მამუკა მდინარაძე აგენტების ამერიკულ კანონზე: როდესაც ზუსტად იცი ადამიანმა, რომ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს, მაგრამ მაინც აგრძელებ ამ კამპანიას, სპეკულაციურობისა და ტყუილის ხარისხი აქედანაც ჩანს
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონპროექტის განხილვისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებულია კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდება სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ორივე ვერსიას ვაგზავნით ვენეციის კომისიაში. ეს ვნებათაღელვაც წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ზუსტად იცი ადამიანმა, რომ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს, კანონპროექტების ინიციატორიც და მხარდამჭერიც აცხადებს, რომ ვენეციის კომისიაში ვაგზავნით - ორივეს ხომ ვერ დავუჭერთ მხარს, ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ და უფრო დიდი ალბათობით, იქნება ის ვერსია, რომელიც პირველად წარმოადგინეს - და მაინც აგრძელებ ამ კამპანიას, სპეკულაციურობის ხარისხი და ტყუილის ხარისხი, რას ჰკადრებ საზოგადოებას აქაც ჩანს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, ვენეციის კომისია, რომელიც ავტორიტეტული ორგანოა, იძლევა იურიდიულ რეკომენდაციებს, ხოლო მოწოდებების პრეცედენტი კომისიისგან ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
„ხუთშაბათს, როგორც კი მივიღებთ პირველი მოსმენით, ეს დაანონსებული გვაქვს და ამას გავაკეთებთ, ტექნიკური პროცედურების გავლისთანავე, იმ წამსვე გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში. დამშვიდდეს, დაწყნარდეს ყველა, თუ ვიღაცას მართლა ეჭვები გაუჩნდა ამათი გიჟური „რუსული, რუსულის“ ძახილის გამო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებასაც ვაპირებთ, ოდნავ მაინც რამე რაციონალური თუ ეწერება იქ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 01:02
საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. ელჩი მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
18 მარტი 2026, 01:01
საზოგადოება
გლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
18 მარტი 2026, 00:54
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
18 მარტი 2026, 00:53
საზოგადოება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: გამოვთქვამთ მწუხარებას ილია II გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მსახურება - რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 00:52
საზოგადოება
თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი
თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი
18 მარტი 2026, 00:51
საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 00:43
საზოგადოება
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პატრიარქის განსაკუთრებულ როლს ქართველი ერის ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.
18 მარტი 2026, 00:31
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას - პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის
კომუნიკაციების კომისია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 მარტი 2026, 00:22
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ
განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩვენი ერის სულიერი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისგან, - წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
18 მარტი 2026, 00:22
საზოგადოება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ - დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ღვაწლს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.
18 მარტი 2026, 00:17
საზოგადოება
არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში
პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული ან ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში,- განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.
18 მარტი 2026, 00:11
საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატი: ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 23:51
საზოგადოება
ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
17 მარტი 2026, 23:40
საზოგადოება
სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.
17 მარტი 2026, 23:36
საზოგადოება
საქართველოში გლოვა გამოცხადდა
საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 23:15
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა.
17 მარტი 2026, 23:12
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პატრიარქის გარეშე
სამწუხაროდ პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან.
17 მარტი 2026, 23:10
საზოგადოება
მეუფე შიო: ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე
ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
17 მარტი 2026, 23:05
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი პატრიარქზე: ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„თითოეული საქართველოს მოქალაქე აღვსილია იმ მადლით, რა მადლიც ჰქონდა ამ უდიდეს ადამიანს თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
17 მარტი 2026, 22:57
საზოგადოება
მეუფე შიო პატრიარქზე: ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება
ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.


