ზაზა შათირიშვილი: ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. შათირიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ ღირებულებით კრიზისს განიცდის და მისი სტრუქტურები არა ევროკავშირის ობიექტური ინტერესების, არამედ სრულიად სხვა ძალების კარნახით მოქმედებენ.
ერთმა სანდო კაცმა მითხრა, რომ ევროპული აგენტოკრატიის ცნობილ წარმომადგენელს, ანდრიუს კუბილიუსს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ალალად განუცხადებია, ევროპა რამდენჯერაც დამოუკიდებელი იყო, ყოველ ჯერზე პრობლემებში გაეხვა და მაინც ამერიკელების დასახმარებელი გახდა და ამდენად, ევროპას ამერიკის შეერთებული შტატებისგან სტრატეგიული დამოუკიდებლობა არ ჭირდებაო.
ამ ფრაზით, კუბილიუსმა დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ - ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს.
ევროპას სტრატეგიული პრობლემა მეორე მსოფლიო ომმა შეუქმნა, რომლის შემდეგაც ომით დანგრეულ კონტინენტზე აგენტოკრატიის პირველი ძლიერი კონტურები გამოიკვეთა. სწორედ ევროპის სტრატეგიულ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა, თავის დროზე, ევროკავშირი, რომელმაც, არსებობის გარკვეულ ეტაპზე, ევროპას მნიშვნელოვანი სტრატეგიული წინსვლა მოუტანა. 2001 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ამერიკულ ეკონომიკას დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარზე მეტით ჩამორჩებოდა, თუმცა, 2002-2008 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და მან ამერიკისას თითქმის 2 ტრილიონით გადაასწრო. იმავე პერიოდში, ევროკავშირი გეოგრაფიულადაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც მას საერთაშორისო პოლიტიკური პოზიციებიც დამატებით გაუმყარა. იმავე პერიოდში, ჩამოყალიბდა ევროკავშირისთვის მომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, საიდანაც ევროკავშირს იაფ ბუნებრივ რესურსებზე დაუბრკოლებელი წვდომა ჰქონდა, ეს კი ევროპული მრეწველობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგელა მერკელის, გორდონ ბრაუნისა და ნიკოლა სარკოზის ლიდერობის პირობებში, გერმანიაც გერმანიას გავდა, დიდი ბრიტანეთიც დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთიც საფრანგეთს.
რომ შევაჯამოთ, 2008 წლამდე ევროკავშირმა სტრატეგიული პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით, პოზიციები არსებითად გაიმყარა. შესაბამისად, ევროპის სახით, ამერიკას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენტი გაუჩნდა, რაც ამ უკანასკნელისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა.
2008 წლიდან, ევროპის საქმე სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავიდა, რაშიც გადამწვეტი წვლილი, ბუნებრივია, აგენტოკრატიის ოკეანისგაღმელ უფროსებს მიუძღვით. ძველი ქართული გამონათქვამის მიხედვით, გაჟეჟილს გატეხილი ჯობია. სამწუხაროდ, ევროკავშირი გაჟეჟილი ინსტიტუტია იმ გაგებით, რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციაა და არც სახელმწიფო.
ჰიბრიდული ბუნების გათვალისწინებით, ევროკავშირს არა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი რამდენიმე სასიცოცხლო ელემენტი, მათ შორის, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურები და ეროვნული თავდაცვის სისტემა. ასეთ პირობებში, ევროკავშირი უკიდურესად მოწყვლადია გარე საფრთხეების მიმართ, რამაც ის, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მსხვილ აგენტოკრატიად აქცია. ამ პირობებში, სამწუხაროდ, ევროპელი „ლიდერების“ ხელითვე ხდება ევროკავშირის განადგურება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით.
თუ 2002-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, მისი ეკონომიკა 16,6 ტრილიონი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში შემდგარი სამი ომის ფონზე, ევროკავშირმა 14-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა და ეს სტაგნაცია და უკუსვლა დღესაც გრძელდება. ამასთან, ევროკავშირის ეკონომიკურმა სტაგნაციამ მისი წევრი ქვეყნების თითქმის პირდაპირპროპორციული სტაგნაცია გამოიწვია. შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს, ამერიკის ეკონომიკა 25 ტრილიონზე მეტი იქნება, ანუ ამერიკელებმა ევროპას 2008 წლიდან არა მხოლოდ 2 ტრილიონის ჩამორჩენა გაუქვითეს, არამედ ამას ზემოდან 9 ტრილიონის უპირატესობაც დაუმატეს.
მოსალოდნელია, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივების ფონზე, ევროკავშირის ეკონომიკა და მრეწველობა არათუ უკუსვლას განაგრძობს, არამედ მან საბოლოო ფუნდამენტური დარტყმა შეიძლება მიიღოს. სამმა ომმა ევროკავშირს თანდათანობით ჩაუჭრა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მიმდინარე ომის საბოლოო შედეგი კი, ევროპისთვის იაფ რუსულ გაზსა და ნავთობზე წვდომის სრული შეზღუდვა იქნება. შესაბამისად, ევროპა სრულად დარჩება დამოკიდებული ძვირ ამერიკულ გაზსა და ნავთობზე, რაც მის ეკონომიკასა და მრეწველობას უკიდურესად დაასუსტებს და სტრატეგიულ დამოუკიდებლობას სრულად დაუკარგავს.
ყველას გვახსოვს, მაგალითად, ფრანგული და იტალიური კინემატოგრაფი, რომლისგანაც დღეს, პრაქტიკულად, აღარაფერია დარჩენილი და რომელიც მთლიანად ჰოლივუდმა შთანთქა. არსებული ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საუკუნოვანი გერმანული ინდუსტრიაც და შვეიცარიული საბანკო სისტემაც სწორედ ასეთივე სრული შთანთქმისთვის არის განწირული. ასეთ პირობებში, ევროპა, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი სრულად კარგავს იმ მიზიდულობას, რომელიც მას 2008 წლამდე ჰქონდა და რომელსაც ის 2022 წლამდე ჯერ კიდევ ნაწილობრივ ინარჩუნებდა. გაზისა და ნავთობის გაძვირების ფონზე, ევროპული კომპანიები წარმოების ამერიკაში გადასატანად უკვე რიგში დგანან, რის გამოც ევროპული ეკონომიკა უახლოეს 2-3 წელიწადში 25-30 პროცენტითაც კი შეიძლება შემცირდეს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირის ღირებულებითი შიგთავსი. ბუნებრივია, თითოეული ქართველისთვის ევროპა, პირველ რიგში, ის ღირებულებებია, რომლებსაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მყარად დაეფუძნა. სოციალური კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, ქრისტიანული კულტურა და ტრადიციები არის ის ღირებულებები, რომლებიც ქართველებს ევროპაში მოგვწონს და რომლის გამოც ევროპისკენ მივისწრაფვით.
თუმცა, ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში კულტურის ცნება ლგბტ პრაიდამდე, ერთსქესიანი ქორწინებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდამდე და ე.წ. ლგბტ ბავშვების საბავშვო ბაღებამდე დაიყვანება. გარდა ამისა, საგანგებოდ შექმნილი იდეოლოგიის საფუძველზე, ევროპას თავს მოახვიეს თითქმის ულიმიტო მიგრაცია, რის გამოც უძველესი ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნები საკუთარ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას სწრაფი ტემპით კარგავენ. ბუნებრივია, ევროკავშირის წევრობის პირობებში, საქართველოც ასეთივე პროცესებისთვის იქნება განწირული.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმოქმედონ მაღალი პასუხისმგებლობით და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმ პერსპექტივების შესახებ, რომელიც ევროკავშირის მომავალს და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს მომავალს უკავშირდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორი ეკონომიკური და ღირებულებითი შედეგი ექნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის არაფრისმომცემ სტატუსს საქართველოს მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობა არ გადააყოლოს“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 22:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა.
27 ივნისი 2026, 22:39
სამართალი
გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.
27 ივნისი 2026, 22:35
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან
„დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტების პასუხად.
27 ივნისი 2026, 22:27
პოლიტიკა
ილია ღლონტი: უამრავი რამ არ მომწონს ევროკავშირში, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკა
„როდესაც ამ ქვეყანაში რეალური პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, გვაქვს რეალური, მათ შორის სუვერენიტეტის გამოწვევები, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შეთქმულების თეორიებზე, რომელიც რეალური გეოპოლიტიკით, რეალური ეკონომიკით ვერ აიხსნება. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნაწილი შედის შეცდომაში და ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გვქონდეს ამაზე სასაუბროდ არგუმენტირებულად და შინაარსობრივად. იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა ილია ღლონტმა.
27 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
საბა ბუაძე: თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები
თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები, - განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".
27 ივნისი 2026, 22:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირს, თავისი მიზნებიდან გამომდინარე დღეს სჭირდება ძალიან დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან. რატომ არიან გაბუტულ რეჟიმში, იმიტომ რომ ევროკავშირი თავის პოლიტიკას ვერ აყალიბებს
როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელი არ აყალიბებს იმ დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირს სჭირდება. „სამწუხაროდ, ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი არ არის დამოუკიდებელი, ევროკავშირს დღეს უკვე სჭირდება დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
27 ივნისი 2026, 22:11
მსოფლიო
Reuters: ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტში პრაიდის პირველ მსვლელობას ორბანის დამარცხების შემდეგ
მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის აპრილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ პირველ ყოველწლიურ პრაიდ მსვლელობას 10 000-ზე მეტი უნგრელი შეუერთდა.
27 ივნისი 2026, 22:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცლად აანალიზებს, თუ რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთს პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოსთან ინტეგრაციას აირჩევს. თვალსაჩინოებისთვის დავით ქართველიშვილს ვრცელ პოსტში ახლად ჩამოყალიბებული და აღიარებული კიურასაოს მაგალითი მოჰყავს.
27 ივნისი 2026, 22:03
პოლიტიკა
ილია ღლონტი: კი, რა თქმა უნდა, 2024 წელს აქციები მშვიდობიანი იყო, სანამ პოლიციის ძალადობა დაიწყებოდა
„კი, რა თქმა უნდა. სანამ პოლიციის ძალადობა დაიწყებოდა“, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ილია ღლონტმა არჩილ გორდულაძის კითხვას, იყო თუ არა 2024 წელს აქციები მშვიდობიანი.
27 ივნისი 2026, 21:49
პოლიტიკა
საბა ბუაძე: სოფლის მეურნეობაში ფულს რომ ჩაასხამ მილიარდებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება რომ შემცირდება, ეგაა შეურაცხყოფა
დააცარიელეთ ამ ქვეყნის სოფლები და სოფლები არ დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც დაცლილი არ არის იმის გამო, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გააკეთოთ ყველაფერი,- განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".
27 ივნისი 2026, 21:45
პოლიტიკა
საბა ბუაძე: ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ
„ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ. ყველაზე მეტად პოლიციას ამ ქვეყანაში ნდობა დაუკარგეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ, როდესაც ჩააყენეთ პარტიის სამსახურში. ნებისმიერი კვლევა ნახეთ. „მასკიანი" ხალხი რომ ათარეშეთ ამ ქვეყნის დედაქალაქში და ორი წელია ამბობთ, რომ ვერ გავიგეთ ვინ იყოო, ეგ იყო პოლიციისთვის ჩრდილის მიყენება და სამარცხვინო ქმედება", - აღნიშნა საბა ბუაძემ.
27 ივნისი 2026, 21:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: 1500 ლარი კი არა, 2000 ლარი კი არა, არც 15 000 ლარი და 150 000 ლარი არ არის ჩვენი გუნდისთვის საკმარისი თითოეული ჯარისკაცისთვის. არ არის ეს საკმარისი ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამშობლოს მსახურება ფულში ვერანაირად დაითვლება
1500 ლარი კი არა, 2000 ლარი კი არა, არც 15 000 ლარი და 150 000 ლარი არ არის ჩვენი გუნდისთვის საკმარისი თითოეული ჯარისკაცისთვის. არ არის ეს საკმარისი ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამშობლოს მსახურება ფულში ვერანაირად ვერ დაითვლება ,- ასე უპასუხა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილია ღლონტის კითხვის საპასუხოდ საკმარისია თუ არა ხელფასი, რომელიც ჯარისკაცებს აქვთ.
27 ივნისი 2026, 21:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
27 ივნისი 2026, 21:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ოპონენტების პასუხად.
27 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა
„ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია, იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
27 ივნისი 2026, 21:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ
ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი" .
27 ივნისი 2026, 21:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საბა ბუაძეს: წარმოდგენა არ გაქვთ, მოდიხართ და გვესაუბრებით რეზოლუციებზე, თქვენ ახლა გიყურებენ თქვენი გუნდის ყოფილი წევრები და სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ ამ ადამიანს ჩვენს პარტიაში რა უნდოდაო
ჩვენ არ ვარღვევთ სანქციებს და ეს დაადასტურა ვინც კი ამ საკითხებში კომპეტენტურია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითიც უპასუხა პოლიტიკოსის, საბა ბუაძის კითხვას, ხდება თუ არა სანქციების გვერდის ავლა.
27 ივნისი 2026, 21:01
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციას არ ცნობდა და ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან საქართველო სად მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ“.
27 ივნისი 2026, 20:50
პოლიტიკა
გორდულაძე საბა ბუაძეს: როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, არც ისრაელმა დაუჭირა მხარი და თქვენ რას ამბობთ, ისრაელი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს არ უჭერს?! ეს ხომ ასე არ არის?!
„არსებობს კონკრეტული, სუბიექტური მოცემულობები, რომელიც აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანას და ამიტომაც იკავებენ თავს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან. რომ ნახოთ, წლიდან წლამდე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. აქაც ჩანს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სისწორე და დიპლომატების წარმატებული მუშაობის მაგალითი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
27 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ხოშტარიაზე: მე არ მინდა, რომ ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული. მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც შესაძლოა ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან.


