imedi /  26 იანვარი 2023, 15:01 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურ შანტაჟს აგრძელებს

კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკურ შანტაჟს აგრძელებს, - ამის შესახებ ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნებულ სტატიაში წერია.

„საზოგადოებისთვის, მათ შორის, შვეიცარიელი მკითხველისა და მსმენელისთვის ცნობილია „კრედიტ სუისში“ ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ისტორიის შესახებ, რომელიც აწ უკვე მეშვიდე წელია აწარმოებს გლობალურ დავას ბანკისა და მის ჯგუფში შემავალი სუბიექტების წინააღმდეგ.

უკვე რამდენიმე თვეა, ბატონი ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები მედიასთან კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ ეს მაშინ, როდესაც წინათ ისინი აქტიურად აშუქებდნენ დავასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული განპირობებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მოლაპარაკებებით, რომელი პროცესიც ბანკის მიერ იყო ინიცირებული. თუმცა, ბატონი ივანიშვილის განცხადებით, ბანკის მენეჯმენტი მხოლოდ მოლაპარაკების ილუზიას ქმნიდა, რაც სინამდვილეში მასზე პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და სხვას არაფერს.

ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:

„ვინც ჩვენგან მიწოდებულ ინფორმაციას თვალს ადევნებდა, მას ემახსოვრება, რომ „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ხოლო უკვე მარტის თვიდან ბატონ ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ, მართალია დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ბატონ ივანიშვილს ძირითად აქტივებზე - თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც „კრედიტ სუისში“ ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა, კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა „კრედიტ სუისში“ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად.

აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისმა“ ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს“ გადარჩენილი ძირითადი თანხები. ტრასტის შენარჩუნებაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი. არის ის ნიუანსიც, რომ, ბანკის მხრიდან თანხმობის არარსებობის პირობებში, ტრასტების დახურვა საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცედურას მოითხოვს (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკს არანაირი უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა კლიენტისვე სასარგებლოდ შექმნილი ტრასტის დახურვაზე). შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისის“ ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისთან“ კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ, უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2022 წლის მარტიდან „კრედიტ სუისის“ ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ბატონი ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთთვიან დაგვიანებაში, ხოლო მას შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა.

აქ გვსურს მოკლე განმარტების გაკეთება: სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო პროცესები მართალია მიმდინარეობს, თუმცა ორივე იურისდიქციაში დავა დიდი ხნის დაწყებულია: ბერმუდაზე სარჩელი 2016 წელს შევიდა, ხოლო სინგაპურში იურისდიქციის საბოლოო დადგენა 2020 წლის მარტში მოხდა. ამდენად, ის ეტაპი, როდესაც მხარეები ახალ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და პრეტენზიებზე მიუთითებდნენ, 2021 წლის ნოემბრისთვის საბოლოოდ დაიხურა. შესაბამისად, საკუთარი იურისტების რჩევით, ბატონ ივანიშვილს მიეთითა, რომ თანხებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიმდინარე დავების ფორმატში და ფარგლებში სასამართლოების ყურადღების მიქცევა ვეღარ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ბატონი ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისი“ იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“. ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისიდან“ გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისის“ ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს. მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“ დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. სწორედ ამ შეკითხვამ განსაზღვრა ის, რომ „კრედიტ სუისმა“ დაიწყო ბატონ ივანიშვილთან მოლაპარაკების იმიტაცია და ამ პროცესის განმავლობაში მათ კლიენტს დაუბრუნეს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს მიერ იყო დაკისრებული 3 წლით ადრე. ამა წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე დღის წინ კი განხორციელდა ზემოხსენებული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა ბატონი ივანიშვილისთვის. ბანკმა ის თანხაც გადაიხადა, რომელსაც „კრედიტ სუისის“ სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა. „კრედიტ სუისი“ ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი იძულებული შეიქმნა, განეხორციელებინა გარკვეული მანევრი, რომელიც კეთილსინდისიერი მოქმედების მცდელობის იმიტაცია იქნებოდა. აი, სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის პაუზაც, რომელიც იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში და რომელსაც ამ წერილის საწყის ნაწილში ვისაუბრეთ. პარასკევს, 23 დეკემბერს ყველანაირი ილუზია ამოიწურა.

აქ საკითხი ერთ მცირე გადახვევას მოითხოვს: 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ბატონი ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას:

ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისს“ გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ბატონი ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა. ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“ ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ბატონი ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა.

კრედიტ სუისმა“ გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ბატონი ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისის“ ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან - ნოემბერში, ნოემბრიდან - დეკემბერში, დეკემბრიდან - იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება). საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთ-დღიანი პროცესია ჩანიშნული). მეტიც, ილუზორული მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვთავაზობდით ბანკის მაღალი პოზიციის წარმომადგენელს, რომ გერნსის ტრასტის მიერ გაჩერებული თანხის საკითხი სასამართლოს გარეშე მოკლე დროში მოგვეგვარებინა, თუმცა ამაოდ. აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია - ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისმაც“. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან.

ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს:

ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი - უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა.

ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება“.

ამის შესატყვისად და საპასუხოდ, ბატონი ივანიშვილი და მისი მრჩევლები საინფორმაციო კამპანიის ახალ ტალღას აანონსებენ, სადაც დეტალურად ჩაშლიან როგორც ზემოთ მოცემულ ინფორმაციას, ისევე, ისაუბრებენ სხვა საკითხებზეც, რასთან დაკავშირებითაც წარსულში მინიშნებები გაკეთებულა, თუმცა სხვადასხვა მოსაზრებათა გამო განვრცობისგან თავის შეკავება ხდებოდა. შემდეგ სტატიაში წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს, თუ როგორ მიზანმიმართულად ანადგურებს „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი ბანკისა და შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო

დღეს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო.

14 ივნისი 2026, 20:05

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა. სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

14 ივნისი 2026, 20:01

პოლიტიკა

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ - მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ. ამ ვერსიის გასამყარებლად მათ სცადეს მანიპულაცია 2022 წელს გადაღებული კადრებით, რომლის მონაწილე სამართალდამცავებიც უკვე თვეებია სასჯელს იხდიან - იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულებს საჩივრით არავისთვის მიუმართავთ. ანუ როდესაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა იცოდნენ, რომ საქმე გამოძიებული იყო და დამნაშავეებიც დასჯილები იყვნენ. შესაბამისად, მიზანმიმართულად სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო

დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდარ ვუჩიჩი

14 ივნისი 2026, 19:23

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა

ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2026, 18:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე

მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2026, 18:33

პოლიტიკა

პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

14 ივნისი 2026, 18:25

საზოგადოება

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა

„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა.

14 ივნისი 2026, 18:24

მსოფლიო

Axios: აშშ და ირანი წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას დისტანციურად მოაწერენ ხელს

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკვე არაერთხელ დააანონსა ირანთან გარიგების დადება, განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი 14 ივნისს მოეწერება. ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ კვირას არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ.

14 ივნისი 2026, 18:15

საზოგადოება

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი საქართველოს სახელით „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო ეტაპზე გაიგზავნება.

14 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

14 ივნისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე: მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია

მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2026, 17:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია

რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.

14 ივნისი 2026, 17:21

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.

14 ივნისი 2026, 17:20

საზოგადოება

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

14 ივნისი 2026, 17:18

მსოფლიო

პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.

14 ივნისი 2026, 17:11

მსოფლიო

ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

ბელფასტში რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

14 ივნისი 2026, 17:07

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.