23 მარტი 2023, 12:55 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მდიდარმა „ენჯეოებმა“ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ მისი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს თავის დროზე ნინო ლომჯარია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მდიდარმა „ენჯეოებმა“ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ მისი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს თავის დროზე ნინო ლომჯარია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სჯობს, ამაზე ისაუბროს თავად ლევან იოსელიანმა, რომელმაც ამხილა „ენჯეოები“ სამი დეპუტატი ქალის მიმართ ბულინგში. მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ისინი იყვნენ ის არასამთავრობოები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით 10-15 ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ოპოზიციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. მიზეზი არის ერთი: მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ მისი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს. ამის ეშინოდათ შესაბამის არასამთავრობოებს, რომლებსაც სურდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე“, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია. არჩევის შემდეგ იოსელიანმა ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ოპოზიციიდან სამ ქალ დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ზეწოლას გაუძლეს და მის კანდიდატურას მისცეს ხმა.

ყველა სიახლე

10 ივნისი 2023, 11:23

რეგიონი

ზურაბ აზარაშვილმა რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რუსთავში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

სოზარ სუბარი

10 ივნისი 2023, 11:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის.

ნანა კაკაბაძე

10 ივნისი 2023, 11:14

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2023, 11:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორად გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დევდორაკის გვირაბი

10 ივნისი 2023, 11:00

რეგიონი

15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 15 ივნისის 00:00 საათიდან, 17 ივნისის 00:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

10 ივნისი 2023, 10:48

ეკონომიკა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

გიორგი კიკნაძე
ჯაბა სამუშია

10 ივნისი 2023, 10:25

საზოგადოება

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00

რეგიონი

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

10 ივნისი 2023, 09:36

მსოფლიო

უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ივნისი 2023, 09:06

მსოფლიო

სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს

სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

ფრანსუა ოლანდი

10 ივნისი 2023, 08:45

მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 08:19

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დემოკრატ ტედ ლიუს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

10 ივნისი 2023, 00:56

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

10 ივნისი 2023, 00:48

საზოგადოება

ჯაბა სამუშია ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მურზალინ მალიკს გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები და მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.

ბორის ჯონსონი

10 ივნისი 2023, 00:35

მსოფლიო

მედია: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს

კოვიდშეზღუდვების დროს პრემიერის რეზიდენციაში წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

10 ივნისი 2023, 00:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, არ ნიშნავს, რომ კალიურანდმა და კუბილიუსმა ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

„ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ადრეც იყო, მაგრამ ევროკავშირმა არ მიგვიღო, მათ შორის, არც 2008 წლის ომის შემდეგაც კი. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ერთია, შეურაცხმყოფელი განცხადებების არმიღება - მეორე. ეს უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

10 ივნისი 2023, 00:17

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, მოგვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, ხოლო, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც

„ხალხის ძალასთან“ ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება შედის.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „ უცნობის კიდობანში“ განაცხადა

დმიტრო კულება

09 ივნისი 2023, 23:31

მსოფლიო

კულება: იმ დღეს, როდესაც ჩვენთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა და გენოციდის დანაშაული, გაერო რუსული ენის დღეს აღნიშნავდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკრიტიკა გაეროს პასუხი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებაზე.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2023, 23:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპს ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს. ამის შესახებ The Hill-ი წერს.