მამუკა მდინარაძე: „დროა“ ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: Facebook
განსაკუთრებით უცნაური ამბავია „დროა“, რომელიც არის NGO-ც და პარტიაც, არეული აქვთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსური თანხების მიღების უკან დგას რადიკალური მიზნები და გეგმები.
„ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან ომის პარტიის განშტოებები და სხვადასხვა გზით მიღებულ ფულს იყენებენ ქვეყნის ქაოსში ჩართვისათვის. განსაკუთრებით უცნაური ამბავია „დროა“, რომელიც არის NGO-ც და პარტიაც, არეული აქვთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა. ევროპაში ამერიკულია, კანადაში - ამერიკულია, ავსტრალიაში - ამერიკულია და მხოლოდ საქართველოშია რუსული. რატომ არის საქართველოში რუსული ის, რაც ყველგან ამერიკულია? იმიტომ, რომ „დროასთან“ დაკავშირებული ამ უცნაურობის გაშიფვრა არავის უნდა. რომ მოსთხოვენ ხოშტარიას, თან რუბლებს იღებ და თან ფოტიგას ორგანიზაცია გაფინანსებს, რაშია საქმე და სად არის რუსული და დასავლური ორგანიზაციების თანხვედრა? ეს რომ არ გაშიფრულიყო, დაარქვეს რუსული იმას, რაც EPP-ისთვის ამერიკულია. არსებობს კანონმდებლობა და არ შეიძლება, „ენჯეო“ და პარტია ერთმანეთში იყოს არეული. მე რომ დავარეგისტრირო „ქართული ოცნება“ როგორც „ენჯეო“, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და ამ ფულით პარტიულ საქმიანობას განახორციელებს, აი, ასეთი პარადოქსია“, - აცხადებს მდინარაძე.
ყველა სიახლე

08 ივნისი 2023, 01:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა რაღაც რომ არ იცის და ვერ ხვდება, ამას ვერ დავაბრალებთ, მან ზუსტად იცის, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული
მან[ სალომე ზურაბიშვილმა] ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავის, მოხალისეების უკრაინაში გაშვება რა რისკებთან აიყო დაკავშირებული? ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 01:03
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა
ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

08 ივნისი 2023, 01:00
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და ნახეთ, რა უქნეს მათ
ოპოზიციას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 00:40
სპორტი
მესი: „ბარსელონაში“ არ დავბრუნდები - „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ
არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

08 ივნისი 2023, 00:38
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები
სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება რომ აქ არის, მერე კი ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ, თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები და ხვდები, რომ შეიძლება ერთი წამით თავადაც გახდე მათი ბინძური პიარის მსხვერპლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 00:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომის შემდეგ, კრემლის წინ გამართულ პარადებზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დროშებით გამოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც ხომ რაღაც ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს
დემარშს არ ჰქონდა საფუძველი. ფაქტობრივი უზუსტობები იყო. თანხმობა სჭირდებოდა მთავრობისო. ახლა ჩვენ გვინდა ვიტყვით უხეშად, რომ ტყუილი იყო ეს, ან ვიტყვით რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო და ვთქვათ, რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო. იმიტომ, რომ არანაირი თანხმობა არ სჭირდებოდა მთავრობის. ეს იყო ცალმხრივი სანქცია, რომლის მოხსნასაც ითხოვდა მათ შორის აშშ თავის დოზე, ევროკავშირი და ჩვენც, რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას ვუერთდებოდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 00:31
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან.

08 ივნისი 2023, 00:09
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია
ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, უფრო აღრმავებენ და სამწუხაროდ, წახალისებაც ხდება ამის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 00:02
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რუსეთი ყველაფერს კადრულობს, გაანადგურა ხალხი, 500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი
ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

07 ივნისი 2023, 23:59
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას, ეს არ გამოვა ამ ქვეყანაში
„ვერიდები უკვე ამის თქმას იმიტომ, რომ სასაცილო გახდა. ყველაფერი რუსული, გამოხედვაც რუსული გაქვთ თქვენ ამ გადაცემაში რომ სხედხართ. რუსი პროპაგანდისტები ასე უყურებენ რესპონდენტებსო, შეიძლება გითხრან ცოტა ხანში. აქამდე არიან მისულები. დღეს რვაჯერ იყო საინფორმაციოში რუსული კანონიაო, რაღაც ახალ კანონს საავტორო უფლებასთან დაკავშირებით არქმევენ რუსულს. პრაქტიკაში გაამართლაო ფიქრობენ. ამერიკულ კანონს აგენტების შესახებ დაარქვეს რუსული კანონი, მიიჩნიეს, რომ წარმატებას მიაღწიეს ამ მიმართულებით და ახლა რასაც დაარქმევ რუსულს, ვერაფერი ვერ გავა. ასეთი, ხალხის შეურაცხმყოფელი მეთოდებით ცდილობენ. შეურაცხმყოფელია ასეთი ცუდი წარმოდგენა გქონდეს შენს საზოგადოებაზე ხალხზე. „დაიბარა და როგორ, რადგან მიდის, ხომ მივა, ე.ი. რომ არ დაებარებინა ხომ არ მივიდოდა“ და ია აქ ვართ ჩარჩენილები. პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას. ეს არ გამოვა ამ ქვეყანაში. ხალხს რომ ასე ერეცხებოდეს ტვინი, მათ ეყოლებოდათ მეტი მომხრე და არა მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას და არა მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

07 ივნისი 2023, 23:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ცდილობენ ჩვენი რიტორიკა ანტიდასავლურად წარმოადგინონ, რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს და ვსაუბრობთ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ვინმეს უნდა ამას დაარქვას რუსული, ეს არის მავნებლობა
ნატოს გაფართოება არ არის გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის? ეს ცოდვა ჩამოვაწერეთ? პრემიერს ხომ არ უთქვამს ერთადერთიო, თქვა, ერთ-ერთი ფაქტორიო. როგორც კარგმა პოლიტიკოსმა საუკეთესო დიპლომატიური გზით, ზუსტად ისე თქვა, როგორც უნდა ეთქვა და მიუხედავად ამისა, სამი დღე ატრიალეს ფეიკ ნარატივი ამ ფრაზის ანტიდასავლურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

07 ივნისი 2023, 23:42
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ორშაბათს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლებს
ორშაბათს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

07 ივნისი 2023, 23:41
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციის სახით დასაყრდენი არ ექნებათ, პრაქტიკულად აბსოლუტური გარანტიაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამას არ აკეთებენ
ოპოზიციას შეუძლია, რომ არ იყოს ვიღაცის დასაყრდენი, იმ ვიღაცის, ვისაც ძალიან შეიძლება აწყობდეს და ეროვნულ ინტერესად მიაჩნდეს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი. ეს შეიძლება ძალიან კეთილშობილური მიზანი იყოს, მაგრამ რის ხარჯზე? ამაზე მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ფიქრობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

07 ივნისი 2023, 23:37
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს
თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

07 ივნისი 2023, 23:29
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არსებობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ აწყობთ
ჩვენ რომ ყველა ის პუნქტი კი არა მეათედი მაინც რომ შეგვესრულებინა, რასაც მოგვიწოდებდნენ, სად იყო გარანტია იმისა, რომ ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

07 ივნისი 2023, 22:38
პოლიტიკა
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვალერი არღუთაშვილის ინფორმაციით, არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 12 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა.

07 ივნისი 2023, 22:09
რეგიონი
ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდა
ახალი საცხოვრებლით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდება. მერეთსა და კარალეთში ხის კოტეჯები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა. გორგიშელებისა და შავშიშვილების ოჯახებში იმყოფებოდნენ ასევე გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

07 ივნისი 2023, 22:06
მსოფლიო
Reuters: რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთს ჯერ არ შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი კახოვკის კაშხლის განადგურებაზე
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს ჯერ არ შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი კახოვკის კაშხლის განადგურებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 ივნისი 2023, 21:51
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის დელეგაცია მაიამიში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
აჭარის მთავრობის დელეგაცია მაიამიში შეხვედრებს განაგრძობს. ყველა შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემა ეკონომიკური თანამშრომლობაა. ხვალ კი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება, სადაც ბათუმის საფეხბურთო სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზეა ნომინირებული.

07 ივნისი 2023, 21:29
მსოფლიო
კულება: ჩვენ ყველას გვჭირდება სიცხადე ნატოს წევრობასთან დაკავშირებით - უკრაინა ნატოს გააძლიერებს
ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა.