07 მარტი 2023, 00:00 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ერთი არგუმენტი ამართლებს მარტო ამ კანონის მიღებას - ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია გახსოვთ? ყველას გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო რუსული ინტერესები, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეშლოდა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ერთი არგუმენტი ამართლებს მარტო ამ კანონის მიღებას - ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია გახსოვთ? ყველას გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო რუსული ინტერესები, მიემართებოდა რუსული ძალიან მსხვილი ფინანსები იმისთვის, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეშლოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აგენტების ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციულად ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ ამ საკითხში რუსეთის და სხვა ქვეყნების ინტერესები იკვეთებოდა, თუმცა, დოკუმენტურად ეს დასაბუთებული არ არის, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც დაფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.

„საზოგადოებას ემახსოვრება, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების ორგანიზაციებიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლებიც „ასაფორთებდნენ“ ამ კამპანიას. დოკუმენტზე ასახული არც ის მაქვს, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა და არც ის, რომ ამ კამპანიისთვის ფინანსდებოდა ქართული ენჯეო, მაგრამ როდესაც ფურცელზე დაიწერება ეს ყველაფერი - კითხვას დასვამს ქართველი ადამიანი - რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ამ ქვეყნის არ არსებობდეს, ემთხვევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის რომელიღაცა ორგანიზაციისგან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლის ინტერესს. დღეს რომ ხალხს ატყუებთ, რომ გამჭვირვალეა, უნდა წავიდეს ადამიანი, ჯერ შემოსავლებში მოიკითხოს, იქიდან რაღაც ივარაუდოს, მერე გრანტების შესახებ კანონის მიხედვით სადღაც წავიდეს და ასე უნდა იაროს და საბუღალტრო ექსპერტიზები ატაროს იმისთვის, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეექმნას. საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ იყოს გამჭვირვალე საიდან იღებენ თანხას და რაში ხარჯავენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 17:37

საზოგადოება

სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებისას მომხმარებლის პრეტენზიაზე დარღვევა არ დაფიქსირდა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის სატელეფონო ნომერზე გაგზავნილ ყველა სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქვს შესაბამისი NO SMS კოდი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს და უარი თქვას მისთვის არასასურველი შეტყობინების მიღებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებულ იქნა მომხმარებლისთვის გაგზავნილი SMS-ები და არც ერთი სარეკლამო შეტყობინების შემდეგ NO SMS შესაძლებლობის გამოყენება არ ფიქსირდება.

24 მარტი 2023, 17:36

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.

24 მარტი 2023, 17:33

პოლიტიკა

პარლამენტში გუბაზ სანიკიძეს სცემეს

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

ლევან ხაბეიშვილი

24 მარტი 2023, 17:32

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ხატია დეკანოიძეზე: ამ დროს ასეთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასეთ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს

ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2023, 17:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა. აქაც გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვთ ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას და მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო და ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ სად დგას ჩვენი მთავრობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 მარტი 2023, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელშეწყობით ჩამოსვლა საქართველოს „უკრაინიზაციას“ ემსახურებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2023, 17:26

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საწვავის ფასები არის შემცირებული. ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც

ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება და შედეგი სახეზე არის, რომ საწვავის ფასები არის შემცირებული. ორ ლარს ჩამოსცდა უკვე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2023, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა: ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით მათი ამოცანებისა და მოქმედებების შესახებ, სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო

მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა: ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ. მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2023, 17:24

საზოგადოება

პრემიერი: კომპანია PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე; წამლების ფასები 60 %-დან 80 %-მდე შემცირდა, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი

„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ შარშან ავკრძალეთ ონლაინ თამაშების რეკლამა. 25 წლამდე ავუკრძალეთ ჩვენს თანამოქალაქეებს თამაში, გადასახადები გავუზარდეთ ონლაინ კაზინოებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

24 მარტი 2023, 17:20

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას „საქართველოს მეფეების“ სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის. ოქროს მონეტის ფასი 1370 ლარია, ხოლო ვერცხლის - 88 ლარია

ირაკლი კობახიძე

24 მარტი 2023, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებოდა ჩვენი ევროინტეგრაციის ლობისტი და არა კანდიდატის სტატუსის არმიღების ლობისტი, რასაც დღეს ისინი აკეთებენ

კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებოდა ჩვენი ევროინტეგრაციის ლობისტი და არა კანდიდატის სტატუსის არმიღების ლობისტი, რასაც დღეს ისინი აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ირაკლი კობახიძე

24 მარტი 2023, 17:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას

ქვეყანამ ამოისუნთქა: გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, რადიკალურად გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებლები და ა.შ. ამას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოება, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 მარტი 2023, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს

პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

24 მარტი 2023, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ევროპას ახლა აქვს კარგი შესაძლებლობა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად, ღირსეულად მიანიჭოს

მისი თქმით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები

24 მარტი 2023, 17:03

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფმა“ ლორთქიფანიძის ქუჩაზე არსებული არხი დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარედ არსებული არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

ირაკლი ბერაია

24 მარტი 2023, 17:03

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: პრემიერ-მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს, თუმცა ამ პასუხების მოსმენის ინტერესი სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობაში ჩვენ ვერ დავინახეთ

უპირველესი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან ეს არის ჩვენი განვითარების და პროგრესის უპირველესი და უმთავრესი წინაპირობა.

24 მარტი 2023, 16:53

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

27, 28 და 29 მარტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით დამატებით სამ რეისს ნიშნავს. დამატებითი

24 მარტი 2023, 16:51

პოლიტიკა

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის საკითხებზე. ასევე ყურადღება დაეთმო დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს და არსებულ გამოწვევებს.

24 მარტი 2023, 16:50

პოლიტიკა

დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

ირაკლი ჩიქოვანი

24 მარტი 2023, 16:40

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად თქვა, რომ ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე - ბირთვული საფრთხის წინაშე

დღევანდელი უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებისას პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად თქვა, რომ ჩვენ მართლაც ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე - ბირთვული საფრთხის წინაშე. ეს დინამიკა ნამდვილად არსებობს და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.