გურამ მაჭარაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ხელიდან გამოეცალა ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, ძალიან გამწარდნენ და შინაარსობრივ განხილვაში შესვლაზე უარი თქვეს - სწორედ აქედან გამომდინარეობს დღევანდელი ე.წ. შოუ
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა, თუ რას გულისხმობს ის კანონპროექტები, რომლებსაც კანონმდებლები განიხილავენ. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია, სწორედ იმის გამო, რომ დოკუმენტების შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობას თავს არიდებს, ცდილობს, უარგუმენტოდ, საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ თითქოს, დაინიცირებული კანონპროექტები რუსულია.
„ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ ფინანსური გამჭვირვალობა. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაგვეინიცირებინა კანონპროექტი, ჩვენს მიზნებსა და გამოწვევას უპასუხა ამერიკის კანონმა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ში ეს კანონი იყო საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ [ჩვენი კანონპროექტი] უნდა ყოფილიყო ამერიკის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობილი, მაგრამ შედარებით ლოიალური. ამიტომაც ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე დავაინიცირეთ ისეთი კანონი, რომელიც გულისხმობდა, რომ, ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა ყოფილიყო გაცილებით ლოიალური, ვიდრე შეერთებულ შტატებშია. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც წავიდა სპეკულაციები, ჩვენ, „ხალხის ძალამ“, იმისთვის, რომ სპეკულაციები ნულზე დასულიყო, გადავდგით ნაბიჯი და დავაინიცირეთ მეორე კანონპროექტი, ანუ ეგრეთ წოდებული FARA, რომელიც დღეს მოქმედებს ამერიკაში.
ამის შემდეგ ისევ გაგრძელდა სპეკულაციები და, სამწუხაროდ, ამერიკიდანაც იყო ასეთი განცხადებები, რადიკალურ ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, რომ ამერიკის კანონიც, თურმე, ყოფილა რუსული.
შემდგომ ამისა ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კანონპროექტი ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე უნდა მივიღოთ, რადგან ვერავინ შემოვიდა პოლემიკაში, რომ ფინანსური გამჭვირვალობა არის კარგი. ამავდროულად, პირველი მოსმენის შემდგომ, განვაცხადეთ, რომ ამ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გავაგზავნით. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენა არ დაიწყება მანამ, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ მოგვივა. ამით, ფაქტობრივად, ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ან ერთი, ან მეორე კანონი იყო რუსული, მომსპარიყო.
აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პრევენციული ხასიათის ზომები, ერთი მხრივ, იმით, რომ ჩვენ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, მეორე მხრივ, იმით, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ამას ვაგზავნით ვენეციის კომისიაში.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რეგლამენტის მიხედვით, მეორე მოსმენის დროს იწყება ძირითადად მუხლობრივი განხილვა. შესაბამისად როცა ვამბობთ, რომ მუხლობრივი განხილვა დაიწყება მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ როგორც ქართულ, ისე მსოფლიოს საზოგადოებაში ყველა დაინახავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება აბსოლუტურად თავსებადი ფინანსურ გამჭვირვალობასთან.
როდესაც ჩვენ ეს ორივე ნაბიჯი გადავდგით და რადიკალურ ოპოზიციას ხელიდან გამოეცალა ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, მერე უკვე ძალიან გამწარდნენ და გადაწყვიტეს, რომ პრაქტიკულად არ შესულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ეგრეთ წოდებული შოუ - დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირება.
ამერიკული კანონი მართალია, ჩვენ დავაინიცირეთ, მაგრამ ეს არის საკმაოდ მკაცრი როგორც სანქციების ნაწილში, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ითვალისწინებს პატიმრობას ხუთ წლამდე, ჩვენს კანონპროექტში კი მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა; ასევე ამერიკის კანონპროექტის მიხედვით გავრცელების მასშტაბები არის საკმაოდ ვრცელი - ფიზიკური, იურიდიული პირი და ასე შემდეგ, ჩვენს კანონპროექტში კი არის მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული პირი, ისიც მხოლოდ აიპები და მედიასაშუალებები; ასევე, ამერიკის კანონის მიხედვით, არის საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დოკუმენტების ნუსხაში, რადგან წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დამფუძნებლის სახელი და გვარი, ასევე გარიგება, წერილობითი თუ ზეპირი; გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, რომ კიდევ დამატებითი ნუსხა შემოიტანოს იმ პირების მისამართით, რომლებიც ექვემდებარებიან რეესტრს. ასეთი რამ ჩვენს კანონპროექტში არ არის. ჩვენთან წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანხის ოდენობა და წყარო. ამის შემდგომ რეგისტრირდება და ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. არავითარი შეზღუდვა და აკრძალვა არ არის.
ამავდროულად ამერიკის კანონში, რაც ჩვენ ასევე დავაინიცირეთ, არის ის, რომ, მაგალითად, გენერალურ პროკურორს შეუძლია არა მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ განახორციელოს მონიტორინგი, არამედ ყოველ კვირაში ერთხელ, ან, თუნდაც, ყოველდღიურად. ჩვენს კანონში ეს აკრძალულია და მხოლოდ 6 თვეში ერთხელ შეიძლება მონიტორინგი.
მე ჩამოვთვალე ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც არის ძალიან დიდი სხვაობა ჩვენს პირვანდელ კანონპროექტსა და ამერიკაში დღეს მოქმედ კანონს შორის, რომელიც ასევე ჩვენ დავაინიცირეთ. ჩემი განხილვის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, მაგრამ ამას ზედ დავამატეთ ის განცხადებაც, რომ ორივე კანონპროექტს მივიღებთ პირველი მოსმენით და გავაგზავნით ვენეციის კომისიაში. ამით ამოწურულია ყოველგვარი სპეკულაციის საფუძველი. რაც მინდოდა მეთქვა ამერიკულ კანონთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოგახსენეთ და მინდა ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ამერიკის კანონი, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამას გავაგზავნით ვენეციის კომისიაში შესაბამისი დასკვნის მისაღებად.
კიდევ ერთს შევახსენებ საზოგადოებას, რომ არანაირი შემხებლობა ამ კანონპროექტს არ აქვს სხვა ქვეყნის ჯაშუშებთან. ის აბსოლუტურად სულ სხვა საკანონმდებლო სფეროა.
ჩვენ თუ გვინდა რაიმე ტიპის მსჯელობა კონკრეტულ დეტალებზე, ეს ჩვენ შეგვიძლია, მზადა ვართ, მეორე მოსმენის დროს. ამიტომ კიდევ ერთხელ პრინციპი რომ ფინანსური გამჭვირვალობა საჭიროა, ახლა მივიღოთ, მაგრამ დეტალები, დასათაურება. ან რაიმე ტიპის კონკრეტულ მუხლებზე მსჯელობა ჩვენ შეგვიძლია მეორე მოსმენის დროს, რომელსაც გავაგრძელებთ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ. ეს არის პირველი კანონპროექტი, რომელიც არის ამერიკის ანალოგი და, მე მგონი, ამომწურავად გითხარით პრინციპებთან დაკავშირებული დეტალები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 00:01
მსოფლიო
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
15 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
15 აპრილი 2026, 23:51
პოლიტიკა
პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.
15 აპრილი 2026, 23:32
საზოგადოება
პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი
დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.
15 აპრილი 2026, 23:16
პოლიტიკა
სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:15
მსოფლიო
თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს
თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.
15 აპრილი 2026, 22:52
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
15 აპრილი 2026, 21:43
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 21:35
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ
13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.
15 აპრილი 2026, 21:03
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს
უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
15 აპრილი 2026, 20:53
საზოგადოება
ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.
15 აპრილი 2026, 20:50
სამართალი
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.
15 აპრილი 2026, 20:46
საზოგადოება
როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.
15 აპრილი 2026, 20:46
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.
15 აპრილი 2026, 20:41
რეგიონი
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
15 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.
15 აპრილი 2026, 20:41
მსოფლიო
El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს
ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
15 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის
მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.


