26 დეკემბერი 2022, 16:46 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: 2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირებების შედეგად „საქართველოს განვითარების ფონდი“ შეიქმნება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

2023 წელს ახალი ფონდი გვექნება, ახალი პირობებით და ახალი სახელით, რომელსაც საქართველოს განვითარების ფონდი ჰქვია, დღეს ასე მიიღო მთავრობამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები,- ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავრობაში მიდიოდა მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციებთან. ასევე, საპარტნიორო ფონდის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო და პარლამენტს უახლოეს ხანებში გადაეგზავნება. უკვე 2023 წელს ახალი ფონდი გვექნება, ახალი პირობებით და ახალი სახელით, რომელსაც საქართველოს განვითარების ფონდი ჰქვია, დღეს ასე მიიღო მთავრობამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის პარლამენტზე და პარლამენტი რა ფორმით დაამტკიცებს ამ ცვლილებებს, უნდა ვნახოთ 2023 წელს. იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდება, ოპერატიულად მოხდება და შემდეგში ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და მეტი დამოუკიდებლობა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი აზრი. არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. მას ექნება თავისი რესურსები. ის თავისი გამჭრიახი და სწორი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას. აქაც პრიორიტეტები უფრო მკაფიოდაა განსაზღვრული, უფრო ვიდრე ადრე იყო, წინა კანონში. კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ესაა ექსპორტზე ორიენტირებული, ეს არის უფრო ინოვაციური მიმართულებები და პროექტები“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მთავრობის წევრები აღარ იქნებიან.
„ერთია დამოუკიდებლობა და ამას უზრუნველყოფს განახლებული მმართველობითი სისტემა - ფონდი პოლიტიკური მონაწილეობისგან იქნება დამოუკიდებელი. დღეს იცით, რომ მინისტრები და მთავრობის წევრები არიან უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. მომავალში ფონდს ეყოლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შესაბამისად მიიღებს მათ შორის საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილებებს. უზრუნველყოფილია საბჭოს უფრო მეტი დამოუკიდებლობა, უფრო მეტად ბიზნეს ორიენტირებულობა. ეს დამოუკიდებლობა არის ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებშია ასახული. ეს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონკრეტული პრიორიტეტულ მიმართულებებში, კონკრეტული პარამეტრებით განახორციელებს თავის საინვესტიციო საქმიანობებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

20 მაისი 2026, 08:11

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება ჩვენი საზოგადოება, რომ სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ უსამართლო მიდგომების ობიექტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა პრემიერ - მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.

20 მაისი 2026, 08:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს

დღეს ქართველი კანონმდებლები შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში შეხვედრას გამართავენ პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანთან. მხარეები საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრებენ.

შიო მესამე

20 მაისი 2026, 08:00

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, 14:00 საათზე პარაკლისს აღასრულებს.

20 მაისი 2026, 01:19

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში

ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

20 მაისი 2026, 00:57

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას

ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

20 მაისი 2026, 00:48

სპორტი

„არსენალმა“ 22-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგა მოიგო

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად მოიპოვა ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული.

ჯეი დი ვენსი

20 მაისი 2026, 00:22

მსოფლიო

ვენსი: ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და რისკენაც ჩვენი საგარეო პოლიტიკაა მიმართული, ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2026, 23:58

მსოფლიო

ტრამპი: ქრისტიანობა შესანიშნავი რამ არის ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენი წარმატებები სწორედ ქრისტიანობასა და რელიგიას ეფუძნება, ამიტომ მე ამით ძალიან ვამაყობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო ვაშინგტონში გამართული ერთდღიანი სამლოცველო ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2026, 23:19

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომზე: პოპულარულია ეს თუ არა, მე ეს უნდა გავაკეთო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის ომი ირანთან პოპულარულია, და რომც არ იყოს, თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდების აღკვეთა მაინც ღირსეული მისიაა.

ჯეი დი ვენსი

19 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებზე „გადაჭარბებული რეაგირების“ გამო აკრიტიკებს.

ზაზა ლომინაძე

19 მაისი 2026, 22:55

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა დგას გამოწვევის წინაშე, თუ რაზე შეაჩერონ არჩევანი - მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა გამოწვევის წინაშეა.

19 მაისი 2026, 22:39

კულტურა

30 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო „თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს“ უმასპინძლებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ გაიმართება და ტრადიციულად, თავს მოუყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებსა და ახალგაზრდა შემსრულებლებს. ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მისი შვილის, პიანისტისა და პედაგოგის, ლექსო თორაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება.

ჯეი დი ვენსი

19 მაისი 2026, 22:19

მსოფლიო

ვენსი: ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მზად არის სამხედრო კამპანიის განახლებისთვის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს „მარტივი წინადადება“, მოვლენები კი შესაძლოა „ორი გზით“ განვითარდეს.

მაია ბითაძე

19 მაისი 2026, 22:10

პოლიტიკა

მაია ბითაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე: გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ჩვენ ევრო ბიუროკრატიას ვუწოდებთ და თუ რა მეთოდებს იყენებს საქართველოზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით

ზაარბრიუკენი თბილისს დაუმეგობრდა საბჭოთა საქართველოს დროს და აქტიური კავშირი შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომლის მმართველობა და პოლიტიკური წყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივად შერაცხილი ადამიანების სისტემური წამების საკითხთან მიმართებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

19 მაისი 2026, 22:08

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაზე, დაძმობილებულ თბილისთან ურთიერთობა გაწყვიტოს: ეს არის უსუსური მცდელობა, გარკვეული ანგარიშსწორება მოახდინონ საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, ქართველ ხალხთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აფასებს გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, 50 წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოს.

თამარ გამყრელიძე

19 მაისი 2026, 21:44

პოლიტიკა

„თავისუფლების მოედნის" წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა

როდესაც „ოცნებას" კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა, - განაცხადა "თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო "სივრცის" ეთერში.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 მაისი 2026, 21:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, ხენანის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა

პეკინში გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.

ანგელა მერკელი

19 მაისი 2026, 21:18

მსოფლიო

მერკელის განცხადებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს ყველაზე ძლიერი კონტინენტი მსოფლიოში

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს „ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი მსოფლიოში“.

თორნიკე ჭეიშვილი

19 მაისი 2026, 21:17

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: არ შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად ის შემთხვევა, როდესაც პირდაპირ უცენზურო გამონათქვამები, ლანძღვა-გინება შეიძლება გაისმოდეს თუნდაც საჯარო პირის მიმართ. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბექა ძამაშვილი

19 მაისი 2026, 21:03

სამართალი

ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან

ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას“.