29 დეკემბერი 2022, 10:05 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად, ევროპარლამენტი და შვეიცარიული ბანკი სინქრონულად მოქმედებდნენ, რაც ევროპული აგენტოკრატიის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, ვიოლა ფონ კრამონს ერთხელ წამოსცდა კიდეც

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

გუშინ გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მორიგი წერილი, რომელიც „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავას ეხება და საიდანაც რამდენიმე ახალი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.
როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად, ევროპარლამენტი და შვეიცარიული ბანკი სინქრონულად მოქმედებდნენ, რაც ევროპული აგენტოკრატიის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, ვიოლა ფონ კრამონს ერთხელ წამოსცდა კიდეც. ფონ კრამონმა აღიარა, ივანიშვილის სანქცირების შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ და ამ ჩანაწერმა შვეიცარიის ბანკზე ეფექტი უკვე იქონიაო, - ამის შესახებ Facebook-ზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

„ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, „კრედიტ სუისმა“ თანხების გადარიცხვა ჯერ უკრაინაში ომის დაწყების სრულიად აბსურდული საბაბით შეაჩერა, ხოლო როდესაც ეს აბსურდი მალევე გაცვდა, ამერიკელებმა ბანკს ევროპარლამენტი შეაშველეს. „კრედიტ სუისმა“ ივანიშვილს თანხების გადარიცხვა მეორედ სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით შეუჩერა. თუმცა, ორი კვირის წინ, შვეიცარიულ ბანკს რეზოლუციის ფორმალური არგუმენტის საკუთარი ხელით გაუფასურება მოუხდა, როდესაც სინგაპურის სასამართლოს შიშით, ევროპარლამენტის მეორე რეზოლუციის მიღების მეორე დღესვე, ბანკმა გაჩერებული თანხის ნაწილი, იძულების წესით, ბიძინა ივანიშვილს გადაურიცხა.

საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რატომ ვერ ჩართეს ამერიკელებმა შანტაჟის სქემაში სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოები, როდესაც მათ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების ესოდენ დიდი სურვილი ამოძრავებთ. ამ გარემოებას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. კერძოდ, ივანიშვილმა სინგაპურშიც და ბერმუდაზეც დავები რამდენიმე წლის წინ დაიწყო და საქმის განმხილველი მოსამართლეებიც მაშინ დაინიშნნენ. იმ პერიოდში ომში საქართველოს ჩართვის თემა აქტუალური არ იყო და ამერიკელებს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაზე მეტად, შვეიცარიული საბანკო სისტემის დანგრევის ინტერესი ამოძრავებდათ. ისიც საინტერესოა, რომ ორივე მოსამართლე 60 წელს არის გადაცილებული. შესაბამისად, ისინი მოსამართლეთა იმ თაობას განეკუთვნებიან, რომელთათვისაც ინგლისური სამართლის სამართლიანი შეფარდება წმინდა საქმეა. შესაბამისად, საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, როდესაც ამერიკელებს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მძაფრი ინტერესი გაუჩნდათ, პროცესის გადალაგება უკვე დაგვიანებული იყო.

თუმცა, ამერიკული გავლენის მკაფიო ნიშნები და მათი ხელწერა უკვე გამოიკვეთა გერნსის სასამართლოში, სადაც, პრაქტიკულად, ფორმალური დატვირთვის მქონე, წინა გადაწყვეტილებების დამადასტურებელი ერთდღიანი პროცესი ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გამართულიყო. სრულიად გაუგებარი მიზეზით, პროცესი სექტემბრიდან რამდენჯერმე გადაიდო, ბოლოს კი, ის მოსამართლემ, მოუცლელობის თითიდან გამოწოვილი საბაბით, მარტში გადადო, რაც სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მკაფიო გამოვლინებაა. ნიშანდობლივია, რომ გერნსის სასამართლოში პროცესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაინიშნა, როდესაც ამერიკელები უკვე ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის ინტერესით მოქმედებდნენ“, - წერს ფილოსოფოსი.

მისივე თქმით, ამერიკელები მუშაობენ მარტივი პრინციპით, რომ ყველაფერი მათი სპეცსამსახურების ხელით უნდა იმართებოდეს. შესაბამისად, ისინი ანგრევენ ყველა სისტემას, რომლის გავლენის ქვეშ მოქცევის ინტერესიც ამოძრავებთ, მათ შორის სასამართლო სისტემებს სხვადასხვა დონეზე.

„ისინი ყველაფრის მითვისებას ცდილობენ, რაც მსოფლიო მასშტაბით ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაფართოებისთვის არის საინტერესო. როგორც ევროპული კინემატოგრაფი შეიწირეს და ჰოლივუდში შთანთქეს, ასევე უპირებენ ამერიკაში შვეიცარიული საბანკო სისტემის გადაქაჩვასაც. თუ შორეულ წარსულში ომში გამარჯვებულ მხარეს თავის ქვეყანაში ნაალაფარი მიჰქონდა, დღევანდელ რეალობაში, ამერიკელებს ევროპიდან გამზადებული ფინანსური ინსტიტუტები და საწარმოები მიაქვთ. სახელგანთქმული გერმანული ინდუსტრიის ამერიკაში გადადინების პროცესის დაწყებაც ამის მორიგი მაგალითია.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილზე ამერიკული ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება. ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, უკვე მეათე თვეა, მას შვეიცარიული ბანკი კუთვნილ ფულს თავხედურად არ ურიცხავს, ისე, რომ ამისათვის ერთი მეტ-ნაკლებად მყარი მიზეზიც კი არა აქვს.

ბიძინა ივანიშვილს პირველ ეტაპზე გაუმართლა და სინგაპურისა და ბერმუდის პირველ ინსტანციებში ამერიკელებს მის წინააღმდეგ არ უმუშავიათ. შესაბამისად, მან სამართლებრივი დავა ორივე სასამართლოში სამართლიანად მოიგო. თუმცა, ვხედავთ, რომ ამერიკელები უკვე სასამართლოსაც მიადგნენ და ისინი შანტაჟის გასაგრძელებლად გერნსის სასამართლოს იყენებენ. ეს კი, ქმნის მოლოდინს, რომ ამერიკელები სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოების სააპელაციო ინსტანციებსაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მის დასაშანტაჟებლად აამოქმედებენ. ადვოკატების წერილიდან იკითხება, რომ ამგვარი ნეგატიური მოლოდინი თავად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს.

თუ მანამდე ამერიკელებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი შვეიცარიული საბანკო სისტემის დანგრევა იყო, ახლა ისინი აქცენტს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე აკეთებენ. ამ პირობებში, მათ გერნსის პროცესიც არა მხოლოდ მარტამდე, არამედ, თუნდაც, რამდენიმე წლითაც კი შეიძლება გაწელონ, ხოლო სინგაპურსა და ბერმუდაზე სრულიად მარტივი საქმე თავდაყირა შეიძლება დააყენონ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გაანალიზოს, რა მიზნით აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს და სათანადოდ დააფასონ, რომ ეს კაცი 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ არ აწერს ომზე და საქართველოს განადგურებაზე ხელს. რაც მთავარია, კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა ის მომავალი არ გავიზიაროთ, რომელიც, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საუკუნეების მანძილზე ნაშენებ ევროპულ ეკონომიკას, სასამართლოს, მედიას და სხვა ევროპულ სისტემებს ელის“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 02:36

სპორტი

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 01:44

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია

მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

28 მაისი 2026, 00:08

მსოფლიო

POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო

პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

დიმიტრი ბიძინაშვილი

27 მაისი 2026, 23:15

პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მაისი 2026, 22:44

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პაატა ასათიანი

27 მაისი 2026, 22:11

პოლიტიკა

სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო

ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ანტონიო ტაიანი

27 მაისი 2026, 21:52

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია

იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2026, 21:47

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.

27 მაისი 2026, 21:17

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2026, 21:12

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.