი 2026, 20:22
საზოგადოება
პატრიარქის და ეკლესიის მიმართ პატივისცემა დაადასტურა ხელისუფლებამ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატრიარქის და ეკლესიის მიმართ პატივისცემა დაადასტურა ხელისუფლებამ.
12 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
პენტაგონის შეფასებით, ირანის ომის ღირებულება უკვე 29 მილიარდი დოლარია
აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაჯდა - ეს შეფასება აღემატება იმ 25-მილიარდიან ნიშნულს, რომელიც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა კონგრესს ორი კვირის წინ წარუდგინეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
12 მაისი 2026, 20:12
საზოგადოება
საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია - შიო მესამის საპატრიარქო გზა დღეს სვეტიცხოვლიდან დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის!” ასე მიმართა ერსა და ბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. შიო მესამის საპატრიარქო გზაც სვეტიცხოვლიდან დაიწყო. რიგით 142, ასაკით 57 წლის - ის დღეიდან და სიცოცხლის ბოლომდე, ეკლესიასა და მრევლზე პასუხისმგებლობას იღებს. გიორგი აბაზაძეა პირდაპირ ეთერში


