imedi /  26 იანვარი 2023, 09:43 / სანდო წყარო

CS Victims: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი, - ამის შესახებ ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბ-ნი ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი Credit Suisse იყო. თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.

ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მოცემულია შემდეგი:

„მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ Credit Suisse-თან გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმე კვირაში ბ-ნ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშების და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის.

აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართებოდა ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ბ-ნი ივანიშვილისთვის Credit Suisse-მა გაუწია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს Credit Suisse-ში. გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე ტრასტის დახურვას დასჭირდება რთული იურიდიულ პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავს Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები, მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს“.

მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და ბერმუდში სასამართლოები გრძელდება, დავა ორივე იურისდიქციაში გახანგრძლივებული ხასიათისაა: სარჩელი ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს იქნა წარდგენილი, ხოლო იურისდიქციის საბოლოო განსაზღვრა სინგაპურში 2020 წლის მარტში დადასტურდა. ამგვარად, წარდგენის საბოლოო ეტაპი, სადაც მხარეები განიხილავდნენ ახალ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და პრეტენზიებს, წარდგენილი იყო 2021 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ბ-ნ ივანიშვილს აცნობეს, რომ თანხებზე წვდომის საკითხი მიმდინარე დავების ფარგლებში სასამართლოს აღარ წარედგინება. მიუხედავად ამისა, სინგაპურის სასამართლო სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში ბ-ნი ივანიშვილი გამოცხადდა მოწმის სახით და განაცხადა, რომ Credit Suisse არა მხოლოდ აიძულებდა მას წლების განმავლობაში წარედგინა მოთხოვნები სხვადასხვა იურისდიქციაში თანხების თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის შესახებ, არამედ Credit Suisse-მა არ შეიტანა გადასახადი ჟენევის სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო, რომელიც ეხებოდა კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერის სისხლის სამართლის 2018 წლის საქმეს. უფრო მეტიც, Credit Suisse-მა შეზღუდა წვდომა დარჩენილ თანხებზე, რომლებიც ბანკიდან იყო გამოტანილი და რომელიც რჩება Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულების მენეჯმენტის ქვეშ.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ Credit Suisse-ს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ გადაეგზავნა კლიენტს არასადავო თანხები. ამ გასაუბრების შემდეგ Credit Suisse-მა წამოიწყო მოლაპარაკებები ბ-ნ ივანიშვილთან და ამ პროცესის განმავლობაში მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წლის დეკემბერში ბ-ნ ივანიშვილს გადაუხადეს დარიცხული პროცენტი ზემოთ აღნიშნული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო და ბანკმა ასევე გადაიხადა ის თანხა, რასაც Credit Suisse-ის სინგაპურის trust არ ედავებოდა. მას შემდეგ ბ-ნი ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადახდები იყო Credit Suisse-ის მხრიდან ილუზიური მცდელობა, ემოქმედა კეთილსინდისიერად სასამართლოს წინაშე დადებითი იმიჯის შესაქმნელად და მიიჩნევს, რომ ყველა ილუზია დასრულდა.

2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მის დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ბ-ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“.

ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ Credit Suisse-ს აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად. პირველი მათგანის შემდეგ, 2022 წლის 9 ივნისს, Credit Suisse-მა განაცხადა, რომ Trust-ს არ შეეძლო თანხის გაცემა; თუმცა ევროსაბჭოს ივლისის სხდომაზე რეზოლუცია არ იყო მიღებული და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, გერნსის სასამართლოში შეტანილი იქნა განცხადება ტრასტის აქტივების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ერთდღიანი მოსმენა არაერთხელ გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა დაგეგმილია მარტისთვის, ბ-ნი ივანიშვილს მიაჩნია, რომ თარიღი კვლავ გადაიდება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროს ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გერნსის ტრასტის მიერ გაყინული თანხის საკითხის მოგვარება მოკლე დროში სასამართლოს ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს შეთავაზება არ იქნა მიღებული.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტრასტების მენეჯმენტის არათანმიმდევრულობა. როგორც მტკიცდება, ერთ-ერთი ტრასტი არ ახორციელებს დისტრიბუციას და აიძულებს ბენეფიციარებს, მოითხოვონ გადახდის მიღება სამართლებრივი გზით, ამავე დროს რწმუნებულები მიუთითებენ ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე ტრასტს შეუძლია თანხების გაცემა ბენეფიციარებისთვის საჭიროებისამებრ, შემდგომი დეკემბრის რეზოლუციის მიუხედავად და ეს აშკარად არ წარმოადგენდა პრობლემას Credit Suisse-ის მენეჯმენტისთვის. ეს ამტკიცებს, თუ რა არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და „კრედიტ სუისმა“ იცის ეს „ფასი“. ბანკის მხრიდან მართებული იქნებოდა, პირველ შემთხვევაში ისევე მოქცეულიყო როგორც მეორე შემთხვევაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სინგაპურის სასამართლოზე უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით შეიძლებოდა ორივე დადგენილების იგნორირება.

ბ-ნი ივანიშვილის მტკიცებით ეს ადასტურებს, რომ Credit Suisse-ის პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და აქედან გამომდინარე ბ-ნი ივანიშვილი და მისი მრჩევლები ახლა განიხილავენ კამპანიის წარმართვის შესაძლებლობას სიტუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების მიზნით და ასევე განიხილავენ მტკიცებულებების გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ“, - აღნიშნულია სტატიაში.

CS Victims Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული.

სტატიების წაკითხვა შეგიძლიათ ამ ვებგვერდებზე:

Seeking Alpha

AP News

MarketWatch

Benzinga

Morningstar

Barchart

NBC

Webcenter Fairbanks

Washington Daily News

Canadian Insider

Interior Journal

BusinessInsider

ყველა სიახლე

შიო მესამე

16 ივნისი 2026, 12:29

საზოგადოება

შიო მესამე: ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ

„თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით“

16 ივნისი 2026, 12:19

ტექნოლოგიები

რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა სახლის სავარაუდო მფლობელის ვინაობაც დაადგინეს - ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს აქ ანტიკური წყალგაყვანილობის ტყვიის მილის ნაჭერი იპოვეს, რომელზეც მფლობელების სახელები იყო ამოტვიფრული: უმბრია ალბინა და ლ. ფაბიუს გალუსი (სავარაუდოდ, უმბრიას ქმარი ან სახლის მომდევნო მფლობელი). ისტორიკოსები იცნობენ უმბრიუსების საგვარეულოს. მათ ეკუთვნოდათ ვილა ალფედენაში და აგურის წარმოება. უმბრია ალბინას მამა, სავარაუდოდ, იმპერატორ ადრიანეს დროს პროკურატორი და ძალიან მდიდარი ადამიანი იყო.

16 ივნისი 2026, 12:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 12:07

მსოფლიო

POLITICO: ტრამპი უკრაინას უბრუნდება - კიევის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან

ევროპელი და დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მას შემდეგ რაც ის ირანის კრიზისიდან კვლავ უკრაინაზე და ომის დასრულებაზე გადაერთო. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

16 ივნისი 2026, 12:05

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ” ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „რაც არ უნდა მისცე რუსებს, ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს“.

16 ივნისი 2026, 11:56

ეკონომიკა

I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2,363.8 ლარი შეადგინა.

16 ივნისი 2026, 11:54

საზოგადოება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით

„ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეიხა ალ ნუვაისმა.

16 ივნისი 2026, 11:52

რეგიონი

მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის II ფაზის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზის და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გზებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 კილომეტრის რადიუსში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. „შავი წერტილების“) აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

16 ივნისი 2026, 11:50

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

ვოზინია

16 ივნისი 2026, 11:42

სპორტი

კაბო ვერდეს მეკარემ ესპანეთთან მატჩში კარი მშრალად შეინახა და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა⚽

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა H ჯგუფში, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი - ესპანეთი დებიუტანტ კაბო ვერდეს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, თამაშის გმირი კი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია გახდა.

დავით ქართველიშვილი

16 ივნისი 2026, 11:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა

„ფაქტია, რომ თუ შევადარებთ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს 2022 წლის დასაწყისში და დღევანდელ დღეს, წმინდა ტერიტორიული მატება მართლაც არ იზომება ათეულობით ან ასეულობით ათასი კვადრატული კილომეტრით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ეხმიანება.

16 ივნისი 2026, 11:32

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ განათავსონ და დააფინანსონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 11:30

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს( გოჭები).“.

16 ივნისი 2026, 11:26

რეგიონი

რუსთავში კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა.

16 ივნისი 2026, 11:05

ტექნოლოგიები

გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈

გობლინური ზვიგენი (Mitsukurina owstoni) ზვიგენების ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება. ის ამ უძველესი საგვარეულოს ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელია. სახეობა გამოირჩევა მოძრავი ყბებით, რომლებიც თავდასხმის დროს ელვისებურად ვარდება წინ - წამში სამ მეტრზე მეტი სიჩქარით.

16 ივნისი 2026, 11:01

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

16 ივნისი 2026, 10:59

რეგიონი

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.

16 ივნისი 2026, 10:56

სპორტი

ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩში უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში G ჯგუფში მოასპარეზე ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.

16 ივნისი 2026, 10:50

სამართალი

პოლიციამ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 10:50

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, ჩინეთის, უზბეკეთის, ალჟირის, ბანგლადეშის, იორდანიის, ლიბანის, ტაჯიკეთის, უგანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 94 მოქალაქე.