მიხეილ სარჯველაძე: დემოკრატიაში შეტანილ წვლილზე რომ საუბრობენ, რამდენი კრიტიკული მედია მუშაობდა საქართველოში და რა დღე დაადგა „იმედს“? ვინმეს შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, რომ სააკაშვილისგან ნელსონ მანდელა შექმნას, მაგრამ ეს ზღაპარია
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: IMEDI
ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი; სულ ახლახან იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე; არც თუ დიდი ხნის წინ იყო გირგვლიანის ისტორია, ეს ცინიზმია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ჯილდოს გადაცემას.
„რომ მიეცათ ჯილდო მაგალითად სპორტული მიღწევებისთვის, ან ეკონომიკაში რაიმე მიღწევისთვის, ალბათ, ხმის ამომღები არ ვიყავი. მაგრამ, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების მიმართულებით და დემოკრატიის განვითარებაზე... თუ ვინმე იცნობს ისტორიას, ყველაფერზე შეგიძლია ორდენი დაკიდო სააკაშვილს, მაგრამ, დემოკრატია და ადამიანის უფლებები არის ის სფერო, სადაც ცინიზმად გამოიყურება ეს.
არ მაქვს მიზეზი ვივარაუდო, რომ იმ ნორვეგიული ორგანიზაციასავით ფიქრობს მთელი ევროპა, რომელმაც ეს პრიზი გადასცა სააკაშვილს. ცინიზმი რატომაა იცით? ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდათ ეს ყველაფერი. მათ შორის, სულ ახლახან იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, არც თუ დიდი ხნის წინ იყო გირგვლიანის ისტორია, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები ხომ არიან და ხომ ყველას გვახსოვს. დემოკრატიაში შეტანილ წვლილზე რომ გვაქვს საუბარი, ვთქვათ რამდენი კრიტიკული მედია მუშაობდა საქართველოში და რა დღე დაადგა „იმედის“ ტელევიზიას. ვინმეს, რომელიმე პიარკომპანიას ან პიარსტრატეგს შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ სააკაშვილისგან ნელსონ მანდელა შექმნას, მაგრამ ეს ხომ ზღაპარია და შეუძლებელი ამოცანაა. რამდენიც არ უნდა ეცადონ, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ევროპაში, ან საზღვარგარეთ შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ საქართველოში ეს ხომ ყველას ახსოვს. საქართველოს უდიდესი უმრავლესობა ევროპისკენ მაცქერალი ადამიანები არიან და მცირე რაოდენობით არიან ევროსკეპტიკოსები. მერწმუნეთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით აიარაღებენ იმ საზოგადოების ნაწილს, რომლებიც ევროსკეპტიკოსები არიან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 02:20
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა
რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით.
11 აგვისტო 2026, 01:59
მსოფლიო
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე: ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ - ევროკავშირი დემოკრატია და ღირებულებებია და არა უბრალოდ „ბანკომატი“
პოლონეთში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ, ვლოდზიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა.
11 აგვისტო 2026, 00:04
მსოფლიო
უკრაინამ ოდესის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებისას გამანადგურებელი MiG-29 დაკარგა
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, უკრაინულმა მხარემ MiG-29 იპის გამანადგურებელი დაკარგა.
10 აგვისტო 2026, 23:20
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ჩვენი ხედვა მთიანი აჭარის გაძლიერებას უკავშირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებიც
ზურაბ პატარაძის განცხადებით, აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და გზების, საკომუნიკაციო არტერიების მოწესრიგება მაღალმთიანეთის გაძლიერებისთვის, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
10 აგვისტო 2026, 22:42
მსოფლიო
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა - კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა. ქვეყნის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კატასტროფას მთელი ქვეყნის მასშტაბით 111 ადამიანი ემსხვერპლა.
10 აგვისტო 2026, 22:22
კულტურა
გიორგი კალანდია: ვულოცავ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა
„დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნება. ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც“.
10 აგვისტო 2026, 21:57
მსოფლიო
The Guardian: აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა
აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
10 აგვისტო 2026, 21:41
რეგიონი
11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.
10 აგვისტო 2026, 21:21
პოლიტიკა
მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს
„მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.
10 აგვისტო 2026, 21:12
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. გარეგნული იერსახის განახლების პარალელურად, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემაც.
10 აგვისტო 2026, 21:09
სამართალი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორი დაკავებული - ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთა ბრძოლის ფარგლებში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს: უცხოელი სტუდენტი და საქართველოს მოქალაქე. ამოღებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ორივე ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
10 აგვისტო 2026, 21:08
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.
10 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო მზად არის ნავთობის გაზრდილი ნაკადი გაატაროს. როგორც თბილისში აღნიშნეს, ინფორმაცია განსაკუთრებით მნშვნელოვანია ბაქო-სუფსის კონტექსტში. ნავთობის ტრანზიტი აქ ბოლო წლებში არ ხდებოდა, თუმცა მილსადენი სრულად დაიტვირთება.
10 აგვისტო 2026, 21:00
სამართალი
17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმე - რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა ის ადამიანი გამოკითხეს, რომელმაც 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ვიდეო 3 დღის წინ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის გაუჩინარების ამბავს ამ დრომდე იკვლევს.
10 აგვისტო 2026, 20:52
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.
10 აგვისტო 2026, 20:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
10 აგვისტო 2026, 20:49
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - გია ბარამიძის განცხადების შესახებ გამოკითხვა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურა აგრძელებს იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებსაც აფხაზეთში ნანახის შესახებ ბევრი აქვთ მოსაყოლი, გიორგი ბარამიძის ნათქვამზე კი ყველას რეაქცია მძიმეა.
10 აგვისტო 2026, 20:47
პოლიტიკა
მალხაზ ჩემია ბარამიძის განცხადებაზე: ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ - ეს არ არის ბრიყვის განცხადება
„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.
10 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას
„დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
10 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფაქტები წარსულიდან ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, „ქრონიკა“ ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ.


