28 იანვარი 2023, 15:03 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პათოლოგიური წევრებით უკვე განწირულია. პოლიტიკური სისხლის გადასხმა ვერაფრით გამოდის, რადგან მათი სისხლი სხვა ყველა სისხლთან შეუთავსებელია

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოება შეძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაუგონარი სისასტიკით, დაუსჯელობის სრული შეგნებით ჩადენილი დანაშაულის ამბავმა, რომელიც მოიცავდა ორი ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთას და ბოლოს, ერთ-ერთი მათგანის მკვლელობას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და მისი მკვლელობის თანამონაწილენი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები პარტიის გადასარჩენად იბრძვიან.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მისი პათოლოგიური წევრებით უკვე განწირულია.

„17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოება შესძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაუგონარი სისასტიკით, დაუსჯელობის სრული შეგნებით ჩადენილი დანაშაულის ამბავმა, რომელიც მოიცავდა ორი ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთას, მათ ქალაქგარეთ სასაფლაოზე წაყვანას, მათ მიმართ დამამცირებელ, სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, და ბოლოს, ერთ-ერთი მათგანის მკვლელობას, თანაც, იმ ხალხის მიერ, რომლებსაც სამსახურეობრივად ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სხვა სიკეთეთა დაცვა ევალებათ. ამ საქმეში აღსანიშნი იყო დამნაშავეთა მიმართ სახელმწიფოს უპრეცედენტოდ ლმობიერი დამოკიდებულება რაც გამოვლინდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის არაჯეროვნად გამოძიებაში, წინასწარი გამოძიების ეტაპზე დამნაშავეთა ერთ საკანში მოთავსებაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების არასწორ კვალიფიკაციაში, მათთვის შეუფერებლად მსუბუქი სასჯელის დადგენაში და ბოლოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დამნაშავეთა შეწყალებაში და მათთვის თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადის განახევრებაში, რასაც საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვა დამნაშავეთა გათავისუფლება დაკავებიდან სულ რაღაც სამწელიწადნახევარში.

ევროპულმა სასამართლომ გასაოცრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დ. ახალაიამ არ აიცილა თავი საქმის გამოძიებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე 2006 წლის 2 თებერვალს მაინც მისთვის უკვე ცნობილი იყო, დანაშაულის შესაძლო მონაწილეებს შორის მისი უახლოესი კოლეგები რომ უნდა ყოფილიყვნენ.

სასამართლომ გამაოგნებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმაც, ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ამ საქმესთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდათ მის ხელქვეითებს და, შესაძლოა მის მეუღლესაც, არათუ არ გადასცა სისხლის სამართლის საქმე სხვა უწყებას, რაც, სასამართლოს თქმით, „შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი პროფესიონალური და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა“, არამედ დ. ახალაიას გამოძიების გაგრძელება დაავალა, ანუ გამოძიებას აკლდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რამაც დაღი დაასვა გამოძიების შემდგომ მსვლელობასაც.

სასამართლომ ძლიერი წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ არ გამოავლინა და არ დაკითხა ის პირები, რომლებთანაც დანაშაულის ჩადენის ღამეს მუდმივი კავშირი ჰქონდათ, როგორც ოთხ მსჯავრდებულს, ისე კაფეში მსხდომ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს.

სასამართლოს თქმით, საგამოძიებო ორგანომ „არ შეიწუხა თავი“, რათა დაედგინა, თუ ვის ეკუთვნოდა განსაკუთრებით ერთი სატელეფონო ნომერი, რომელზეც იმ ღამეს გამუდმებით რეკავდნენ, როგორც დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული გ. ალანია, ისე კაფე შარდენში შეკრებილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პირების ვინაობის დადგენას, ვისთანაც ჰქონდა შესაბამის პერიოდში კავშირი დანაშაულის ოთხ აღმსრულებელს, აშკარად ჰქონდა მნიშვნელობა საქმის გულმოდგინედ და ობიექტურად გამოძიებისათვის.

ევროპულმა სასამართლომ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია სანდრო გირგვლიანის სხეულზე აღმოჩენილი ჭრილობების, განსაკუთრებით ყელის არეში მიყენებული ჭრილობის გარემოებები. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ, რომელსაც იმ დროს სათავეში დ. ახალაიას ძმა ბ. ახალაია ედგა, ოთხი ბრალდებული ერთ საკანში მოათავსა.

სასამართლომ უმნიშვნელოვანეს დარღვევად მიიჩნია საქართველოს სასამართლო ორგანოების სისტემატური უარი, მიეცათ სანდრო გირგვლიანის მშობლებისათვის საქმის მასალების შესწავლისათვის საკმარისი დრო და საშუალებები, რითაც მათ წაერთვათ უფლება, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად. სასამართლომ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ასეთ რთულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლოებმა ჯეროვნად არ გამოიკვლიეს ძალზე მნიშვნელოვანი 14 მტკიცებულება და ასევე დაუსაბუთებლად უარი უთხრეს დაზარალებულებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი მტკიცებულებების თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ კვლავ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ როგორც სასამართლოებმა, ისე პროკურატურამ „თვალი დახუჭეს“ ლ. ბუხაიძის ამჯერად უკვე სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მეოთხე თავდამსხმელი ო. მელნიკოვი იყო, რომელიც, ლ. ბუხაიძის თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა მასაც და სანდრო გირგვლიანსაც. ევროპული სასამართლოს თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრული უმოქმედობით უპასუხეს

სანდრო გირგვლიანის ოჯახის მოთხოვნებს, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ო. მელნიკოვის წინააღმდეგ.

ევროპულმა სასამართლომ „მიუღებელი“ უწოდა ასეთ „შერჩევით მიდგომას“, რადგან, მისი თქმით, გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, რომ სასამართლოს დასკვნები ეფუძნებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს.

ზემოთქმულისა და სხვა გარემოებების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სანდრო გირგვლიანის მშობლებს თვითნებურად წაართვეს უფლება, ქმედითი მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვაში. ხოლო, რაც შეეხება თვითონ სასამართლო პროცესის ხასიათს, ევროპული სასამართლოს შეფასებით, მან მთლიანად დაადასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ სურვილი, დაედგინათ სრული ჭეშმარიტება სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და სიკვდილის გარემოებების ირგვლივ.

დღეს 28 იანვარია, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღე და მისი მკვლელობის თანამონაწილენი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები: ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები, პარტიის გადასარჩენად იბრძვიან. ერთ დროს პოლიტიკური „ზევსები“, ახლა საკუთარ ბუნაგში ერთმანეთის დასაჯიჯგნად ემზადებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ მისი პათოლოგიური წევრებით უკვე განწირულია. პოლიტიკური სისხლის გადასხმა ვერაფრით გამოდის, რადგან მათი სისხლი სხვა ყველა სისხლთან შეუთავსებელია!“, - წერს მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.